doclizi
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1412
წევრი No.: 43248
რეგისტრ.: 4-October 07
|
#9782390 · 27 May 2008, 10:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
• ა, ბატონო ბაწარიო, დავით მეფეს გასწავლიო. • ა, დათვი და ა, კვალი! • აასვენა, აღარ დაასვენა. • ააფრინე ალალი, რაც არ არი - არ არი • აბდალი თავის პატრონის ფეხებს მეტი ჯაფა აქვსო • აგრე არ უნდა, თაყაო, შენ რომ მამული გაჰყაო. • აგორებული ქვა ხავსს არ მოიკიდებს • ადრე ამდგარი ჩიტი ნისკარტს იწმენდს, მძინარა - თვალებს იფშვნეტს • ადრე ამდგარსა კურდღელსა, ვერ მოეწევა მწევარი • ავი კაცი თავისთავის მკვლელია • ავი შემნახავი ქურდის ამხანაგიაო. • ავი შვილი დედმამის ჭირიაო • ავი ძაღლი არც თითონ შეჭამს, არც სხვას შეაჭმევსო • ავმა რა ქნა - ავის მეტი • ამირან გულში მღეროდა - ყმანო ბანი მითხარიო • ამღვრეულ წყალში თევზი ადვილად დაიჭირება • ან ვირი დარჩება, ან ვირის პატრონი • არ გათეთრდება ყორანი, რაც გინდა ხეხო ქვიშითა • არ მინდამა ცხრა ხინკალი შესჭამაო • არ უგვარობს მწყერსაო, არ შახდების ხესაო • არა გყავდეს მოახლეო, თავი მოიმოახლეო • არა მკითხე მოამბეო, თაროს ჩამოუარეო • არმად ნაშოვნი - არმად წახდებაო • ასი კაცი ცხენს კაზმავდა, "ვაი უკაცობასაო • აქლემი ისე არ დავარდება, რომ ვირის საპალნე არ აიკიდოს • აქლემის ქურდი და ნემსის ქურდი, ორივე ქურდიაო • აღმართი და დაღმართიო, არც ერთია წაღმართიო • ახალი ცოცხი კარგად გვის, ძველი მოატანს ქვიშასა * * * • ბავშვი არ დაბადებულიყო და აბრამს არქმევდნენო • ბავშვის პირით სიმართლე ღაღადებსო • ბავშვს ჰკითხეს, რათ სტირიო, გამდის და ვტირიო • ბაყაყი ხალიჩაზე დააბრძანეს, ისკუპა და ისევ გუბეში ჩახტაო • ბაძვა სჯობია შურსაო • ბედაურები დაწყდაო, ვირს მოედანი დარჩაო • ბედი მომეც და სანეხვეზე გადამაგდე • ბევრი რათ უნდა დედასა, ერთი სჯობს სახელოვანი • ბევრის მდომმა ცოტაც დაკარგა • ბევრის მცოდნე ბევრჯერ შეცდებაო • ბერს ბერობა შეშვენის და ერს ერობა • ბრმა, თვალხილულს ატყუებდაო • ბრმათა შორის ცალ თვალიო, ვით პირველი სარდალიო • ბრმას ცოლი მოუკვდა - როგორ გავაგებინოთო? - გვერდს რომ აღარ მოუწვება, ხომ გაიგებსო * * * • გავიქეცი ქაჯიანს მეძახიან, დავდგები - ბანდიანსაო • გამგონი გაიგონებსო • გამშველებელს მოხვდებაო • გარეული მოვიდა, შინაური დააფრთხო • გაცემულ სიკეთეს ხალხი არ ივიწყებს • გაჭირვება მიჩვენე და მუხლს გიჩვენებო • გეშინოდეს იმისა, ვისაც შენი ეშინიანო • გველი გარედანაა ჭრელი, ადამიანი შიგნიდან • გველმა კანი გაიძრო, მაგრამ გული გველისა შერჩაო • გვყავს არ ვაფასებთ, დავკარგავთ და ვსტირით • გიჟს ნურც ჰკითხავ, ნურც დაუჯერებ • გლახა გლახას წაეკიდა ორივ წყალში ჩავარდაო • გლახას კიტრი მისცეს, გამოართო და თქვა: რაღა დასეტყვილი მერგოო • გულკეთილობა კაცს ააშენებს, ბოროტება კი დააქცევს • დაბალსა მტერსაც ეკრძალე, ღვარსა ჰგავს დაღმამდინარსა • დავლიე ღვინო, მან მომკლა, არა და მისმა სურვილმა • დავრდომილს წიხლი კი არა, შველა უნდაო • დაკარგული ძროხა ცხრა ლიტრს იწველიდა, დაუკარგავი კი ერთ ჩარექსაც