მე ძალიანაც მინდა მოდერობა და რევერანსი უზურპატორთა ტახტის მეკუჭნავეს (

) ჩემი ბუმბერაზული პიროვნების დაოქმებისათვის, მაგრამ...
1. ამ განყოფილებას მოდერი ან ჭირდება ან არა. ანუ მე თუ მკითხავთ (რა თქმა უნდა მკითხავთ), არ ჭირდება;
2. რაც ჩემს ბუმბერაზულ პიროვნებას შეეხება, ვერანაირ კომპრომისზე ვერ წავალ(თ) უზურპატორულ ტახტთან. სანამ ცვლილებები იუზერთა თავისუფლებების შესახებ ტრიუმფით (ტრი-უმ-ფით!) არ იქნება მიღებულ გარდაუვალ მოვალეობად საკუთარი თავისა ვთვლი უზურპატორული რეჟიმის წინააღმედგ ძირგამომთხრელ მუშაობას, პამფლეტების გავრცელებას, დანამუსებას და საერთდ ყველაფერს, რაც ასე ეფინება ჩვენ იუზერულ გულს. მერე, აი კომუნიზმი რომ დადგება, მერე ცხადია გავშლი საკუთარ აპარატჩიკულ მუშაობას. მაგრამ ეგ ზამთარში. მანამდე კი, ვერ დავთმობ მხურვალე როლსა.
მოკლედ: ამ ეტაპზე ტარტალიას ბუმბერაზულ პიროვნებას ვუჭერ მხარს და მერე, კომუნიზმის ხანაში, ვიცი არ დამხარბდება და მეც მამოდერებს კვირაში ერთი დღე. ხათრისთვის.
ძირს უზურპატორული ადმინისტრაცია!
გაუმარჯოს იუზერთა უფლებებს!
PS: რაც შეეხება როკაპოვნას მოდერირებას, ეს წინადადება სრულიად არასერიუზულია. ბუმბერაზულობის ვერანაირ კრიტერიუმებს როკაპოვნა ვერ პასუხობს და რაზეა საერთოდ ბაასი. წმინდაო ვიქტორიას კიდე ნიჩავო, მაგრამ საიდუმლოებები აქვს მაგას და ცოტა ეს შეაფერხებს. რემეზე საერთოდ არაფერს ვამბობ, ნაწნავები მოიზარდოს ჯერ. GT ცხადია ბუმბერაზი მოდერი იქნებოდა და თუ ვინცობაა არჩეულ იყოს, მაშინ ჩემი ხმას ტარტალიასგან მაგას ჩაეთვალოს, ისევე როგორც ძმისგულ უფოს.
ასევე, ყველას მოვუწოდებ გამოვიყენოთ ეს საზოგადოებრივი აქტიურობა უზურპატორული ადმინისტრაციის კიდევ ერთხელ გასაკიცხად, დასაგმობად და აგრეთვე მისი ჯანსაღი კრიტიკისათვის.
Nobody will expel us from paradise which Cantor created for us.
მე და ჯასტიმ ერთად ყოფნა გადავწყვიტეთ.
http://www.artchive.com/graphics/prodigal_son.jpg
http://images.amazon.com/images/P/B00006L92F.01.LZZZZZZZ.jpg