#58473 · 24 Apr 2002, 10:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Yoko
არა გამოჭერა არაფერ შუაშია, რაკი ამაზე მსჯელობა დაიწყო, მე (და ალბათ არა მარტო მე) უბრალოდ მაინტერესებს რომელია სწორი ფორმა. აქ ჯორდანომ ძალიან ძლიერი არგუმენტი მოიტანა თავისი ვარიანტის სისწორის დასამტკიცებლად. არც კი ვიცი რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამაზე ძლიერი არგუმენტი. მითითებული იქნა ამ დარგში ორი ავტორიტეტული წყარო და მოყვანილი იქნა ამონაწერი სადაც ზოსტად ამ სიტყვის შესახებ (და არა ზოგადი წესი სიტყვათა ჯგუფის შესახებ) წერია ის რაც ჯორდანომ თქვა. ამის მერე შენ ადასტურებ რომ ყველა სხვა ლექსიკონებშიც ზუსთად იგივე წერიაო. აქედან გამომაქვს დასკვნა რომ დღეისათვის გამოცემულ ამ თემის ყველა ლექსიკონიში ჯორდანოს ვარიანტია გამართლებული. თუკი ეს ასე არაა და ვინმემ იცის თანამედროვე ქართულის რაიმე ლექსიკონი სადაც პირდაპირ სიტყვა ”აჯაფსანდალი” უკუმშველადაა მოხსენიებული, გთხოვთ დაასახელოთ წყარო და მოიყვანოთ ციტატა. შენ აგრეთვე სრულიად სამართლიანად აღნიშნე რომ ენა იცვლებაო, ამიტომაც გთხოვ მოიტანო წყარო და ციტატა რომელიც სიტყვა ”აჯაფსანდალს” შეეხება და აღნიშნავს რაში მდგომარეობს ეს ცვლილება და როდის მოხდა იგი ( საინტერესოა ზემოთ ნახსენებ წყაროებზე უფრო ახლინდელი თუა ). თუკი ეს ცვლილება იმდენად ახალია რომ ჯერ ლექსიკონებში არ ასახულა მაშინ დასაშვებია რომ მითითებული იყოს მეცნიერული ნაშრომი ან სტატია.
ეხლა რაც შეეხება ზოგად წესს რომელიც პირდაპირ სიტყვა ”აჯაფსადალზე” კი არ ილაპარაკებს არამედ სიტყვათა რაიმე ჯგუფზე რომელშიც ”აჯაფსადალიც” შედის. წყაროების ერთნაირი საიმედოობისა და ავტორიტეტულობის დროს პირდაპირი წესი უფრო პრიორიტეტულია ( დამაჯერებელია, ძლიერია, მისაღებია, მოქმედია ) ვიდრე ზოგადი. ამიტომაც თუკი ამ გზით რაიმეს დამტკიცება გვინდა ზოგადი წესის წყარო უფრო მეტად ავტორიტეტული უნდა იყოს ვიდრე პირდაპირი წესის წყარო.
თუკი მაინც გინდა რომ ამ გზით წახვიდე, მაშინ სულ ცოტა უნდა გაკეთდეს შემდეგი: დასახელებული ზოგადი წესისათვის: “საკუთარი სახელები არავითარ შემთხვევაში არ იკუმშება”, უნდა დაასახელდეს წყარო და მოიყვანილი იქნას ზუსტი ციტატა. ამის შემდეგ იგივე უნდა გაკეთდეს რათა ნაჩვენები იქნას რომ ”აჯაფსანდალი” არის საკუთარი სახელი.
თუ რაიმეს დასაბუთება გვინდა მსჯელობა კონკრეტული, თანმიმდევრული და ლოგიკური უნდა იყოს.
უკვე მერამდენედ ვიმეორებ, ყველა შემთხვევაში უნდა იქნას მოტანილი ციტატა და დასახელდეს წყარო. ამას მე თვითონ გავაკეთებდი მაგრამ, სამწუხაროდ მაგ წიგნებზე ეხლა ხელი არ მიმიწვდება. თუკი ამას ვინმე გააკეთებს ანდა მიმითითებს თუ რას ვამბობ არამართებულად ან არალოგიკურად დიდად მადლობელი დაგრჩებით.
პატივისცემით ბერმუხა.
|