არაო • დამალულმა ჭირმა მოჰკლა კაციო • დაუჩვეველს ნუ დააჩვევ, დაჩვეულს ნუ გადააჩვევ • დედა იკითხეთ და კვიცი ისე იყიდეთ • დედის წინ გამქცევ კვიცსაო, მგელი გამოჰკრავს კბილსაო • დიაცთა უნდა იტირონ, მამაცთა - შური იძიონ • დიდ აღმართს დიდი დაღმართიც მოსდევსო • დიდ ხეს დიდი ნაფოტი დასცვივაო • დიდი კაცის ნაჩუქარი, მალე უნდა გადაყლაპო • დღემეხვალიე კაცსაო, თოვლი მოუვა კარსაო • ელაპარაკე რეგვენსაო, ურახუნე კედელსაო • ენას ძვალი არა აქვსო, სიტყვას ბაჟი არა აქვსო • ერთ კაცს სოფლიდან აძევებდენ და ის კი მამასახლისობას თხოულობდაო • ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოვო • ერთი ენძელა გაზაფხულს ვერ მოიყვანს • ერთი კაკლისთვის ქვას არ ისვრიანო. • ერთი კარი რომ მიიხურება, მეორე გაიღება • ერთი მგელი კვდება, მაგრამ სხვა ათასი ლეკვი რჩება • ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო • ერთი ძაღლი ორ კურდღელს ერთად ვერ დაიჭერს • ერთმა თაგვმა ცხრა ქვევრი წაბილწაო • ერთმა წუწკმა ღორმა ასი ღორი გასვარაო • ერთმანეთისა ჯაბრითა, სახლი აივსო ნაგვითა • ეს ქათამი ჩვენსას კაკანებს და სხვაგან კვერცხსა სდებს • ეს ქვეყანა კიბეა: ზოგი ადის, ზოგი ჩამოდის • ვაი, ქონავ, ვაი უქონლობავ! • ვაი - ძველის გამგდებს და უი ახალის მომგდებსო • ვაის გავეყარეო, უის შევეყარეო • ვალმა სთქვა: ჭუჭრუტანაში შემოვძვრები და კარებში კი ვეღარ გავეტევიო • ვარდი უეკლოდ არავის მოუგლეჯია • ვეშაპი ისეთს არაფერს ჩაყლაპავს, მონელება არ შეეძლოს. • ვიდრე ჭკვიანი დაფიქრდეს, გიჟი ხიდს გადაირბენსო • ვინც გააჩინა თხა, მან მოუგრიხა რქა • ვინც დაიზარაო, არც გაიხარაო • ვინც მალე სჭრის, ის დიდხანს ნანობს • ვინც პატარა რამეს ვერ დააფასებს, ის ვერც დიდის ფასს მიხვდება • ვინც ქარს სთესავს, ის ქარიშხალს მოიმკისო • ვინც წყალზე გადო პატარა ხიდიო, მადლი ჰქნა ერთობ დიდიო • ვირისაგან წიხლი არ უნდა გეწყინოს • ვისაც რახარუხი ეჯავრება, სამჭედლოში ნუ შევა • ზამთრის მზე ყვავილს ვერ მოიყვანს • ზარმაცისათვის ყოველი დღე უქმეა • ზოგი ფრინველის ხორცსა სჭამენ, ზოგს კი ხორცს აჭმევენ. • ზოგი ცხოვრობს ბედითა, ზოგი ვერც გაჭირვებითა • ზოგის სიცოცხლე ვერცხლია, ზოგისა კი - ცეცხლიაო. • ზოგისა ბამბა ჩხრიალებს, ზოგისა კაკალიც არა. • ზოგსა კაცსა კაცი ჰქვიან, ზოგსა კაცსა კაცუნაო • ზოგჯერ გაქცევაც კაი ბიჭობააო • ზოგჯერ ტყუილი, მართალს სჯობიაო • ზურგთ უკან ხელმწიფესაც უძრახავენ • ზღვა ფაფად იდგა, უბედურს კოვზიც არ ხვდაო • თაგვმა თხარა თხარაო, კატა გამოთხარაო • თაგვს ბუმბულში აწვენდნენ და ის მიწის სოროში მიძვრებოდაო • თავის ბედს კაცი ვერ შემოუვლის. • თავის დამკარგველი - თმას დასტიროდაო • თევზმა თევზს უთხრა: - ცოტა იქით მიიძარიო, - საით მივიძრა, ორივენი ერთ ტაფაში ვიწვითო • თვალი სარკეა კაცისა, შიგ ბევრი რამა ხატიაო • თვალი უნებურიაო • თოფი მეთოფეს და მეთოფე - სოფელსაო • თუ თვალით ვერ დაინახო, ყურით გაგონილს ნუ დასდევო • თუ კაცმა არ გაიფხაკუნა, ისე ვერ იცხოვრებს • თუგინდ უკუღმა დაჯექი ოღონდ სწორე სთქვიო • თუ ორმა იცის - ღორმაც იცისო • თუ სარკე არა