მუშათა კლასს გაქსუებული ბურჟუების როდის ეშინოდა? სადაა პლაკატი?
რაა ვიდუა ეს რა აგიტმასალას ავრცელებ?

ვიდუას ულვაშების ოსტორია:
იყო და არა იყო რა, იყო:
მხატვარი;
ფიურერი;
და გრუზჩიკი.
მხატვარს ქონდა ულვაშები. როცა ჩერჩეტ ლა ფამს დაინახავდა, ულვაშები ბრაზიანა წამოიწეოდნენ და ჩერჩეტობისა და ლაფისათვის გამვლელს გაამათრახებდნენ.
ფიურერს ულვაშად ქონდა სველი ბუჩქი. როცა ერის გადარჩენა გარდაუვალი ხდებოდა, ეს ულვეშები მთლა სველდებოდნენ და საკუთარი საცოდაობით იცრემლებოდნენ.
გრუზჩიკს კი ულვაშებად იღლიის თმები ქონდა. მას ანდალუსურ ძაღლებზე უყვარდა ჯირითი და ზოგჯერ პატარა გერმანულ ქალაქებს გადაუვლიდა ხოლმე ქარბუქად თავზე.
სამივე ქონდათ ულვაშები, მაგრამ არც ერთს არ ჰყავდათ შვილი. მარტოობამ სამივე გაამწარა, გაალოთა და სამიკიტნოში - "სამი ულვაშის სიზმარი" შეყარა.
მხატვარმა მოითხოვა წითელი ტუშის კათხა. მოუტანეს. ქაფს სული შეუბერა და გადაწმენდილ ზედაპირზე ტელევიზორის კნოპკა დაინახა. დააჭირა, და გაუშვა.
ფიურერმა ვირის ფსელი მოითხოვა. მოუტანეს. ამან სამი კოვზი შაქარი ჩააყარა და აშუშხუნებულ სასმისში შავი ნიღაბი დაინახა. ფსელი სახეზე შეისხა, თვალები ამოიწვა და ფერები აუთამაშდა.
გრუზჩიკმა ცარიელი ჭიქა მოითხოვა. მოუტანეს. ამან სიცარიელეს გახედა და გაიყინა.
სამივემ კი დაინახა:
ლომბარდიის დაბლობებზე გლეხები ულვაშებს თესავდნენ. და ულვაშებიდან ხალხი ამოდიოდა.
დილაუთენიამ სამივემ ლომბარდიისაკენ გასწია: მხატვარმა - ანტილოპა გნუს ტაქსი იქირავა. ფუირერმა - მატარებელი. გრუზჩიკს კიდე ანდალუსიური ძაღლი ყავდა და არაფერი ჭირდებოდა.
სამი საათი შემდეგ სამივე სამი გზით ლომბარდიის ორად-ორ გლეხს, ვიდუასა და რარიკოლას წამოდგა თავზე.
ვიდუამ სტუმრებს თავი დაუქნია, რარიკოლამ ჯიბიდან სამართებელი ამოაძრო და ორივემ მოპარსეს:
მხატვარს - მათრახები;
ფიურერს - ცრემლები;
გრუზჩიკს კი - იღლიები.
და ეს ყველაფერი დათესეს, ისე, როგორც ითესება პრასი.
თესლიდან ამოვიდა ნახევარი ადამიანი. ეს იყო ჩვენი ვიდუა რარიკოლა. ამის შემდეგ იგი ვირტუალურ სივრცეებში დაბორიალობს და მეორე ნახევარს ეძებს, და ამიტომ ზოგჯერ წამოიძახებს ხოლმე: "ჩერჩეტ ლა ფამ!"
* * *
rokapiშეშლილი იმპერატორისა და დავიწყებული ალქაჯის ამბავი.
იყო და არა იყო რა, იყო ერთი ბებერი იმპერატორი.
იყო და არა იყო რა, იყო ერთი მალემსრბოლელი.
იყო და არა იყო რა, იყო ერთი დღე, როდესაც მალემსრბოლელმა ბებერ იმპერატორს ჩინგიზ-ხანის შემოსევის ამბავი შეატყობინა.
