1.
იცით რა გემო აქვს შურისძიებას? დიდხანს შენახულ და ნალოლიავებ განცდას აუტანელი ტკივილისა, რომელიც ნელნელა ქრება, მაგრამ არ აცლი გაქრობას, აღვივებ ცეცხლს, აღიზიანებ ჭრილობას, რომ ისევ გტკიოდეს. გტკიოდეს, რომ იძიო შური, რადგან ამას ოდესღაც შენს თავს შეჰპირდი. აკვიატებული ფიქრია, რომელიც მუდამ თან გდევს და მოთმინებას გასწავლის. მოთმინებას, რადგან შურისძიება ისეთი კერძია, რომელსაც ცივად მიართმევენ ხოლმე...
2.
- აბა, გელა, რა მოგვიტანე. კარგა ხანია, შენი არაფერი წაგვიკითხავს - მისთვის ჩვეული ღიმილით მხვდება ფაცია მასწავლებელი, მკოცნის და ხელს მიწვდის. იცის, ხელცარიელი არ მოვიდოდი.
3.
პირველად მის შესახებ რომ გავიგე, ამ ამბისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. ათას რაღაცას ამბობს ხალხი და მწერალმა გუმანით უნდა გამოიცნოს მათი მონაყოლიდან ნაღდი და ღირებული, ამიტომ მათი მონაყოლი არაფრად ჩავაგდე, სანამ ჩემი ბიძაშვილი გიორგი არ მეწვია...
4.
არავის გაუფრთხილებია ეს ხალხი, არავის მიუცია რჩევა-დარიგება, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო. მთელი გზის განმავლობაში არც ექიმი შეგვხვედრია სადმე, არც მაშველი, არც პური დაურიგებია ვინმეს. განგებამ სიკვდილ-სიცოცხლის საშინელი მარათონის მონაწილე გამხადა - გაუძლებ ბედისწერის გამოცდას? - იცოცხლებ! არადა...
5.
ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ხათუნა მიმატოვებდა. ახლაც მგონია, რომ ვერც ის წარმოიდგენდა ამას. გუშინ, როცა ყურში მისი სიტყვები მიწიოდა: – უნდა დავშორდეთ ერთმანეთს, გიორგი, ასე უკეთესი იქნება ორივესთვის " – გუშინაც კი არ მჯეროდა ხათუნას წასვლა.
6.
აღმოსავლეთი წითლად შეიღება. თანდათან გათეთრდა ცა, სინათლე მოეფინა ქვეყანას. გამოიღვიძა დაძინებულმა ქალაქმა. ქუჩებში პირველი გამვლელები გამოჩნდნენ. ყველამ თავისებურად გაატარა ღამე. თავისებურად ხვდებოდა ყველა ახალ დღეს. ზოგს ჯერ კიდევ ეძინა. ზოგმა ჯერ კიდევ არ იცოდა,
რას მოუტანდა ეს დილა, რა ცვლილებას წინა დღესთან შედარებით.
7.
გვიან ღამით დამირეკეს და მაცნობეს რა შეემთხვა ირაკლი სილაგაძეს. გასაკვირი, მით უფრო დაუჯერებელი რა იყო, მაგრამ მახსოვს დაჯერება გამიჭირდა. ადრე, რომელიღაცა წლის რომელიღაც თვეში ერთ-ერთ საგზაო დეპარტამენტში შემოწმებაზე მისულმა რევიზიამ იმოდენა დარღვევები აღმოაჩინა, რომ მთელი სამსახური, თავის მოლარე-ბუღალტრიანად სამსახურიდან გაუშვეს. ამ გათავისუფლებული ბუღალტრის მაგივრად ირაკლი სილაგაძე დანიშნეს, გათავისუფლებული მოლარის მაგივრად - მე. რამდენიმე თვეში ხელახლა მოვიდა რევიზია. მაშინ ჩემს კაბინეტში ვიჯექი და უკვე მერამდენედ ვამოწმებდი მონაცემებს. უცბად ირაკლი სილაგაძე შემოვარდა, დიდი ჩანთა ეჭირა ხელში, იატაკზე დამიგდო და მითხრა-აჰა, გქონდეს, რა იცი რაში დაგჭირდებაო. აზრადაც არ მომსვლია ჩანთაში ჩახედვა. მხოლოდ მას შემდეგ გავიგე რა იყო მასში, რევიზიამ ყველაფერი რომ შეამოწმა და მშვიდობიანად წავიდა.
8.
რა უბედურებაა ეს სიცარიელე, ყველგანაა და მაინც ვერაფრით დაიჭერ, მოგელანდება და ხელს ვერ წაატან. ვერ ეგუებიან, მაშინვე რაღაცით ავსებენ. ყველგან ცდილობს შეძრომას, აგდებენ.... მაინც ახერხებს ერთი წამით ყველას შეშინებას. სიკვდილივითაა. უარესიცაა, უფრო საშიშია... სიკვდილი რაღაც არის, ის კიდე - არაფერი. წარმოგიდგენია - არაფერი... რომ მოინდომო, არაფერი ვერ გახდები. უხ, შენი... რა დავლიე ამნაირი!" - ფიქრში წასულმა გუგამ ნიკაპი კინაღამ გაიჭრა და შეიგინა.
პასუხები PM-ში
* * *
აუ რას ფიქრობს ხალხი

.
საღოლ რა მაგრები ხართ ძალიან

. კაი ვარიანტებია

.