გაქვს, წყალში ჩაიხედე • თუ ღმერთი მწყალობს, - ეშმაკები ვერას დამაკლებენო • თხა გავყიდე, თხა ვიყიდე, სარგებელი ვერა ვნახე • თხამ მღვდლობა მოინდომა, აქაოდა გრძელი წვერი მაქვსო • იანვრის ქურდი მარტში გამოჩნდებაო. • იაფფასიან ხორცს ძაღლი არ შეჭამსო. • იაფი ყველაზე ძვირად დაგიჯდებაო. • იმედიანი შიმშილიც კარგიაო. • იმერელმა ნემსი იყიდა და ქარში ეფარებოდა, ქარი შუაზე გამიყოსო. • იმერელს ჰკითხეს: ყველაზე მძიმე რა არისო და - ცარიელი მუცელიო. • იმის მადლი მე ვიცი, თუ ხატი ჩემი შეჭედილია. • იმისთანა სიტყვა სთქვი, რომ ხვალ იმ სიტყვამ არ გაგაწბილოსო • ინდიშვილი, მინდიშვილი, რაც დედ-მამა - იგი შვილი. • ის უჯობს მამულსა, შვილი რომ სჯობდეს მამასა • ისარი და პირის სიტყვა, გასტყორცნი არ დაბრუნდება • ისე მგელი არ მოკვდება, რომ თხის დასამარხად გახდესო • ისეთი გოდორი დასწანი, რომ შენ შვილისშვილებსაც გამოადგესო • ისე გაება, როგორც ჩიტი კაკანათში. • იხარე, ჭერო, მოკვდი, მტერო! • კაი გუნებით ცოლქმარი თოხის ტარზე დაეტევაო • კაი კაცი გლახა კაცთან წახდება • კაი შეგირდი ოსტატის გულის ვარდია • კაი ცხენი დეზს არ ირტყამს და კაი ხარი - შოლტსაო • კაისათვის კაი ვის უქნია • კამეჩი წუმპეს წაიქცა, თავის ამინდი ჰგონია, ლაფში ჩაფლული ურემი შინ მიტანილი ჰგონია • კარგ მთქმელსა კარგი გამგონიც უნდა • კარგი ჰქენი, ქვას დადევი, გაიარე წინ დაგხვდება • კატას თევზი უყვარდა, მაგრამ ფეხის დასველება ეზარებოდა • კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო • კაცი თავის თვალში ძელს არა ხედავს და სხვის თვალში ბალანსაც დაინახავს • კაცი რო დაითვრებაო, ორი კაცის ტოლა გაიზრდებაო • კაცი სანამ არ მოკვდება, მისი საქმე არ გამოჩნდებაო • კაცი უნდა კაცად იყვეს, სანთელსავით თვით დაიწვას და სხვას გზასა უნათებდეს • კაცი უნდა ხერხი იყოს, გაჰქონდეს და გამოჰქონდეს, განა კაცი ეჩო არის, სულ თავისკენ მიითლიდეს • კაცი ცხენს ვერ მოერია და უნაგირი დაამტვრიაო • კაცის გვარი ფუჭია, თუ არა აქვს ნიჭია • კაცს როცა არ უნდა, რიყეზე ისე გაივლის, ქვას არ დაინახავს • კვიცი გვარზე ხტისო • კლდესაც გაარღვევს წყლის წვეთი, თუ ერთ ადგილას სცემს მარად • კოკა წყალზე გატყდება, ქურდი ქურდობაში მოკვდება • ლამაზი ქალი ცოლად შეირთე - წყალში გადავარდიო. • ლამაზი ცოლის პატრონსა უნდა ჰყავდეს ძაღლი ფრთხილი, ან თითონ უნდა ფრთხილობდეს, ან იმისი დედამთილი • ლაშქრის შეყრა თუ გინდა, ბუკი უნდა დაკრაო • ლოთი კაცის ბედი დღეში სამჯერ გაიხსნებაო. • ლუკმა მაშინაა ტკბილი, როცა კაი კაცობითაა ნაშოვნი • ლხინში ნაბიჯით წადი, ჭირში სირბილით • მადლი ჰქენი, მარილიც მოაყარეო • მამა ნახე, დედა ნახე, შვილი ისე გამონახე, თუ ზრდით არ შეიცვალა, წინ უძს მშობელთ გზა და მახე • მამალს უთქვია: მე კი ვიყივლებ და გინდა გათენდეს, გინდ-არაო • მამამ შვილს ვენახი აჩუქა და შვილმა მტევანიც აღარ მიაწოდა • მარტოხელა კაცი პურის ჭამაშიაც ბრალიაო • მარჯვე კაცისთვის სასჯელი - უსაქმობა არისო • მაღალი არ მოდრკა, დაბალი ვერ შესწვდა • მაძღარს მშიერიც მაძღარი ეგონაო • მგელი არ მოიშლის მგლობასო, კაი ყმა მამაცობასო • მგელი დანარჩენს ტიროდა, პატრონი წანაღებსაო • მგელმა კბენა არ იცოდა, ადამიანმა ასწავლაო • მგელს მგლურად დაუხვდი და მელას მელიურადო • მგზავრის დგომა - ცდომააო • მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო, ის კი გაიძახოდა - ტყეში გამიშვითო • მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტიაო • მგორავ ქვას ხავსი არ მოეკიდება • მდიდარს უთხრეს: მშვიდობაშიო, ღარიბს უთხრეს, ვინ გაჩუქაო • მეზობელმა რომ მარილი გთხოვოს, თუ მარილი არა გქონდეს, მარილიანი სიტყვა მაინც უთხარიო • მეზობელო კარისაო, სინათლე ხარ თვალისაო • მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო • მელას რაც აგონდებოდა, ის ეზმანებოდაო • მელია სადაც წავა, კუდიც იქ გაჰყვებაო • მექოთნის ნება არ არის, საიდანაც უნდა იქით გაუკეთებს ქოთანს ყურს • მთქმელი არ იქმს, მქნელი არ იტყვის • მიზეზ-მიზეზ - დოს მარილი აკლიაო • მოვიდა სეტყვა, დახვდა ქვა • მოთმინება - სამოთხის გასაღებია • მომეც ბედი და - გინდ სანაგვეზე გადამაგდეო • მომრევის მომრევი არ დაილევაო • მოჩქარეს მოუგვიანდესო • მტერი მოყვრულად მოსული, მტერზედაც უარესია • მუნჯის ენა მუნჯის დედამ იცისო • მშიერი ძაღლი პატრონს უკბენსო • ნასწავლი კაცი სოფლისთვის კარგია, უსწავლელი კი ბარგია • ნაქებმა კატამ თაგვი ვერ დაიჭირა • ნაყიდს გემო არა აქვსო • ნაცარქექია ღონეს იქადნებოდაო • ნემსის ოდენა ჭუჭრუტანაში ერთი ურემი სიცივე შევაო • ნუ გეშინია სიკვდილისა, გეშინოდეს სირცხვილისა • ნუ დასცინი სხვასაო, გადაგხდება თავსაო • ნუ ეძალები წყალდიდსა, გირჩევს მოსძებნო ფონია • ნუ იქმ ავსა და ავისაც ნუ გეშინიაო • ობოლი გაზრდას მოელის, ღარიბი - გამდიდრებასო • ობოლს ერთი კვერი შეხვდა, ისიც გატეხილიო • ობოლსა ჰკითხეს - რომ გაიზრდები რას იზამო? - ვინც გამზარდა დედას ვუტირებო • ოდეს მაშვრალს მოსწყურდების, მაშინ წყალი ღვინოდ ღირსო • ომიანობა ზოგს ააშენებს, ზოგს გადააშენებს • ომიანობა რომ არ იყვეს, გამარჯვებას პატივი არ ექნებოდაო • ომში ნაცადი ხმალისა იმედი გქონდეს სახლშიო • ომში რა სჯობიაო, და-რაც ხელში მოგხვდებაო • ორი პურაძვირი კაცი - ერთმანეთის მიბაძვით სიმშილით დაიხოცაო • ოქრო პატარაა, მაგრამ ძვირად ფასობსო • პაპის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოსჭრა კბილია • პატარა თუ არ გაიზარდა, დიდი როგორ იქნებაო • პატარა ეშმაკმა დიდი ეშმაკი აცდინა • პატარა ვიყავ დიდისა მეშინოდა, დიდი გავხდი, პატარისა მეშინიანო • პატარძალმა კოკა გატეხა და - ნეტავი ბავშვი მყავდეს, იმას დავაბრალოო • პატივს ნურც მოითხოვ და ნურც დაითხოვო • პირველი მოჩივარი ბატონს მართალი ეგონაო • პირველი ნახვა ცნობაა, მეორე ნახვა - ძმობაა • პირში მაქებელი ეშმაკის მოციქულია • პური და ღვინო ძველი ჯობია, ბატონი კი - ახალიო • ჟანგი რკინასა სჭამს, დარდი გულსაო • ჟინიანი კაცი წინ ვერ წავა ვერც ერთ საქმეში • რა გაათეთრებს ყორანსა, რაც გინდა ხეხო ქვიშითა • რა ზღვას დაუხრჩვიხარ, რა ცვარსაო • რა რომ ბოძი წაიქცევა, სახლკარიცა დაიქცევა • რა ქვეყანას მოხვიდე, იქაური ქუდი დაიხურეო • რასაც დასთეს, იმას მოიმკი • რასაც ვერ შესწვდები, ნუ შეეწოდები • რაც არ მერგებაო, არც შემერგებაო • რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო • რაც ფხიზელს ფიქრში აქვს, ის მთვრალს ენაზეო • რეგვენი ბრძენზე ბრძენია, რაშიაც გამოცდილია • რკინა სანამ ცხელია, მანამ გაჭედეო • როგორც ჰქუხს, ისე არ სწვიმსო • რომელი მგელიც მე არ შემჭამს, დაე დიდხანს იცოცხლოსო • სადაც არა სჯობს - გაცლა სჯობს კარგისა მამაცისაგან • სადაც არის დიდი ღომი, იქანაა ჩემი ომი • სადაც დაბალი ღობეა, ყველა მას გადაქელავსო • სადაც ცული ვერ გამოდგება, იქ პატარა ხერხს გააქვს და გამოაქვს ხოლმე • სადაც ხეს გათლიან, ნაფოტიც იქ დაცვივაო • საზიარო ყანა ჩიტს მოუჭამიაო • სალამი მტერსაც არ დაეჭირებაო • სამოსელს ნაწიბური გაუსინჯე და შვილს - დედ- -მამაო • სამწყოს უმწყესოდ მავალსა შესჭამს ტურა და მგელიო • სამხედრო ძალაა - ხმალი და ფარი, ნასწავლის ძალა კი - ცოდნა და ენა • სანამ თონე ცხელია, პურიც მანამდე გამოაცხვე განელდება - აღარ გამოაცხობს • სანამ ჭკვიანი დაფიქრდა, ცეტმა გარდავლო მთები • საოხრეზე ნაშოვნი სატიალოზე დაიხარჯაო • საქონელს თვალი სჭამსო • საშოვარი კარგია, ნაშოვარი ძვირფასი • საჭმელი ერთი დღისაი, სახელი - ასი დღისო • სახელის გატეხას, თავის გატეხა სჯობიაო • სახელი სჯობს ქონებასა და უფლება - მონებასა • სვინდისს კბილები კი არა აქვს, მაგრამ კბენა კი იცის • სიზარმაცე სიღარიბის გასაღებიაო • სიკვდილმა სთქვა: ერთი ისეთი ვერ მოვკალი, რომ სხვა რამეს არ დააბრალონო • სირცხვილი - სიკვდილიაო • სირცხვილს სიკვდილი სჯობია და ორივე ერთად კი ჯოჯოხეთიაო • სიტყვა ადვილია, ქმნა კი - ძნელი • სიტყვა უსაქმოდ მკვდარია • სიფრთხილეს თავი არ ატკივაო • სიცილით დაკარგული - ტირილით ვეღარ დაიბრუნესო • სიხარბემ რა ნახა - ყველა დაჰკარგა • სოფელი ღონიერია, თუ კაცი გონიერია • სულ ოქრო როდია, რაც ბრჭყინავს • სწავლა გონების საზრდოა და ჭკუის წარმმატებია • სჯობს უჭმელობით სიკვდილი, საყვედურითა ჭამასა • სხვა სხვისა ომში გმირია • სხვათა ჭირიო, ღობეს ჩხირიო • სხვისი ლუკმა გემრიელია • ტირილითა და გლოვითა მტერი არ შეშინდებაო • ტკაცა-ტკუცი ბევრია, ნაკვერჩხალი კი არა სჩანს • ტკბილი სიტყვა რკინის კარს გააღებს • ტკბილი სიტყვითა მთას ირემი მოიწველაო • ტრაბახი უგვიანი კაცის საქმეაო • ტყემ თქვა: ცულმან გვდვა მუსრია, ტარი კი ჩვენგან უყრია • ტყუილი თავიდანვე ეშმაკის მოგონილია და მისთვის ყველგან გასავალი აქვსო • ტყუილის თქმასაც მოხერხება უნდაო • ტყუილს მოკლე ფეხები აქვს • უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაესიაო • ურემი მძიმეა, მაგრამ ტვირთს კი ამსუბუქებსო • ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდება • ურემს რომ ძალა დაადგება - ჭრიალს დაიწყებს • ურჯულომ დაიფიცა, რჯულიანმა დაიჯერაო • უსწავლელი ქვაზე დაჯდა, ქვა-ქვაზე დაემატა • ფათერაკს თვალი არ უჩანს • ფარა რომ მობრუნდება, კოჭლი ცხვარი წინ მოექცევაო • ფეხს საბნის დაგვარ გაშლა უნდა • ფეხსაცმელი მოხუცს ქუსლში გაუცვდება, ახალგაზრდას - ჭვინტშიო • ფინთს უთხარი კარგი ხარო, კარგი თავათაც კარგიაო (მოხეური) • ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს • ფლანგვით თუ იცხოვრე ახალგაზრდობისას, სიმშილით მოჰკვდები სიბერისას • ფონი გასავალს დალოცე • ფული პატარა ღმერთიაო • ქათამი რომ წყალს დალევს, ზევით ღმერთს შეხედავს - ღმერთო შემარგეო • ქათამმა უთხრა კვერცხსაო, ეგრე ვიყავი მეცაო. იმდენს გავედრებ ღმერთსაო, ჩემსავით გაგხდი შენცაო • ქათმის მომჩივანს ინდოური კალთაში უნდა გყავდესო • ქაჩალი სავარცხლის გაძვირებას სჩიოდაო • ქაჩალს სავარცხელი უხაროდაო • ქვა თავის ადგილზე მძიმეა, რო დაიძვრის - გამსუბუქდება • ქვა ააგდო და თავი შეუშვირაო • ქვეითი ცხენოსანს დასცინოდა • ქვევრს ჩავძახე - ამომძახა: სულელო, ნუ მაწუხებო • ქვეყანა იქცეოდაო, ტურას ქორწილი ჰქონდაო • ქვეყანა ჩალით დახურული როდია • ქვეყნიერების დანგრევის მოლოდინში თხუნელამ თვალები დაითხარა: სულ ერთია, აღარ გათენდებაო • ქმარი ციხეში მიჰყავდათ, ცოლი კაბას უბარებდაო • ქორი ქორსა სჩეკს, ძერა ძერუკასაო • ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებსო • ქურდი თავის სახლს ვერ ააშენებს სხვისას კი დააქცევს • ქურდმა ქურდს მოჰპარა და ღმერთმა გაიცინაო • ქურდს ფიცი პირზე აკერიაო • ქურდს ქუდი ეწვისო • ქუხილით წვიმა არ მოვა, ხმის დაგდებითა - ლაშქარი • ღამემ გაიარაო, ამაგმაც ჩაიარაო. • ღამის ერთი ცხვირის დაცემინება ხეირია. • ღამის ქურდს დღისით დაიჭერენო. • ღარიბ კაცს ხეირიანი შვილი რომ ყავდეს, ღარიბი აღარ იქნებაო. • ღარიბი კაცის პურის ჭამა მადლიანიაო. • ღარიბი ქალი და კაცი დღეში ცხრაჯერ მოკვდებაო. • ღარიბის ლუკმა ტკბილია • ღვარძლის მთესველი ვერ მომკის იფქლასა ბასრი ცელითა • ღვინით გალახულს ჯოხით გალახული სჯობიან • ღვინო არსად იყო და ეშმაკები ტიკს ალბობდენო • ღორი რომ გასუქდება, ნეტა მგელს დამაჭიდაო • ყბედი ვინ მოღალა და მუნჯმაო • ყვავი თვითონ ყარდა და ბუდეს იცვლიდაო • ყვავს არ ჰქონდა, ბუს აძლევდა • ყვავს რომ კაკალი გააგდებინო, ისიც საქმეაო • ყველა ბუზი ბზუის, მხოლოდ ფუტკართან ყველა სტყუისო • ყველა გლახას დიდი გული აქვს • ყველა დაბალ ღობეზე გადადის • ყველა თავის ბედის მკვერავია • ყველა კაცი სიკვდილის შვილია • ყველა ძაღლი თავის კართან მამაცია • ყველაზე უბედური ის არის, ვინც უბედურებას ვერ აიტანს • ყველანი ბედნიერებას ვნატრობთ და იმას კი არ ვაკეთებთ, რაც ადამიანს აბედნიერებს • ყველაფერი დაიქცევა კეთილი საქმის მეტი • ყველაფერი დროს ელის, დრო კი - არაფერსო • ყველი და პური - კეთილი გული • ყმაწვილებს სათამაშოებით იტყუილებენ, მოზრდილებს - ფიცითაო • ყოველ კაცს თვითეული რამ წუნი აქვსო • ყრუს და ბრმას ცოლი მოუკვდა - როგორ გავაგებინოთო - გვერდს რომ აღარ მოუწვება - მაშინ ხომ გაიგებსო • შავი ცხვარი ბანვით მოჰკლეს, თეთრი - დაუბანლობითო • შეგნებულ კაცს მონა გაუხდი და შეუგნებელ კაცს საყვარელ კაცადაც ნუ გაუხდებიო • შეგნებულთან ომი სჯობია, შეუგნებელთან პურის ჭამასო • შეგნებული მტერი გირჩევნოდეს, შეუგნებელ მოყვარესო • შენ დაუკარ, მე მიამა, მე დაუკარ, შენ გიამა • შენ რას იკვეხი მამულო, ყანა ამინდის შვილია • შენ რომ სასწავლოდ მიხვიდოდი, მე