JustAMinute აგზავნი?
* * *
ეტყობა, ვერ აგზავნის.

გამომგზავნელთაგანაც ზოგი არასერიოზულად მიუდგა საქმეს.

1. ერთი ადამიანი, დღეს რომ მოსკოვის ქუჩებში დაბორიალობდა, ზედ დილით ბერლინში ვაგონიდან ჩამოხტა და ახლა სხვა სამყაროში დაიწყო ბორიალი. შევეცადოთ ამ ადამიანის შთაბეჭდილებები აღვწეროთ – ისინი, რა თქმა უნდა, წუთიერია და სტატისტიკურ ციფრებამდე არ დაიყვანება, მაგრამ მაინც ძალიან მძაფრია.
2. დღე პირველი: სიმართლე გითხრათ სიზმრებს ძალიან იშვიათად ვხედავ, და საერთოდ ყურადღებას არც ვაქცევ,მაგრამ გუშინ რაც ვნახე ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.ჩემს ცხოვრებაში პირველად მომინდა მარად ძილი. თითქოს......................................
3. ამბობენ, ადამიანი რომ კვდება, სამყაროს იასამნისფერად ხედავსო. პირველად ამ ფერის ასტრალურობის შესახებ ერთი უბრალო მეთექე ცოლ-ქმრისაგან შევიტყვე.
4. უსასრულოა ეს სამყარო, უკიდეგანო...
5. კლოდ ტიუსსოს პარიზში, სენ-ფრანსუას ქუჩაზედ, ბრინჯაოს ქარხანა ჰქონდა. ხმა გავარდა თუ არა, რომ ამისი ქალი, ლამაზი სესილი, თხოვდება და აწოწვილს გუდარს ირთავსო, რომელსაც მეტს სახელს "ჯაგლაგს" ეძახდნენ, _ ყველას მთელს მარეს უბანში გაუკვირდა და გულიც აუმღვრია. არავის არა სჯეროდა, რომ ეს ხმა გამართლდება. მთელი ათი წელიწადი იყო, რაც ჰლაპარაკობდნენ რომ გიუსსოს ქარხანა გუდარის ფულით არსებობსო და გუდარი ფულს აძლევსო, იმიტომა რომ ტიუსსოს ცოლთან ძალიან დაახლოვებულიაო. ყველანი იმ აზრისა იყვნენ, რომ მარტო ქმარმა არ იცის თავის შესარცხვენი ამბავიო.