დავიწყოთ იქედან რომ საკითხი არასწორად არის დასმული თავიდანვე... ჩემთვის გაუგებარია რას ნიშნავს ყველაზე მაგარი ფილმი. კინო ხომ ხელოვნებაა და არა სპორტი, რომ აქ გამარჯვებული იყოს, ამიტომაც გემოვნების ამბავი ამ საკითხში სუბიექტურია. არ შეიძლება გავზომოთ ფილმი რაღაც პარამეტრით, ეს ხომ ძეხვი არაა.
მეორე საკითხი: აქ თქვენ ძალიან დასცინით ჰოლივუდს და ამავდროულად თითქმის მთლიანად ჰოლივუდის ფილმებზე საუბრობთ და მათვე აქებთ(თუნდაც რომ ავიღოთ "მგლებთან მოცეკვავე", რომელიც ჰოლივუდირია და ოსკარიც კი აქვს მოგებული თუ არ ვცდები 1992ში. რაც შეეხება იმას რომ ჰოლივუდი ბანძია თავიდანვე ეს აზრი მცდარია, რადგანაც ცუდ ფილმს ყველგან აკეთებენ, ისევე როგორც აზიასა თუ ევროპაშიც ჰოლივუდშიც არსებობს ცუდი და კარგი ფილმები, მე შემიძლია ჩამოვთვალო რიგი ამერიკული შედევრებისა, რომლებსაც ძალიან ცოტა იტალიური თუ ფრანგული კინოს შედევრი შეედრება. სამწუხაროდ ამ თემაში მე ვიხილე ძალზედ ცოტა მართლაც კარგი ფილმი, თუ არ ჩავთვლით ანდერგრაუნდს, ჩუჩელას და ქაცის(და კიდევ რამდენიმეს), თუმცა მე სრულიად არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ Qatsi - ს მეორე და მესამე ნაწილი სრულიად არ ვარგა, გოდფრი რეჯიომ სამივე ფილმი შესანიშნავად გადაიღო, რასაც დაემატა ფილიპ გლასის არანაკლებ კარგი მუსიკა.
რაც შეეხება კინოს რომელიც ჩვეულებრივი კამერით არის გადაღებული ასეთებს მხოლოდ დანიაში არ იღებენ და ბევრი ასეთი ფილმი მოიპოვება იგივე აღმოსავლეთ ევროპაშიც, იგივე აზიაშიც და იგივე ამერიკაშიც. მოდით ნუ შევქმნით რაღაც იდეალებს. კინო იმისთვის არსებობს რომ ყურებისას ჩვენ შევიგრძნოთ მისგან მირებული სიამოვნება, ხოლო რაც შეეხება ეფექტებს... რატომაც არა თუ ეს ჰოლივუდს კარგად გამოსდის?

საერთოდ თუ გინდათ ნახოთ ნორმალური კინო მე პირადად იგივე ჰოლივუდიდან გირჩევთ შემდეგ რეჯისორების ნამუშევრებს:
Peter Wheir ( მკვდარი პოეტების საზოგადოება, ტრუმანის შოუ და ა.შ.)
Linklater (გათენებამდე; გამოღვიძება...)
Qentin Tarantino ( ეს ისედაც გასაგებია)
გუს ვან სანი (სპილო; აიდაჰო; იპოვო ფორესტერი ა.შ.)
Daren Aranofsky ( პი; ოცნების რექვიემი)
გადასარევია ვუდი ალენი, რადგანაც ყველა თავის ფილმში ის ნოლზე იყვანს და საშინელი სარკაზმით უყურებს ყველაფერ იმას რაც ამას იმსახურებს.
აბა რომელიმე ამ რეჯისორის ნამუშევარს დაადეთ ხელი და თქვით რომ ჰოლივუდი ცუდია.

უბრალოდ უნდა გამოირჩეს ცუდი კარგისგან და მეტი არაფერი.
რაც შეეხება ევროპას. აქ მიყვარს:
კუსტურიცა (განსაკუთრებით მისი ბოლო - ცხოვრება მართლაც მშვენიერია)
ლარს ვონ ტრიერი( ევროპა, დოგვილი, მოცეკვავე წყვდიადში და ა.შ)
გერმანელებიდან გამოვარჩევდი ბეკერის Goodbye Lenin -
ს და ტიკვერის "გაიქეცი ლოლას"
ნუ მომწონს კიდევ პაზოლინი(თუნდაც მათეს სახარების გამო სხვას რომ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, თუმცა არ მიყვარს საღორე), მომწონს ასევე ტრუფო.
ბევრია, ძაან ბევრი მაგრამ!.. მაგრამ!.. მაინც პირველი და უკანასკნელი არის მხატვარი და ღმერთი კინოში მისი აღმატებულება ანდრეი ტარკოვსკი!