- მე ვარ ბებერი. და უნდა მოვკვდე. რაში მენაღვლება ჩინგიზ ხანი მოვა თუ მიშა სააკაშვილი? არაფერი მენაღვლება, და იმპერატორმა ძილი გააგრძელა.
იყო და არა იყო რა, იყო ერთი დავიწყებული ალქაჯი.
იყო და არა იყო რა, იყო ერთი მალემსრბოლელი.
იყო და არა იყო რა, იყო ერთი დღე, როდესაც მალემსრბოლელმა დავიწყებულ ალქაჯს უნაღველო იმპერატორის ამბავი მოუტანა.
- ეხლა უკვე ხელოვნურ ნაღველებს ამზადებენ, წამოიძახა დავიწყებულმა ალქაჯმა და დახურული ქალაქისაკენ გაფრინდა.
იყო და არა იყო რა, იყო ერთი ბებერი იმპერატორი, იყო ერთი დავიწყებული ალქაჯი, იყო ერთი დახურული ქალაქი, და იყო ერთი დღე, როდესაც დავიწყებულმა ალქაჯმა სატახტო დარბაზის დასუფთავებით ადენილი მტვერისაგან ბებერი იმპერატორი ცემინებით გამოაღვიძა.
- დავიწყებული ალქაჯი ბებერ იმპერატორს ხელოვნურ ნაღველს ჩუქნის, წამორთქვა დავიწყებულმა ალქაჯმა და ჯიბიდან პლასტმასის მფეთქავი ორგანო გააძრო.
- რა? იკითხა იმპერატორმა, რომელსაც ცოტა ყურს აკლდა.
- ახალმა ნაღველმა უნდა მოინელოს ძველი. აი, ჩაკბიჩე და აღარასოდეს გექნება ნაღველი.
- რა? იკითხა იმპერატორმა, რომელსაც ცოტა ყურს აკლდა.
- ნებისმიერი "პრინციპების შემუშავებას" შეძლებ, გაუტია დავიწყებულმა ალქაჟმა.
- რა? ისევ იკითხა იმპერატორმა, რომელსაც ცოტა ყურს აკლდა.
- შენ შეძლებ იცხოვრო შენი ცნობიერებით და არა შენი სურვილებით, ამაყად თქვა დავიწყებულმა ალქაჯმა.
აქ, ნიტო ბებერმა იმპერატორმა გაიგო რაზე იყო საუბარი, ნიტო ვერ გაიგო და ისე, მაგრამ ფაქტია რომ იკითხა: რისთვის? (ან: და რო არ ვიცხოვრო ეგრე? მერე რა?).
ამის შემდეგ ბებერი ალქაჯი უწყვეტად საუბრობდა, მაგრამ ... მისი ხმა არავის ესმოდა. პირი მოძრაობს, ხმა неთу. შეილება იმიტომ, რომ ანტიკვარულ კომპიუტერს კოდეკის პლეიერი არ ეყენა, მაგრამ უფრო ალბათ იმიტომ, რომ ბოლო კითხვაზე დამუნჯდა.
იყო და არა იყო რა, იყო ერთი ჩინგიზ ხანი. ჩინგიზ ხანი იყო ბოროტი, მას
უნდოდა ბოროტება.
იყო და არა იყო რა, იყო ერთი დახურული სასახლე, სადაც მძინარე იმპერატორის წინ მივიწყებული ალქაჯი უხმად ღაღადებდა.
იყო და არა იყო რა, იყო ერთი დღე, როდესაც ჩინგიზ ხანმა ბოროტთა ჯარით დახურული ქალაქი დაიპყრო. სატახტო დარბაზში წლობით დაგუბებეულმა მტვერმა (რომელიც რატომღაც ჰაერში ტრიალებდა, არ ილექებოდა) ცემინება დააწყებინა.
- გაყარეთ ეს ძველმანები დროის მდინარეში, ერთი დაიღრიალა ბოროტების მსურველმა ჩინგიზ-ხანმა, და მტვრიანი სცენის - и след простыл.
იყო და არა იყო რა, იყო ერთი მდინარე...