ratomac aRaმამის დაკარგვიდან გამომდინარე ჯორდანი უნდა იყოს ხო ეგ?
მარა ბევრს არ აცდენდა ეგ და ვისი სიტყვებია კაცო?
* * *
"პოლ ჯორჯმა გაიღვიძა. ჯერ გაიზმორა, მოწრუპა კაპუჩინო, გავიდა მოედანზე და დაიწყო.
კლიპერსს აკლდა სწრაფი, აგრესიული, დაუნდობელი ჯორჯი, რომელიც დალასთან სერიის პირველ ჩეხვაში კარგი იყო. და, შემდეგ, იქვე წაუძინა.
ჯორჯმა ეგრევე ჩააგდო. შემდეგ, მიარტყა ლუკა დონჩიჩს. შემდეგ, კიდევ ერთხელ გლიჯა ლუკას. და, კლიპერსი გაიქცა.
კლიპერსმა 154:111 დაამტვრია ახალგაზრდა, ბრექი დალასი. გუნდი არ დომინირებდა. გუნდი უბრალოდ, კლავდა და ძვლებში ამტვრევდა. კავაი ლეონარდი შედიოდა სამწამიანში და არ ამჩნევდა მაქსი კლებერს. დანარჩენებმაც აკრიფეს.
ეს იყო იდეალური კლიპერსი. გუნდი, რომელმაც მთელი სეზონის განმავლობაში პირველად მიიღო რეალური გამოწვევა. ის, რეგულარულის ჩეხვა ლეიკერსთან არ ითვლება. არც ამ სერიის პირველი მატჩი.
კლიპერსს აწყენინეს, ლუკამ გამარჯვების მომტანი სამიანით გაუთანაბრა სერიაში ანგარიში (2:2) და კლიპერსი ელოდებოდა. მატჩს, ლუკას, შურისძიებას.
პოლ ჯორჯმა 25 წუთში 35 ქულა აკრიფა.
კავაი ლეონარდმა ჯორჯთან ერთად დასერა ლუკა და ბავშვი არ ჩანდა. ლეონარდმა აკრიფა 32 ქულა, ჯორჯმა - დადებითი ემოციები. დონჩიჩმა - 22 ქულა, მაგრამ ლუკამ 17 სროლიდან მხოლოდ 6 გამოიყენა.
კლიპერსი მანქანაა. ყველაზე ბევრი კარგი და ყველაზე ცოდა ცუდი მოთამაშით. კლიპერსმა დაიწყო მწვანე მილი და კლიპერსმა ეს გზა უნდა დაფაროს. მისია, რომელიც გუნდმა უნდა შეასრულოს. ტომ კრუზის გარეშე. და, ბიჭები ყველაფერს კასკადიორების გარეშე მოაყომარებენ.
ჯორჯმა გაიღვიძა და კლიპერსი გახდა თეთრი ზვიგენი.
ლუკა დაღეჭეს. ლუკა დაძირეს. დალასი სისხლის ტბაში დაიხრჩო."
ა ძმაო ტექსტი, აზრი, ფიქრი, ანალიზი, ენაგამჭრიახობა, შეგნება, ტვინის ნაჟური <3
ვისაც ნიკო ლორთქიფანიძე წაკითხული არ აქვს.. პირდაპირ ვეუბნები რომ არ გავს ნიკოს

თავისი სტილი აქვს ამ კაცს
This post has been edited by რასტრელი on 27 Aug 2020, 21:55