როსტომ ჩხეიძე: აპოლოგია ლუარსაბ თათქარიძისა
ილია ჭავჭავაძე ოთხ სხვადასხვა ვარიანტს მაინც მოსინჯავს “კაცია–ადამიანის?!” წინასიტყვაობისათვის, მაგრამ საბოლოოდ ყველას უარყოფს და, ნაცვლად ზღაპრისებური დასაწყისისა, რეალისტურ შესავალს ამჯობინებს.
მეტ–ნაკლებად საინტერესოა მწერლის მიერვე გადახაზული ფრაზები თუ პასაჟები, მკვლევარმა შესაძლოა შავ ხელნაწერში ძალზე საგულისხმო დეტალსაც მიაგნოს, უარყოფილი ვარიანტი კიდეც გამოადგეს, მაგრამ “კაცია–ადამიანის?!” გადახაზულ წინასიტყვას რაც შეეხება, მისი დაკარგვა განსაკუთრებით ენანებათ და ნიშანდობლივია, რომ დამატებად დაურთავენ ხოლმე მოთხრობას. მსჯელობის დროსაც არაერთხელ დაუმოწმებიათ.
http://burusi.wordpress.com/2009/11/06/rostom-chkheidze/