#1034898 · 17 Feb 2005, 03:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბინდბუნდის მწუხრი, მწუხარების დღეები რუხი. ჩვენი სიცოცხლის სულ ბოლო წამი. ყოველ საღამოს კვლავ იწყება ჩამოვლის ჟამი, დაბნელებისას ჩამოდგება ძველი ფორანი კოფოზე თვითონ სიკვდილი უზის. ზედაც სიმღერას დაჰღიღინებს დიდის ნაღველით, თავისთან გვიხმობს ბედისწერის ჩუმი ძახილით, არავინ არის ქვეყნად მისი სახის მნახველი. ცხენების ნაცვლად შეუბია წყვდიადი ღამე ფიცრებზე უკვე დაყრილია მრავალი გვამი მაშ მოემზადეთ, კვლავ დაიწყო ჩამოვლი ჟამი.
ეს არის ჩემი წარმოდგენა სიკვდილზე, აუცილებლად ესე მოვკვდები, ეს ჩემი სიკვდილია, საკუთარი.
This post has been edited by karlsoni on 17 Feb 2005, 03:28
--------------------
ნადირობა ბინებზე კი არა, ჭვავის ყანაში მორბენალ ბალღებზე მიდის.
Et facta est lux!
無名天地之始, 有名萬物之母。
https://bilingua.ge/
|