ნასწავლი მოვდიოდი • შენახულს შემნახავი უნდა სჯობდეს • შენი თუ არ იცოდე, სხვისი უნდა დაიჯეროო • შენი კარი გააღე, სხვისიც ღია დაგხვდება • შენი ჭირიმეთი შვილი არ გაიზრდება • შენც იგი უყავ სხვასაო, რაც ირგებს თავსაო • შეცოდება თუ შეგიძლია, მონანიებაც შეიძელიო • შვიდჯერ თვალი გადაავლე, ერთხელ ხმალი გადაავლე • შვილი, მომდურე დედისა, ურჩია თავის თავისა • შვილმა რომ დედის გულისთვის ხელის გულზე ერბო-კვერცხი მოიწვას, მაინც დედის ამაგს ვერ გადაიხდის • შიშველი ას კაცთ ძარცვეს, ძარცვეს და ვერ გაძარცვეს. • შინ მოუსვლელი და მკვდარი ერთიაო • შინ შვილები გიტიროდეს, გარეთ ტაბლას რა უნდაო • შიში მიჩვენე და მუხლს გიჩვენებო • შურიან კაცს მეზობლის ვარდი თვალში ეკლად ესობოდაო • შურიანები იხოცებიან, შური კი ისევ რჩებაო • ჩათრევას ჩაყოლა სჯობიანო • ჩამოხრჩობილის ოჯახში თოკზე ვინ ილაპარაკებსო • ჩემი ენა - ჩემი მტერი, იგივ მეგობარი ჩემი • ჩემი მტერი ჩემი სვინდისიაო • ჩემი სიცოცხლე რომ სულ სახლი ვაგო, შიგ როდისღა შევიდეო? • ჩემმა დაჭედილმა ჯორმა წიხლი ისევ მე მესროლაო • ჩემს თავზე მარტო წისქვილი არ დატრიალებულა • ჩემს იქით თოფი გინდა კუნძს მოხვდეს და გინდ კაცსაო • ჩვენსა მოხვალ - ღვინოს ყლუჭავ, თქვენსა მოვალთ - თვალებს ხუჭავ • ჩიტს აფრენა უნდოდა და აფრთხობას ელოდაო • ჩხავანა კატა მახეში გაბმულ თაგვზე გაიმარჯვებსო • ჩხუბში ისეთ სიტყვას ნუ იტყვი, რომ შერიგებაში შეგრცხვესო • ცა ქუდად არ მიაჩნია, დედამიწა ქალამნადო • ცალ-ცალკე მომჩივანი ბატონს მართალი ეგონაო • ცალთვალა ხარს ორთვალა ხარის ნამუშევარი თავისი ეგონაო • ცალი ხელით ტაში ვერ დაიკვრებაო. • ცარიელი კაცი ქვაზე მაგარიაო. • ცარიელი ტომარა ფეხზე ვერ დადგება. • ცას არავინ შეაბერდება • ცას ქვეშ რაც კაცია, ყველა სიკვდილისააო • ცდა ბედის მონახევრეა • ცერცვი კედელსა, სწავლა რეგვენსა • ცეცხლიდან გაქცეული წყალში დაიხრჩოო • ცეცხლის პატარა ნაპერწკალი დიდ ხორას გადასწვავსო • ცეცხლს ნუ ეხუმრები, წყალს ნუ ერწმუნები • ცეცხლს ხელს ვკიდებდი და გულსა მწვავდაო • ცვილი რკინად არ გამოდნების • ცისარტყელას დარი მოსდევსო • ციხე შიგნიდან გატყდებაო • ცოდნა სამოთხეა და არცოდნა - ჯოჯოხეთი • ცოდო კაცს არ დააყენებს • ცოლ-ქმრის ამბავი მხოლოდ ლოგინმა უნდა იცოდესო • ცოლ-ქმრის ჩხუბი რეგვენს მართალი ეგონა. • ცუდად სიტყვას ნუ დახარჯავ, ვერ შეიგნებს ბრიყვი კაცი • ცუდათ ჯდომას, ცუდათ შრომა სჯობიან • ცუდი სიტყვა ხანსა გრძელსა, ვერ გაივლის - უთქვამს ბრძენსა • ცხენს მისივე ფეხები იპარავსო. • ცხვარი ცხვარია, და, თუ გაცხარდა, ცხარეაო • ცხრა ქალის ჭკუა ერთ კაკლის ნაჭუჭში ჩაიდებაო • ძალა ერთობაშია • ძალა აღმართსა ხნავს • ძალად ბედს ვერავინ იშოვნის • ძალას რიგზე მოხმარება უნდაო • ძაღლი ვინც მოჰკლას - იმანვე უნდა გაათრიოსო • ძაღლი შინ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო • ძაღლი ძაღლის ტყავს არ დაჰხევს • ძაღლი ხსენებაზედაო • ძაღლი ჰყეფს, ქარავანი მიდის • ძაღლის ხათრი თუ არა გაქვს, პატრონს მაინც დამხათრეო • ძაღლს თავის კარზე დიდი გული აქვს • ძაღლს მიულაქუცე, ჯოხს კი ხელიდან ნუ გააგდებ • ძაღლს რომ გააძაღლებ - გიკბენსო • ძველი თივა ცეცხლია, ძველი ბზე - ვერცხლია • ძველი კაცის ნათქვამიო, ხშირად არის მართალიო • ძილს სასთუმალი არ უნდა, სიმშილსა შეჭამადიო • ძმა ძმისთვისა, შავ დღისთვისო • ძმა თუ არ გყავდეს - სხვა იძმე, უძმოდ სიკვდილი მწარეა • წინა კაცი უკანა კაცის ხიდიაო • წაბაძულობით ვაცი დამაკდაო • წაქეზებით მურია მგელს შეაჭამესო • წინ წყალი და უკან - მეწყერი, - შუაში შენი თავიო • წვიმის შეკავება უფრო ადვილია, ვიდრე გასათხოვარი ქალისაო • წინ მავალი უკან დარჩებაო • წინ წასული ურემი უკან მოღრიჭინებდაო • წისქვილის ქვები ერთმანეთს რომ არ ეხმარებოდეს, ერთმა რამდენიც არ უნდა იბრუნოს ვერას დაფქვავს • წლის საფიქრებელი და წამის საკეთებელიო • წყალი ნაყეს, ნაყეს და ისევ წყალი დარჩაო • წყალი პირველად პატარასაო • წყალი რომ დაგუბდება, აყროლდება • წყალი რომ შენ არ მოგყვეს, შენ მიჰყევიო • წყალი სათავით მონახე • წყალნი წავლენ და წამოვლენ - ქვიშანი დარჩებიანო დაიზრდებიან ობლები, მამულზე დადგებიანო. • წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო
• ჭეშმარიტი სიტყვა არასოდეს არ არის სასიამოვნო, სასიამოვნო სიტყვა კი - იშვიათად მართალი • ჭეშმარიტება იმისთვის არის ხანგრძლივი, რომ კაცი იშვიათად ხმარობსო • ჭინჭრის ძირზე ჭინჭარი ამოვაო • ჭინჭრაქა გულაღმა დაწვა: ცა რომ ჩამოინგრეს, ფეხებით დავიჭერო • ჭირისუფალი არ ტირის - მოტირალს რა ეტირება? • ჭკუას რომ არიგებდნენ - არ დასწრებიაო • ჭკუიანისაგან ძაგება გიჯობს სულელის ქებასა • ჭკუა ხანში კი არა, თავშიაო • ჭკვიანი ჩიტი ორთავე ფეხით გაება მახეშიო • ჭკვიანი რომ შესცდება - ბრიყვზე უარესია • ხალხი მირბოდეს - გაჰყევი, გაჩერდეს - გაჩერდი • ხალხი ქვევრივით არის, რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებს • ხე ფესვითა სდგას, ადამიანი მოყვრითაო • ხანდაზმულ კაცს სიზმარიც დაეჯერება • ხარბის თვალს მიწა გააძღებსო • ხე ნაყოფით იცნობება • ხარი ქირაზე მოკვდება, კოკა კი წყალზე გატყდება • ხარს რქით დააბმენ, ადამიანს - ენითაო • ხე ერთი შემოკვრით არ წამოიქცევა • ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა • ხმალსა არ უშლის სიმოკლე, ფეხი წინ წასდგი - გაწვდება • ხუთი თითი აქვს კაცსა, ხუთივ უთანასწორო • ხუმრობაში კაცი მოკლესო • ჯერ არ ვარგა ნავში ჯდომა, მერე მენავესთან ბრძოლა • ჯერ არ მინდოდა შობა და მერე სიკვდილი • ჯერ თავო და თავო, მერე ცოლო და შვილო • ჯერ ძილი მერე სიზმარი • ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალი აკლდა და ისიც დაუმატესო • ჯოჯოხეთში ძახილია და გაგონება კი - არა • ჰკითხე ასსა - ჰქმენ გულისა • ჰა პირი და ჰა პურიო. • ჰაი გიდი, ცხრა ნაბადზე რომ ვხტებოდიო. • ჰარამ მწყერს, ხოხობ, კაკაბსა - ჰალალი ქორი სჯობია. • ჰაჩი, ვირო, არტანელო, შეშა - მკვარის მომტანელო! • ჰაცა, ვირო, ნუ მოკვდები, გაზაფხულზე იონჯა ამოვა და მოძოვეო. • ჰკითხე ასსა - ჰქმენ გულისა. • ჰო, შენ ისე გინდა - ნემსი დასდო და სახნისი აიღო.
--------------------
ეს ჩემი ცხოვრება, დაო პელაგია, ჩემი სიმარტოვის არქიპელაგია.....
|