ესეც ასე!!! ჰათ, ბურთი და მოედანი
1.მოხუცთა თავშესაფარში სარწეველა სავარძლების ახალი პარტია მოიტანეს. სატვირთო მანქანის ახალგაზრდა მძღოლი თან საბუთებში იხედებოდა და თან ორ დამხმარე მუშას, მითითებებს აძლევდა. თავშესაფრის უფროსი, იქვე გვერდზე დამდგერიყო და თითოეულ სავარძელს გულდასმით სინჯავდა, მოხუცები ფანჯრებს მიაწყდნენ და მათ ერთფეროვან ცხოვრებაში შემოჭრილ სიახლეს ინტერესით უმზერდნენ. მხოლოდ ერთი, უჟმური გამომეტყველების მოხუცი მიმჯდარიყო ბუხართან განცალკევებით და თვალები სივრცისათვის გაეშტერებინა.
2.სახლის შუაგულში შეჭრილი და ქუჩებისგან მოწყვეტილი ეზო, - სხვა ეზოებისგან განსხვავებით, - მესამე სართულზე იყო მოქცეული და დედამიწიდან ამოვარდნილი სიბრტყესავით თითქოს ჰაერში ეკიდა. სამივე მხრიდან ეზოს კიდევ ზედა სამი სართულის მძიმე კედლები ზღუდავდა და იქიდან მხოლოდ მდინარისკენ იშლებოდა ხედი.
3.ზოგ სიგელში დელ კენტენებად იწოდებოდნენ,ზოგში - ფონ კენტენებად. ჩრდილოეთიდან წამოსულნი ზედსამხრეთის ზღურბლთან შეჩერდნენ, ხან გერმანელებად ასარებდნენ თავიანთ თავს, ხან იტალიელებად, იმისდა მიხედვით როდის რა სჭირდებოდათ
4.ამბობენ ადამიანები მაიმუნებისგან მოვდივართო. თუ მართლა ასეა, მაშინ ქალი და მამაკაცი სხვადასხვა ჯიშს მიეკუთვნებიან. უწირს კაც ქალის გაგება და ეს მარად ასე იქნება. რთულია გაუგო ქალს....
5. ყოველი ჩვენთაგანის ცხოვრებაში დგება მომენტი , როდესაც დრო თითქოს ჩერდება და ვერ გაუგია წინ უნდა წავიდეს თუ მიმართულება შეიცვალოს. სწორედ ამ დროს ყველაზე ახლოს ვართ უბედურებასთან
6.ფანჯარაში გადაყუდებულმა დედინაცვალმა მეტი რომ ვერაფერი მოახერხა, ფარატინა ქაღალდს ხელი პირდაპირ გაუშვა და საკეტით ხომ ჩაკეტა - სქელი ფარდებიც ჩამოუშვა და მოტრიალდა. მოტრიალდა და რა თქმა უნდა ნოზელას დაჭყეტილ თვალებს შეეფეთა. საათმაც კი შეწყვიტა წიკწიკი, და მხოლოდ ნოზელას ხვნეშაღა ისმოდა.