ikebana
ჩქარაჩქარა დაწერე ვარიანტი, გენაცვალე

და გამოუშვი. ფაქტიურად გამზადებული მაქვს უჟჟე. 6 ვარიანტია ჯერჯერობით ორიგინალიანად.
* * *
ვარიანტი 1ბებიაჩემი მარიამ ნუმანიში ლაზი აზნაური იყო, ცნობილი მომღერლების და მგალობლების ოჯახიდან. მას შემდეგ რაც ქმარი პირველ მსოფლიო ომში დაეღუპა, ბებიას ხელში საკრავი აღარ აუღია და არ წაუღიღინია. სანამ ათი წლის ბავშვი; სარდაფში საგულდაგულოდ გადანახულ, ერთ სოფლად შეფასებულ გიტარას არ გადავაწყდი და სულ ნაწილ-ნაწილ არ დავშალე. არც მაშინ გაბრაზებულა აზნაურის ამაყი ქალი. მეზობელი სოფლიდან ახალი გიტარა ჩამოატანინა; საღამოთი ლოგინში თბილად ჩაწოლილს, ყურზე ბალიში დამაფარა, ზემოდან გიტარა დაადო და აი ეს სიმღერა დაუკრა.
ვარიანტი 2ევა სულ რაღაც თექვსმეტისა იყო, ჩვენთან რომ მოვიდა. სქელი, ქერა თმა და მტკნარი ზღვისფერი თვალები ჰქონდა. ანდრეევნამ ეგრევე სტკიცა - გაიხადეო! აქ შეუმოწმებლად არავის ვიღებო და გახდაში თვითონაც მიეხმარა.
ეს ყველაფერი კლიენთა მისაღებ ოთახში ხდებოდა. კარგად მახსოვს, გარეთ ხუთშაბათის უჟმური დილა იდგა და კლიენტურაც არ ჩანდა...
ვარიანტი 3აჭარის მთებია ჩემი აკვანი და ჩემი გამზრდელი. დედის ხსენივით ტკბილად შემერგო იქაური წყაროს წყალი, იქაური ჰაერი. ამ მთებმა მომცა ყველა ფერი, რომელიც აქამდე ვიცი. ყველა ფერი, ყველაფერი – ნახეთ, რა მადლიანია ქართული ენა – ერთ სიტყვაში ჩაატია სამყაროს უსასრულო ფერადოვნება...
ვარიანტი 4სტუმრები შევიდნენ ხალხით გამოჭედილ სახლში,სადაც უფროსი კაცები მოეგებნენ, დაულოცეს სასიძოს გზა, შემოატარეს კერა და ხელისმომკიდესთან და სახლის უფროსთან ერთად კერის პირას თავში დასხეს.
ვარიანტი 5ხალხი შეკრთა და ერთ ადგილას გაშეშდა , მათ თვალებში შიში და გაურკვევლობა იკითხებოდა... შიში მომავლისა , ვერ მიმხვდარიყვნენ რა ხდებოდა , როგორ შეცვლიდა ეს ყველაფერი მათ ცხოვრებას.
ვარიანტი 6-ჩემს დას დაეხსენი, თორემ, ზეცის მადლმა, ისეთ საქმეს წაგკიდებ, სოფელში აღარ გაგევლებოდეს! დაეხსენი-მეთქი, გონჯობა თუ არ გინდა.
ჩემს ვარიანტს არ ვაქვეყნებ.