გავარკვიე ჩქარ კითხვაზე ბევრი რამ. უფრო საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა.
ასეთი მეთოდიც ყოფილა უკუღმა (upside down) კითხვა

სერიოზულად - მხედველობის
არეალის და სივრცითი ორიენტაციის გასაუმჯობესებლად ჩქარი კითხვისთვის ერთ-ერთი სავარჯიშოა

ყველაფერს ვერ დავწერ, ზოგადად ვცდი, წარმოდგენა რომ გქონდეთ რა იგულისხმება.
წიგნებიც არსებობს მაგრამ ინსტრუქტორის გარეშე ძნელია სწავლა. თან ბუნებრივი მონაცემებია საჭირო. ისე როგორც კარგი ბალერინა
ყველა ვერ გახდება, თვალის ჩაყოლებით მთელი გვერდების კითხვას სწრაფი ტემპით ასე: გვერდი,გვერდი, გვერდი... ყველა ვერ შეძლებს.
მაგრამ ფაქტია რომ ნამდვილად შესაძლებელია და არსებობენ ასეთი ადამიანები. სიჩქარის გაზრდა ყველას შეუძლია.
ჩქარი კითხვა ძირითადად მათთვისაა ვისაც სჭირდება მოკლე დროში დიდი რაოდენობის ლიტერატურის კითხვა - პროფესიიდან გამომდინარე.
ეხება სამეცნიერო მუშაობას ან მათ ვისაც წიგნების მიმოხილვების წერა უწევთ და რედაქტირება...
სპეციალური სავარჯიშოებია და ორ ეტაპად იყოფა. პირველი ეტაპი ტექნიკური მხარეა ანუ აქცენტი გადატანილია სისწრაფეზე, თვალების მოძრაობაზე, გვერდითი მხედველობის გამოყენებაზე. ამ დროს შინაარსის აღქმა ქვეითდება. მეორე ეტაპზე უკვე გამოიყენება ნასწავლი ტექნიკა და შინაარსის აღქმის გაუბჯობესებაზეა ყურადღება გადატანილი. მეხსიერების გასაუმჯობესებელი სავარჯიშოებიც გამოიყენება.
არსებობს ბუნებრივად ჩამოყალიბებული კარგი ან ცუდი ან საშუალო მკითხველი. კითხვის სიჩქარეც სხვადასხვაა.
როგორც წესი, კარგი მკითხველი საკმაოდ ჩქარა კითხულობს. კითხვის ტექნიკა და ტექსტის აღქმაც ინდივიდუალურია.
ცუდია ანუ საშუალოა ის ვინც კითხულობს ტექსტის ყველა ხაზს მარცხენა კიდიდან მარჯვენა კიდემდე და ყველა სიტყვას
სათითაოდ. ამ დროს მზერა ჩერდება თითოეულ სიტყვაზე. ყველაზე ცუდია როდესაც ვოკალურად გულში იმეორებენ სიტყვებს,
ზოგი ტუჩებსაც ამოძრავებს. ამ დროს შინაარსის აღქმა ძალიან დაბალია. ასეთი მკითხველი ხშირად უბრუნდება უკვე წაკითხულს
ანუ ერთი და იმავე ხაზზე თვალი და მზერა წინ და უკან რამდენჯერმე მოძრაობს. კარგი მკითხველი გულში სიტყვებს არ იმეორებს,
არც სათითაოდ ყველა სიტყვაზე არ ჩერდება, თვალი და მზერა მოძრაობს გარკვეული მონახაზით და გონება მხოლოდ ვიზუალურ
ტექსტიდან აღიქვამს შინაარსს.
სავარჯიშოები:
-პერიფერიული მხედველობის გამოყენება:
მზერა ფიქსირდება ერთ სიტყვაზე და გვერდითი მხედველობით უნდა აღიქვა გარშემო სიტყვები. ჩვეულებრივი
მკითხველი ხედავს 5-6 სიტყვას ერთდროულად. კარგი მკითხველი ვარჯიშის შემდეგ 8-9 სიტყვას, ანუ მთელ ხაზს. ამ დროს
თვალებიდან ტექსტის დაშორება შესაბამისი უნდა იყოს - ცოტა შორს.
-სიტყვების დაჯგუფება და რიტმით კითხვა:
მზერა ტექსტის ხაზის მხოლოდ ორ-სამ ადგილას ფიქსირდება და არა სათითაოდ ყველა სიტყვაზე, და კითხულობ რიტმით
-პერიფერიული მხევდელობის გამოყენებით. შემდეგი საფეხურია მზერის მხოლოდ ერთ შუა წერტილში დაფიქსირება და
მთლიანი ხაზის აღქმა გვერდითი მხედველობით - ეს საკმაოდ ძნელია, ზოგჯერ შეუძლებელი.ვარჯიშისთვის კარგია
გაზეთების კითხვა, იქ უფრო მოკლე ხაზებია.
- თითის ან ფანქრის გაყოლებით კითხვა
ცადეთ ჰაერში გონებით წრე დახატოთ და თვალი გააყოლოთ, შემდეგ იგივე წრე თითით მოხაზეთ ჰაერში და თან თითს
თვალი გააყოლეთ - განსხვავებას დაინახავთ. ამ დროს თვალის მოძრაობა გაცილებით უკეთესია და მზერაც უფრო ორგანიზებულია, კონცენტრირებული. ტექსტის კითხვისას 2-3 ხაზის ქვემოთ ჰორიზონტალურად მიყვება თითი; შემდეგ ეტაპზე,როდესაც ორ-სამ ხაზს
ერთდროულად აღიქვამ, თითი მიყვება დიაგონალურად ქვემოთ ან ზიგზაგისებურად ქვემოთ და ბოლო ეტაპია უკვე მთელი გვერდის
სწრაფი აღქმა ანუ სკანირება - ამ დროს თითის ფურცლის კიდეზე (მინდორზე) ჩაყოლება ან ტექსტის შუაში.
კიდევ ბევრია, ასეთი სავარჯიშოები. ყველა არც ვიცი. მეორე ეტაპი უფრო ინდივიდუალურია, წინასწარ გონების შემზადება,
ჩანაწერების გაკეთება მეხსიერებიდან (და არა ფაქტების და ძირითადი აზრების ამოწერა-გადმოწერა)...
მთავარია რომ კარგი ანუ სწრაფი მკითხველის გონება მობილიზებულია და კონცენტრირებული.
ნელი მკითხველის გონება კიდევ გაფანტულია და ერთდროულად სხვადასხვა რაღაცეებზე ფიქრობს.