ნაწვალევი მაგრამ დანაპირევი ლექსი უფოლოგისა და ასტრალიჩას ბრწყინვალე წარმოდგენისა და პომპეზური ფინალის შესახებ:
დაუდგათ ჯამბაზებს დიადი წამი,
მაყურებელსაც არ გააქვს ჩქამი,
სცენაზე გამოაქვთ ბელამის გვამი,
ლონგომ ჩამოჰკრა ჰარდ როკის დრამი.
შეხედეთ ძმებო ბელამის თვალებს,
მან ვერ გაუძლო ასტრალის ალებს,
ეგეთი ცეცხლი არა აქვთ ქალებს,
ვინ დაგიბრუნებთ ცხოვრების ვალებს?
ლულას აბამენ გაბერილ ბუშტებს,
პანტა ტკივილით მოკუმავს მუშტებს,
სახეებს ხედავთ თქვენ ძლიერ კუშტებს,
ვეღარ ვითმენთო ჩვენ ძველმან ჩუსტებს.
დვიჟოკს მიათრევს მონგოლფიერი,
საპონს ქონია წონა ძლიერი,
ბუშტში მხარე ჩანს იმქვეყნიერი,
დაივიწყეთო თქვენ ყოფიერი.
დვიჟოკი უკვე ისვრის ნაპერწკლებს,
ვინღა დაითვლის უქმად ნამღერ წლებს,
ვხედავთ სტეპებში სისხლზე ნაგეშ მგლებს,
ტორებით ბრდღვნიან სევდით ნადებ მტვერს.
პარტერს ედება ნაპერწკლის ალი,
ხალხი ღრიალებს: გაიხსნა ცანი!
პანტა ცახცახებს ვით მთვრალი პანი
და უფოლოგმაც დაკარგა ჯანი.
სისხლის მგელუკავ სუნთქვით გიცანი,
მოდი მაწოვე შენი ჯიქანი,
შენგან იშვება დღეს ამირანი,
სტეპებში ვირბენ ვით ჯეირანი.
ზლაზვნით მოიწევს წინ ველიკანი,
თითქოს გაცოცხლდა სფინქსის ვულკანი,
მგლის კბილებისგან ეხევა კანი,
დროა დავკეტოთ ჩვენი დუქანი.
თქვენ არ გინახავთ ეს იდილია,
ეჰ, სფინქსის სისხლი ისე ტკბილია,
მისი ბადაგი მგლისთვის ძილია,
კუდის ქიცინში კი მიილია.
ჩვენი მგელუკა მოელის მედლებს,
და კუდს ქიცინით გამოჰკრავს კედლებს,
ამაოდ აჭერს პანტიკო პედლებს,
ლონგო ღრიალით მოუხმო ვედებს.
ბუშტის ტკაცუნი ისმის ზალიდან,
რამპა დაიწვა საპნის ქაფიდან,
დვარნიაშკა ძაღლის ყლურწავს ბაკიდან,
ბენზინი უყვარს ბაგა ბაღიდან.
უქმად აგდია სფინქსის დვიჟოკი,
არ გამოვიდა ჩვენი პრიჟოკი,
მაგრამ არ გვინდა მჟავე სმეშოკი,
რა გიხარია, გხუთავს მეშოკი.