paradoxმოვიდა პასუხი რამდენიმე დღის წინ
კითხვარის შედეგად მიღებული ქულების ინტერპრეტაცია: შესაძლებელია თქვენ დროდადრო საკმაოზე მეტ დროს ატარებდეთ ინტერნეტში, მაგრამ შეგიძლიათ აკონტროლოთ ეს დრო და საკუთარი ქცევა. თქვენ არ აღგენიშნებათ ინტერნეტ-დამოკიდებულების სიმპტომები და მშვიდად შეგიძლიათ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოთ მუშაობა. (ტყუილია

)
მცირე ინფორმაცია ინტერნეტ დამოკიდებულებაზე:
ზოგადად ინტერნეტ-დამოკიდებულება განისაზღვრება როგორც ინტერნეტის მოხმარებაზე არაქიმიური დამოკიდებულება . ინტერნეტ-დამოკიდებულება ქცევაში ვლინდება ისე, რომ დამოკიდებული პაციენტები უპირატესობას ანიჭებენ ინტერნეტში ცხოვრებას და შემდგომში ფაქტიურად უარს ამბობენ თავიანთ რეალურ ცხოვრებაზე.
ინტერნეტ-დამოკიდებულებს ახასიათებთ როგორც ფსიქოლოგიური ასევე ფიზიკური სიმპტომებიც:
ფსიქოლოგიური სიმპტომები:
თავს კარგად გრძნობს ან ეიფორიაშია კომპიუტერთან ყოფნისას, არ შეუძლია გაჩერება, იზრდება კომპიუტერთან გატარებული დროის ხანგრძლივობა, უარყოფილია ოჯახის წევრების ან მეგობრების მიერ, კომპიუტერთან არ ყოფნისას სიცარიელეს გრძნობს, დეპრესია, გაღიზიანებულობა, ტყუის ოჯახის წევრებთან და სამსახურში თავის საქმიანობაზე, აქვს პრობლემები სამსახურთან ან სწავლასთან დაკავშირებით.
ფიზიკური სიმპტომები:
კარპალური არხის სინდრომი, თვალების სიმშრალე, თავის ტკივილები, ტკივილები ზურგის არეში, არარეგულარული კვება, პირადი ჰიგიენის უარყოფა, ძილის დარღვევა, ძილის რეჯიმის შეცვლა.
მთლიანად კვლევის შედეგები და ფართო ინფორმაცია ინტერნეტ დამოკიდებულებაზე უახლოეს მომავალში განთავსდება იმავე ვებ გვერდზე www.gioo.com.ge
This post has been edited by Naomi on 27 May 2004, 12:32