1 ვარიანტი
მე და ჰიროიუკი მაშინ არაფერს ვაკეთებდით. ვისხედით ხოლმე იქ, სადაც მზე ადგებოდა და ერთმანეთს მიწის პატარა ბელტებს ვესროდით. მზე კი იმ დროს პირსაც იბანდა ხოლმე მაგრამ დედაჩემს მაშინ ჩემი გაციების ეშინოდა. ჰიროიუკი კი იდგა ხოლმე ფანჯარასთან და მიწის პატარ-პატარა ბელტებს მესროდა. დიახ, იმ დროს ჯერ სწორი ორიენტაცია მქონდა.
2 ვარიანტი
- ყოველდღე იგვიანებ. და სულ ტყუილა მიყურებ ალმაცერად! - მითხრა მასწავლებელმა. - ამ ცოტა ხნის წინათ ჩვენი სკოლის ყველა მეექვსეკლასელს სჯობდი, ნამდვილი პატარა მოქალაქე იყავი.
3 ვარიანტი
ჩიუ ხანისთვის "კანდა მაცურის" დღესასწაული უმნიშვნელოვანესი იყო მის ცხოვრებაში. იგი ამ დღისთვის ერთი თვით ადრე იწყებდა მომზადებას. უკვე ხანში შესულ ჩიუს 20-მდე რვეული ჰქონდა გავსებული სხვადასხვა ჩანაწერებით ამ დღის შესახებ. იგი ყველა დეტალში აღწერდა დღესასწაულის ყოველ ნაწილს. მაგრამ ჩიუმ იცოდა, რომ წლევანდელი "კანდა მაცური" დანარჩენებისაგან განსხვავებული იქნებოდა. ის არა მარტო უმნიშვნელოვანეს ადგილს დაიკავებდა მის რვეულში, არამედ სამუდამოდ დარჩებოდა გულში...
4 ვარიანტი
ოქროსფერი მზე დაადგა კიოტოს ქუჩებს და პირველად იასუ-სანის ფანჯარასთან შეჩერდა... თავი ასწია ოსტატმა საწოლიდან. ნელა ადგა, კიმონო მოიხურა და წინა ოთახში გავიდა. ხელები გადაიბანა ცივი წყლით და სამლოცველო ოთახში შევიდა... ასე ათიოდე წუთი დაჰყო აქ და მხურვალედ ევედრებოდა ბუდას იმ გოგონას გადარჩენას. შემდეგ გამოვიდა გარეთ, ყვავილებს დაუსხა წყალი... ცნობილი კაცი იყო იასუ-სანი კიოტოში, არც ისე ხნიერი იყო, მაგრამ ყველა დიდ პატივს სცემდა ისტორიის მასწავლებელს... ფიქრმა წაიღო ოსტატი, კვლავ იმ გოგონას აცრემლებული თვალები ედგა წინ... "ნეტა გადარჩეს" - გაიფიქრა მან, ყველაფერი კი წინა საღამოს დაიწყო...
5 ვარიანტი
მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესს განუწყვეტლად მივყავართ გამოუსწორებელ კატაკლიზმებამდე. მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ჩვენ ამას შევამჩნევთ მხოლოდ მაშინ როდესაც მივალთ კაცობრიობის გიგანტურ სასაფლაოზე.
6 ვარიანტი
ჩვეულებისამებრ, ყოველწლიურად მეათე თვეს მოსავალს რომ აიღებდნენ, მთავარ საოლქო ქალაქ ინს მდიდარი ვაჭრის, ცინის საქონლით დასაპალნებული ცხენთა ქარავანი მიადგებოდა. აქ ცინი შეისვენებდა, ცხენებს და ჩალავარდებს შეცვლიდა და ......
7 ვარიანტი
გაშლილი მაგიდა. საკე. ჭურჭელი ხუთი ადამიანისთვის. ხუთი სკამი. ამ ყველაფრის ირგვლივ კი ზის ხუთი ადამიანი.
8 ვარიანტი
ლუნას ველოდებოდი ოძის ქუჩის კუთხეში. ჩემს წინ ანთებული სიგარეტი ეგდო, რომელსაც თვალი ვერ მოვწყვიტე და ვერც ფეხსაცმლის ჭვინტი მივაწვდინე. იქვე იყო თვითნაკეთი ნივთების მაღაზია ქაღალდის ფარდებით. ხანძარზე დავიწყე ფიქრი ყოველგვარი ლოგიკის გარეშე. სიგარეტს თვალი მაშინ მოვწყვიტე როდესაც ლუნას დაბალქუსლიანმა ფეხსაცმელმა გადაუარა და ალბათ, ჩააქრო. მისი მოსვლის შემდეგ სიგარეტისთვის შეხედვა არც კი გამხსენებია.
ახლა უნდა გამოიცნოთ რომელია ორიგინალი და მომწეროთ PM-ში.
* * *
მოკლედ ისე გავერთე ამ ტექსტების კითხვით, რომ...
ამიტომაც დამაგვიანდა.
ძალიან მაგრები ხართ ხალხო

.
რამდენი ტალანტი იკარგება... გულწრფელად ვამბობ

.
This post has been edited by Int3lig3nt on 5 Oct 2005, 23:49