როგორც სარდლებზე ერთს ვიტყვი რომ სამივე ძალიან მაგრები იყვნენ ... თუმცა ნაპოლეონს მტრები გაცილებით მეტი და ძლიერი ჰყავდა ვირდე პირველ ორს ...
მაკედონელმა, უხეშად რომ ვთქვათ საბოლოო ჯამში ერთი ქვეყნის წინააღმდეგ იბრძოლა.... გასაოცრად იბრძოლა! თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტიც რომ სპარსეთის "იმპერია-საიუზი" უამრავ დაპყრობილ ხალხს მოიცავდა, რომლებიც განვიტარების ძალიან, ძალიან დაბალ საფეხურზე იმყოფებოდნენ (სამხედრო სიძლიერეზე რომ აღარაფერი ვთქვათ) ან სპარსეთისადმი მტრულად იყვნენ განწყობილნი (მაგ: ეგვიპტე) და მაკედონელმაც მხოლოდ 5-იოდე დიდი, ფართომასშტაბიანი ბრძოლა გადაიხადა და ბოლო მოუღო აქემენიდების დინასტიას (არ ვამბობ სახელმწიფოს ან საზოგადოების წეს-წყობილებას, ამ მხრივ თითქმის არაფერი არ შეცვილილა)... მაგრამ მაინც "რისპექთ !"

კეისარს რაც შეეხება, მისი საომარი დიაპაზონი უფრო მრავალფეროვანი იყო და ამ კაცმა საუცარი მხედართმთავრული თუ მეომრული თვისებები გამოავლინა... თუმცა არ დაგვავიწყდეს თუ რა იყო იმ დროისთვის რომი !!! სციპიონის, მარიუსის, სულას და სხვათა გამარჯვებებით რომი
კეისრის გამოჩენის პერიოდში უკვე იყო მსოფლიოში პირველი სახელმწიფო... და რომის ლეგიონების, მისი საომარი ტრადიციების, ორგანიზების, დიპლომატიის შედარება სხვა მაშინდელი დროის სახელმწიფოებტან არც კი შეილება ... ყოველივე ამის სატავეში ყოფლით კეისარს
შედარებით უფრო ადვილი გზა შეხვდა გასავლელი, კაი ფორა ჰქონდა !
მე კეისარს უფრო იმით ვაფასებ რომ ამ კაცამ პირველმა გადალახა ოფიციალირად რუბიკონი და რომს დაეტაკა ! რისთვისაც დიდი "რისფექთ" ...

ნაპოალეონი ... ჰმ...
24 წლის ლაწირაკი გენერალი ხდება მას შემდეგ რაც კუდით ქვა ასროლინა ინგლისის (!) ჯარს ტულონიდან... პროსტა გენიი !
პირველი ბედავს რევოლუციური საფრანგეთი არუ თუ დაცვითი ომით შეინარჩუნოს, არამედ შეტევაზე გადადის ავსტრიის ("წმინდა რომის იმპერიის") წინააღმდეგ და იტალიაში ზედიზედ დედის ძვლებს ახევს მის სახელმოხვეჭილ მარშლებს და გენერლებს + სუვოროვს (რაც არ უნდა იძახონ რუსებმა სუვოროვმა გენიალური მანევრები აკეთაო ის საბოლოო ჯამში მაინც დამარცხდა) ...
მერე მოდის დიადი ბრძოლების ეპოქა ... ჩამონათვალი იხილე I გვერდზე ჩემს პოსტში ...
და რა არმიებს და რა სარდლებს ამარცხებს !!!! ასეთი მოწინააღმდეგეები რომ კაისარს და მაკედონელს არ ჰყოლიათ უდავოა ! ინგლისის, ავსტრიის, პრუსიის და რუსეთის არმიები მტელი მათი მთავარსარდლებით წაშალა ევროპის რუკიდან ამ კაცმა...
და ის რომ ევროპა მის მერე ის აღარ იყო რაც მანამდე , ფაქტია! ევროპის მომავალი სხვა რელსებზე გადააყენა ნაპოლეონმა ...
და რეები გაბედა !!! რომის პაპი დაატყვევა
ოფიციალურად, წმინდა რომის 1000 წლიანი იმპერია გააუქმა (!), ევროპის ქვეყნები თავის და-ძმებს და მარშლებს დაურიგა, არსებული სოციალირი სისტემა დაარღვია ... და სხვა და სხვა ....
პ.ს. ამ კაცის სიდიადე პარიზში დავინახე ... მარტო ის რად ღირს რომ ბურბონების ვერსალში "საფრანგეტის დიდების" პავილიონის 2/3 ნაპოლენის ბრძოლების ამსახველ ტილოებს უჭირავს (!) და ინვალიდების ტაძარში ვიღაც კორსიკელი "ბუონაპარტეს" ბიჭი წევს და არა რომელიმე "კაპეტინგი" ....