რა ცუდია რომ ჩვენი
Mr Cannabis დაგვეკარგა, რა ხანია აღარ გამოჩენილა, მე კი ვისარგებლებ შემთხვევით და აქ მის ერთერთ ნამუშევარს დავდებ

- როგორ გიყვარს?
- . . .
- რა გაცინებს?
- . . . ! -მიყვარს?! მიყვარს ისე როგორც არასოდეს მყვარებია.
- და სასაცილო რაა ამაში?
- არც არაფერი, ეს ბედნიერებაა - ბედნიერებაა რომ ასე მიყვარს. შენ ალბათ ახალი ხარ, ისეთი ახალი რომ გიკვირს, თუმცა რა, მეც მიკვირს, დრო და დრო მზარავს კიდეც; მაგრამ ეს მხოლოდ სიამოვნებას მანიჭებს.
- და რატომღა ტირი? იქნებ შეგეშვა, იქნებ აღარაფერი გკითხო?
- არა მკითხე, მკითხე რამდენიც გინდა მე მაინც ასე მეყვარება. მეყვარება კი? და საერთოდ რა არის სიყვარული? რატომ ემონება მას ყველა? ამაზე არასოდეს დაფიქრებულხარ?!
- არა.
- მართალია, სიყვარულს არ სჭირდება ფიქრი, არაც არაფერი არ სჭირდება სიყვარულს გარდა სიყვარულისა. ხედავ? იწყებ ფიქრს და მსჯელობას - წამსვე იხლართები გაურკვევლობაში, უსასრულობაში იჭრები, იმ უსასრულობაში, რომელსაც სიყვარული ჰქვია. ბევრს უკვირდა, ბევრი ვერც იჯერებდა, მაგრამ ამას არაფერი შეუცვლია.
- გატყობ სიყვარულით ცოცხლობ, მაგრამ ვინ? ვინ არის ის, ის ბედნიერი ვინაც ეს ყველაფერი გაგრძნობინა?
- ვინ? და იქნებ რა?! თუნდაც ის კენჭი იყოს, რომელიც საცოდავი მათხოვრის გაცვეთილი ფეხსაცმლის ქუსლში გაჭედილა და სიარულის დროს საშინელ კაკუნს გამოსცემს. იქნებ მე პეპელა მიყვარს, რომელიც სიცოცხლის ბოლო წამებს ითვლის და მაინც ცდილობს მზეს მიუახლოვდეს, იქნებ . . . იქნებ ხის მორი, რომელიც განმარტოებით მიუგდიათ სადღაც და დღე-დღეზე ვიღაცამ შეშად უნდა გამოიყენოს ანდაც წლობით წვიმის ქვეშ უნდა ლპებოდეს. და საერთოდ შენ ვინ ხარ?
- მე . . . მე შენი გრძნობა ვარ, ის ვარ რაც შენშია და სიყვარულად იღვრება. მე შენი სიყვარული ვარ.
- გამაოცე სიტყვები არა მაქვს. ახლა ვხვდები რატომ ვერ გხედავ. არ ვიცი რა ვთქვა.
- მაშინ მიპასუხე - როგორ გიყვარს?
- იგივეს მეკითხები? და აქვს კი ამას მნიშვნელობა? მთავარია რომ მიყვარს, ამაზე მეტი არ შეიძლება. სიყვარულს ვერ აწონი და ვერასოდეს განსაზღვრავ თუ როგორ გიყვარს. და მაინც მიყვარს, მიყვარს ისე როგორც არასოდეს მყვარებია.
©
Mr Cannabis