მარტო ვოგელი როგორ მგონია ბიჭო ახედე ზემოთ რეები მიწერია ხელმძღვანელობაზე

ვოგელია გუნდის მთავარი პრობლემა თორე უამრავი ###ობა ხდება გუნდში

კარგი მწვრთნელით ვინ რას აკეთებს აგერ შეგიძლია გადახედო მოკლე მიმოხილვას დავწერ
მაიამი - ერთმანეთს უტყაპუნებენ კალათბურთელები ნახევარი სეზონი ლიდერებს არ უთამაშიათ (ხან ადებაიო იყო დალეწილი ხან ჯიმბო) და მაინც პირველზე ყავს გუნდი სპოელსტრას
მილუოკი - სეზონის პირველი მესამედი G ლიგის გუნდით ჩაატარა ფაქტიურად კოვიდი და ისეთი ამბები იყო გუნდში და პირველისთვის იბრძვის გუნდი
ბოსტონი - მე-10 ადგილზე იყო სეზონის შუაში სმარტი გამოვიდა ღიად გააკრიტიკა ბრაუნი და ტატუმი ქლაჩში ღორობის გამო ამის მიუხედავად ახალბედა მწვრთნელმა მოახერხა და ბოლო 29-დან 24 თამაში მოიგო პირველი ადგილისთვის იბრძვის

კლივლენდი - მთავარი მექულე თავიდანვე დაელეწათ და მიუხედავად ამისა სანამ მთავარი ცენტრიც არ დაელეწებოდათ ოთხეულში იყვნენ
ფინიქსი - საერთოდ არ შეიმჩნია პოლის არ ყოფნა და ყველა თამაში მოიგეს მის გარეშე რადგან მონტი უილიამსის სისტემაში კამერონ პეინი და ელფრიდ პეიტონიც კი კრის პოლები ჩანდნენ
მემფისი - თითქმის ყველა თამაში მოიგეს გუნდის ერთადერთი ოლ-სთარის (მორანტის) გარეშე
დენვერი - მეორე და მესამე კაცი არ ყავთ მთელი სეზონია და მაინც მეხუთე ადგილზე არიან
კლიპერსი - მთელი სეზონია 2 სუპერსთარი არ ყავთ და ძველი სისტემით თავისუფლად დებდნენ ფლეი ოფს მერვე ადგილით ამირ კოფის და რეჯი ჯექსონის ლიდერობით

და ეს ყველაფერი თუ არაფერს ნიშნავს აგერ პოპოვიჩი სულაც ტანკაობს და მაინც ვოგელზე უკეთესი შედეგი აქვს