ცოტა მეხამუშა, ევროპოცენტრისტული მიდგომაა.
იგივე დასავლეთი და აღმოსავლეთი ავიღოთ. ეს ორი სამყარო განიხილება როგორც მსოფლაღქმისა და საზოგადოებრივი მოწყობის ორი პრინციპულად განსხვავებული ტიპი. გვხვდება დასავლეთისა და აღმოსავლეთის მახასიათებლებად მიჩნეული რიგი ნიშან-თვისებების ჩამონათვალი, რომლებიც შემდეგნაირად ჯგუფდება:
სოციალურ-ეკონომიკური:
დასავლეთი - ურბანისტული, ინდუსტრიული, წარმოება როგორც ბაზისი
აღმოსავლეთი - სასოფლო, აგრარული, განაწილება როგორც ბაზისი
პოლიტიკური მახასიათებლები:
დასავლეთი - სამოქალაქო, დემოკრატიული
აღმოსავლეთი - პატრიარქალური, ავტორიტარული, დესპოტური
ისტორიული მახასიათებლები:
დასავლეთი - ისტორიზმი, ხაზოვანი დრო
აღმოსავლეთი - აისტორიზმი, ციკლური დრო
კულტურულ-ისტორიული მახასიათებლებიდასავლეთი - მატერიალიზმი, სეკულარიზაცია, რეალიზმი/პრაგმატიზმი, ობიექტივიზმი, პლურალიზმი, რაციონალიზმი, ბუნების დამორჩილება
აღმოსავლეთი - სულიერება, რელიგიურობა, იდეალიზმი, სუბიექტივიზმი, მონიზმი, ინტუიციურობა, ბუნებასთან თანაარსებობა
და რაც მთავარია
(დას.) დინამიზმი <--------> სტატიკურობა (აღმ.)სწორედ ეს სტატიკურობა და სხვა მახასიათებლები (მორალი სამართალზე მაღლა, საკრალური ცოდნა მეცნიერულზე მაღლა, წესრიგი თავისუფლების ცნებაზე მაღლა (უფრო სწორედ თავისუფლების სხვანაირი გააზრება), ფატალიზმი ნებაზე მაღლა, სამყაროს თეოცენტრისტული ხედვა და სხვ.) უქმნის ევროპელს აღმოსავლეთის, როგორც "განუვითარებელის" შტაბეჭდილებას, საქმე კი იმაშია, რომ
ყველას თანვითარების თვისობრივი გზა აქვს და ისინი ვერც დაემთხვევა ერთმენთს. ეს განსხვავება არ წარმოშობს უკეთესად და უარესად განვითარებულის მოვლენას, თუ მაინცდამაინც ერთი ცივილიზაციის გადმოსახედით არ დავიწყეთ მსჯელობა XX ს. 70-იან წლებში ორიენტალისტიკაში ჩამოყალიბდა ცივილიზაციათა განვითარების ამბივალენტურობის კონცეფცია, რომლის თანახმად, მსოფლიო ცივილიზაცია იმთავითვე გაიყო ორ შტოდ - დასავლეთად და აღმოსავლეთად, რომელთაგან თითოეულს აქვს თავისი “გენოტიპი” და განვითარების საკუთარი ლოგიკა. ამასთან, სწორედ აღმოსავლური გზა მიიჩნეოდა ცივილიზაციის განვითარების ნორმალურ გზად, დასავლური კი - გადახრად

ეს კონცეფცია ევროპოცენტრიზმიდან თავის დაღწევის მცდელობა უფრო იყო, ვიდრე მეცნიერულად მკაფიოდ დასაბუთებული ხედვა. მაგრამ ვერც ევროპოცენტრიზმი ბრწყინავს ლოგიკით.
აღმოსავლეთისა და დასავლეთის ცნებათა შინაარსი დასაზუსტებელია იმ თვალსაზრისითაც, რომ არც ერთი, არც მეორე არ წარმოადგენს დროსა და სივრცეში ერთხელ და სამუდამოდ განსაზღვრულ მთლიანობას და რაც მე აქ შემოგთავაზეთ, განზოგადებული და პირობითი მახასიათებლებია.
მე უფრო სხვა რამის დაზუსტება მაინტერესებს აქ: ტოპიკის კითხვა არასწორედაა ჩემი აზრით დასმული. უფრო სწორედ იქ კულტურა წმინდა საბჭოური გაგებით არის ნაგულისხმევი - ისეთივე შინაარსისაა, როგორც ამ განყოფილების სათაური.