ახლა კი რეკლამა შოუში, ანუ აი თქვენ აქ ცდილობთ ერთმანეთი შეცდომაში შეიყვანოთ, და მიამსგავსოთ თავისი სტილი სხვა მწერლებს.
მაგრამ წარმოიდგინეთ რა სტილში მოყვებოდა რამდენიმე ცნობილი მწერალი ”წითელქუდას”:
ედგარ პოშავი ღრუბლებით გადაფარებული, ბებერი ტყის პირას, რომელიც დაძაბული იდუმალებით იყო მოცული და საიდანაც ფატალური ხმები გაისმოდა, მისტიკური საშინელებით მოცული ცხოვრობდა წითელქუდა...
ერნესტ ჰემინგუეიდედა ოთახში შემოვიდა, მაგიდაზე კალათა დადო. კალათაში იყო რძე, თეთრი პური და მოხარშული კვერცხები.
– ¬¬აგერ, – სთქვა დედამ.
– რა? – იკითხა წითელქუდამ.
– აი ეს, – უპასუხა დედამ, – უნდა წაუღო ბებიას.
– კარგი – სთქვა წითელქუდამ.
– ფრთხილად იყავი, – სთქვა დედამ, – ტყეში მგელია.
– კი.
დედა უცქეროდა შვილს, რომელსაც წითელქუდას ეძახდნენ რადგან მუდმივად წითელ ქუდს ატარებდა. იგი ფიქრობა თუ რაოდენ სახიფათო იყო წითელქუდას მარტო გაშვება ტყეში, ამასთან ერთად იგი იმაზეც ფიქრობდა, რომ ტყეში მგელმა დაიწყო თარეში და ეს ფიქრები სულ უფრო და უფრო ტანჯავდა და ანერვიულებდა მას.
გი დე მოპასანიტყეში მგელი შეხვდა. მან შეხედა წითელქუდას იმ განსაკუთრებული გამოხედვით, რომლითაც გამოცდილი პარიზელი კაზანოვები უცქერიან და აფასებენ პროვინციელ ლამაზმანს. ლამაზმანს, რომელიც ჯერ კიდევ ცდილობს საუთარი თავი სპეტაკად გაასაღოს. მცოდნე მგელს არ სჯეროდა ამ ქალის უმანკოება, ისევე როგორც თვით დიაცს არ სჯეროდა ამის. იგი თითქოს ხედავდა როგორ იხდის მის წინ მდგომი ქალი, როგორ ეცემა მისი ქვედაკაბები ერთი მეორეს მოყოლებით და მკერდს, თეძოებს, ტანს მხოლოდ პერანგი ღა ფარავს, თხელი ნაჭერი, რომლის ქვეშ იმალება მიმზიდველი და ვნებიანი სხეული.
ვიქტორ გიუგოწითელქუდა სიცივისგან კანკალებდა. იგი სულ მარტო იყო. ეული ვითარცა ნემსი უდაბნოში, ვითარცა ქვიშის ნამცეცი ვარსკვლავთა შორის, ვითარცა სომნამბულა ღუმელში...
ჯეკ ლონდონიიგი ღირსეული შვილი იყო თავისი რასის; მასში ჩრდილოეთის თეთრკანიან დამპყრობელთა ძლიერი სისხლი ჩქეფდა. თვალიც არ დაუმახმხამებია, ისე ეცა წითელქუდა მგელს და დანა ზუსტად გულში ატაკა. მგელმა მხოლოდ ხახას გაღება მოასწრო, საზარელი ეშვები გამოაჩინა და დაეცა. მის გარშემო თოვლი წითლად შეიღება.
ონორე დე ბალზაკიმგელმა ადვილად მიაგნო ბებიას სახლს და კარებზე დააკაკუნა. ეს კარი XVII საუკუნის პირველ ნახევარში იყო დამზადებული უცნობი დიდოსტატის მიერ. მან ის იმ დროს მოდური მუხისგან გამოჭრა და კლასიკური ფორმა მისცა. კარზე არანაირი ორნამენტი არ იყო, თუმცა მარჯვენა ქვედა კუთხეში შეიმჩნეოდა ნაკაწრი. ამბობდნენ თვით სელესტენ დე შევალიერმა – მარია ანტუანეტას ფავორიტმა და წითელქუდას ბებიის ბაბუის ბიძაშვილმა დედის მხრიდან გაკაწრა ეს კარი თავისი დეზით. მეტი არაფრით იყო ეს კარი ღირსშესანიშნავი, და ამგვარად მასზე უფრო დაწვრილებით შეჩერება არაა საჭირო.
ერიხ-მარია რემარკიმოდი ჩემთან, – სთქვა მგელმა. წითელქუდამ შეავსო კონიაკით ორი პატარა ჭიქა და მგელს გვერდით მიუჯდა საწოლზე. ისინი შეისუნთქავდნენ ამ სასმელის ნაცნობ არომატს. კონიაკში დაღლილობა და სევდა იყო – ჩამქრალი და უფერული საღამოს სევდა და დაღლილობა. ეს კონიაკი თვით სიცოცხლე იყო მათთვის.
– რასაკვირველია, – სთქვა წითელქუდამ, – აღარაფრის იმედი მაქვს. მე მომავალი არ გამაჩნია. მგელი სდუმდა. ის ეთანხმებოდა ამ სუსტ და უსუსურ არსებას...
პაოლო კოელიომე მინდა მოგიყვეთ სიმბოლიზმით განმსჭვალული და ღრმადფილოსოფიური პრიტჩა, რომლის ძირითადი აზრი დაფარული იქნება თქვენთვის სანამ საკუთარ თავში არ ჩაიხედებით და არ შეიგნებთ, რომ სწორედ თქვენ ხართ წითელქუდა ხოლო სამყარო თქვენს გარშემო არს მგელი.
ვაჟა-ფშაველა– შენ ჩვენი ადათ-წესები დაარღვიე, ჩვენი ტყის სტუმარი შესანსლე, და ვერ გაპატიებთ, – უთხრა ხის მჭრელთა უხუცესმა მგელს, და თავი მოაჭრა.
შოთა (გვარს არ დავასახელებ)ცხოვრობდა ერთი დიაცი, წითელ ქუდით დადიოდა,
მოყმეს უყვარდა ის გოგო, იჯდა წყლის პირას, კიოდა.
მგელ იყო მისი სახელი, ხშირად ღმუოდა, სციოდა,
შეჭმა უნდოდა დიაცის, მას ხომ ძალიან შიოდა.
მორჩა რეკლამა
This posting is provided "AS IS" with no warranties, and confers no rights.
You assume all risk for your use.
© HUB. All rights reserved.