ნახევარი სეზონი გავიდა და ამ დროში რაც ვნახეთ იმის მიხედვით ვის რა პერსპექტივები აქვს რო ჩამოვწეროთ, ცოტა გაცოცხლდეს თემა

ქართველებით რო დავიწყო
ბითაძეს კარიერა ძაან ცუდად მიდის, უშანსოდაა, ათასში ერთხელ ათამაშებენ, არცმწვრთნელის შეცვლამ უშველა და არაფერმა, არ ვიცი, მე მგონია რო მარტო გარემო ფაქტორების ბრალი არაა მაგ ბიჭის “ვერ გახსნა”, სამიანს ვერ ისვრის საერთოდ, არადა ევროპაში თამაშისას ნორმალური იყო მაგ ამბავში, პროცენტი საშინელი, აფარებდა და მაგასაც ვეღარ აკეთებს, დრო შეუმცირდა გასაგებია მარა პროგრესი საერთოდ არ იგრძნობა მე რა შთაბეჭდილებაც მრჩება და ვინ მისცემს მეტ დროს
ჩემი აზრით, გოგას მთავარი პრობლემა ისაა რო მინიმუმით კმაყოფილდება, ნბაში თამაშობს, მესამე წელია და ყოველ წელს 2-3 მილიონი, შესაბამისად კარგი ცხოვრება და ეგაა
შეიძლება მე ვცდები მარა მონდომებას ვერ ვხედავ, ზაზას რა ხასიათიც ჰქონდა იმისი მეათედი არაა ეს ბიჭი
თიმ ოფშენი აქვს ეხლა ინდიანას და არ ვიცი რას აპირებენ, ჩემი აზრით მაგათაც არაფერში ჭირდებათ გოგა თუ ტერნერი და საბონისი უნდა დაიტოვონ, დროს აკარგვინებენ და არც არაფერში იყენებენ
საბოლოოდ ევროპაში მოუწევს მაქსიმუმ 2-3 წელში დაბრუნება გოგას, თუ მეტს არ ეცადა
მამუკელაშვილი ძაან კარგი ბიჭია და კარგ ადგილასაც არის მოხვედრილი, ნელ-ნელა აჩვევენ სიტუაციას და იქითა წლიდან მგონია რო მეტად ენდობიან, თავიდანვე მქონდა მაგის იმედი
მასას მოამატებინებენ ზაფხულში სავარაუდოდ და სამიანზე თუ იმუშავებს მთლად უკეთესი
ისტში გვყავს ორი გამოკვეთილი ფავორიტი, ბაქსი და ბრუკლინი, ჩიკაგოსი და ჰითის არ მჯერა და არც მარტო დარჩენილი ემბიდის
მაინც მგონია რო ჯანმრთელ ბრუკლინთან არავის ექნება შანსი, მარა მაგათი ბოლომდე ჯანმრთელად ყოფნა ცოტა რთული ამბავია + კაირის რა წამოუვლის თავში ვერ გაიგებ
მთავარი იმედგაცრუება ატლანტაა, მეტს ველოდო შარშანდელის მერე და გაუგებარია საერთოდ რას აკეთებენ, 9 თამაში წააგეს სახლში ზედიზედ

ვესტში უარესი გაუგებრობაა, იუტა მუდმივად წინაა ბოლო წლებში და პლეიოფში უბრალოდ ნიჭი არ ყოფნის მაგ გუნდს არასდროს, კლიპერსი მორჩენილი ამბავია წელს, დალასს ლუკას გარდა სჭირდება ერთი ოლსტარი, არ ეყოფათ რესურსი კონფერენციის ფინალამდეც კი
მემფისი 10-12 წლის წინანდელ ოკლას გავს,ათლეტური და სწრაფი გუნდი, უბრალოდ იმათ დურანტი ყავდათ

მაგათაც 1-2 წელი უნდათ ქონთენდერობამდე, პატარები არიან ჯერ
სამი მთავარი ფავორიტია აქ, ლეიკერსი თუ ეიდი ფეხზე დააყენეს, ფინიქსი და ისევ გოლდენი 3 წლის შემდეგ

ამ სამში ყველაზე გამართული და შეკრული გუნდი ფინიქსია, შარშან ფინალი ითამაშეს თან (მარა მაინც მგონია რო კორონას დროს მაიამის ფინალისტობა და შარშან მაგათი იყო ###ობა და მათგან დამოუკიდებელი მიზეზებიდან გამომდინარე დამდგარი შედეგი

) წელს აი ბევრად უკეთესი გუნდია, რაც ვნახე, უფრო თავდაჯერებული და ცივსისხლიანი, მოკლედ აღარ იქნება მაგათი სუპერფინალში გასვლა ###ობა
გოლდენს და ლეიკერსს ერთნაირი შანსები ექნებათ, თუ კარიმ 15 სამიანი ესროლა საშუალოდ და 4 ჩააგდო ყველა თამაშში, მაგას აკეთებს თვეზე მეტია. თუ გამოასწორებს თამაშს ოდნავ წინ გოლდენს დავაყენებდი
იუტას და დენვერს სერიოზულად ვერ განვიხილავ ტიტულზე, მიუხედავად იმისა რო ლეიკერსზე წინ არიან, მარტო იმიტო რო ლეიკერსს ლებრონი ყავს და მაგათ არა

ეს რეალურად ბოლო წელი მგონია ლებრონისთვის სადაც ჩემპიონობისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ შეუძლია
მინესოტა კარგი იქნებოდა პლეიოფში იგივე პორტლენდის მაგივრად, უბრალოდ ბუტაფორიაა ეგ გუნდი პლეიოფში
მვპ ჩემი აზრით გიანისი, იოკიჩი ან სტეფი(თუ სროლას დაიბრუნებს), კდ გამოირიცხა ამ ტრავმით
დპოი ცალსახად გრინი წელს, დედა ეტყვნება გუნდს მაგის გარეშე, გობერს ეყოს რამდენჯერ უნდა გახდეს

გაუმჯობესებული შარლოტის ბრიჯესი ან ჯაც შეიძლება
მწვრთნელი კერი ან დონოვანი(ამას თუ მისცეს დაახლოებით ის სიტუაცია იქნება დუეინ კეისი რო დაასახელეს რამდენიმე წლის წინ)
ისტის ფინალი ბანალურად ბაქსი-ბრუკლინი
ვესტი სანსი-ლეიკერსი
ისტის ჩემპიონთან ძაან ცოტა შანსი ექნება ნებისმიერს ვესტიდან