მოდით აქ დავდოთ ხალხური სიბრძნე, ანდაზები, გამოთქმები...
დავიწყოთ ისეთებით, რაც იშვიათად გაიგონება, სხვა ერების სიბრძნე, ანდაზები, ბრძნული გამოთქმები, თორემ ეხლა შოთას კლასიკურ სიბრძნეს ლეკვი ლომისა და სჯობს სახელისა გატეხვას, ასშ. ყველა ვიცნობთ
შეიძლება ასევე ქართული მაგრამ ხალხური, კუთხური ბრძ, გამოთქმები, მაგალითად ჩემი მეგობარი ლეჩხუმელი ელისოსგან მაგარი საკაიფო ანდაზები გამიგია...
ხო გამიგეთ? აბა, ჰე წავიდა...
მე დავიწყებ:
'სჯობს ინანო ის, რაც ჩაგიდენია/გაგიკეთებია, ვიდრე ინანო ის, რაც არ გაგიკეთებია!'
(ანუ რაც გასაკეტებელი დაგრჩა და იმის ნატვრაში ამოგხდება სული, ნეტავ გამეკეთებინა/მენახაო),მოკლედ, ეს იყო ამ გამოთქმის აზრი, მოვთარგმნე...ჰაჰა
ხო, ომარ ხაიამის პოეზიას/სიბრძნეს თუ დადებთ, ძალიან გამახარებთ;-)
ისე ჩვეულებრივი ანდაზებიც დადეთ, არა უშავს, ყველამ კი არ ვიცით ჩვენმა შოთამ რა დაწერა, არა? მითუმეტს ეხლა როცა სწავლა -განათლება დიდად აღარ ყვავის საქართველოში, სამწუხაროდ
This post has been edited by webdesign on 11 Dec 2004, 23:17