სამწუხაროდ ჯასტიკას ინტერნეტი გაფიცულა

.
აი ვარიანტები...
1 ვარიანტი
ყინულის ლოლუას მზის ძალა რომ დაადგა, ათასფერად აციაგდა და ნელ-ნელა დაიწყო წვეთა. ხატას სახურავი, უკვე ძალიან ძველი იყო და ალაგ-ალაგ ჩაჟონილმა წყალმა, იატაკზე წკაპაწკუპი ატეხა. ბებერი ძილში შეიშმუშნა და ზედ დაფარებული დაბამბული ქურთუკი შეისწორა, წყლის წვეთი ლოყაზე რომ დაეცა, სასრაფოდ წამოჯდა და კარებს ფეთიანივით შეხედა, ჯერ ისევ სიმშვიდე იყო…
2 ვარიანტი
1942 წლის 28 ოქტომბერი დრო 4:30
ქ. სტავროპოლი
უკვე ორი კვირაა რაც ბლოკადაში ვართ...
3 ვარიანტი
მოხუცის სანახავდ მისულმა ლასლომ შემოხეული პიჯაკიდან მწვანე ფერის წიგნაკი ამოიღო, გადაშალა და ჩუმად, თითქოს და საიდუმლოდ ჩასჩურჩულა ბაბუამის...
ნანახი და გაგონილი ამბები, პირველი და უკანასკნელი გმირების სევდა ... - ეს ამბავი მე ერთ საღამოს ვარშავის დანგრეულ თეატრში მოვისმინე. ნასვამი მსახიობები ერთმანეთს უსწრებდნენ და მთხრობელის როლს ძუნწად ეუფლებოდნენ...
4 ვარიანტი
საცეკვაო დარბაზიდან ხალხი ნელნელა გაიკრიფა. დამლაგებელმა კუთხეში მიგდებული პაპიროზის უკანასკნელი ნამწვი ურნაში ჩააგდო და ვლადს გახედა. ის კვლავ იჯდა გახევებული და შიგადაშიგ იპურჭყებოდა.
5 ვარიანტი
-კიდევ შეგხვდები!- დავემუქრე და ზურგით ტელეგრაფის ბოძს მივეყრდენი. მერე ჯიბეებში ხელები ჩავიყავი და გულგრილად დავუსტვინე.
-აქ არა ვარ?.. მოდი თუ ბიჭი ხარ!- უცებ გაცხარდა ვიტია.
-ეგრე არ არის- მითხრა დიმამ.
-რა არ არის ეგრე-ვკითხე.
-რა და, რასაც უსტვენ.
-ეგრეა- გავბრაზდი.
6. ვარიანტი
საავდროდ გამზადებული ღრუბლები ქარმა მირეკ-მორეკა და მხოლოდ მაშინ გამოჩნდა მცხუნვარე მზე. თვალისმომჭრელად აბრჭყვიალდა თოვლი სახლის სახურავებზე, ხოლო ფანჯრებს მუქი წითელი ფერი დაედო, გეგონებოდათ მთელ ქუჩას ცეცხლი მოედოო
7. ვარიანტი
პატარა, აგურით ნაშენი შენობა, რომელსაც ნათლად ემჩნეოდა წვიმის და ქარის ნაკვალევი, დროსგან გახუნებული ძველი სახურავი კი ოდნავ წინ გადახრილიყო, ეულად იდგა მწვანე მინდვრებს შორის ჩაკარგული. რელსები კი, რომლებიც ამ სახლის წინ გადიოდა, ჩამავალი მზის სინათლეზე პატარა მდინარეს გავდა, რომელიც ისარივით სწორ კალაპოტში მიედინებოდა. ეს სარკინიგზო ჯიხური დიდი ხანია აღარ ფუქნციონირებდა, მხოლოდ ღამის გასათევადღა თუ შეეკედლებოდა ვინმე, ან ავდარში მოყოლილი მგზავრი შეაფარებდა ხოლმე თავს.