: )))))))))))))))))))))))))
ათასი (ან ათასერთი

) მადლობა diogene-ს ამ თამაშისთვის : ))))))))
ვარიანტი 1:
საბრალოა ადამიანი გაზეთებით დაბნელებულ ოთახში მარტოდ-მარტო სიკვდილზე რომ ფიქრობს. მიტოვებულ კედლებზე დამჭკნარი ასოების თარეშში ერთი უბრალო მოთამაშე რომ ხდება... ზუსტად არც კი მახსოვს სად და როდის შევხვდი მას პირველად.
ვარიანტი 2:
ქალაქში ახლა ცოტას თუ ახსოვს, როდის და რა ვითარებაში შეერქვა ჟოაკინს ეს უცნაური ზედმეტსახელი - პრიმიტივო. ამბავი კი ამ ათი წლის წინ მოხდა, ჟოაკინის დაქორწინებამდე ორი კვირით ადრე, როცა ის მამიდის ნაჩუქარი ფულით ვენეციაში გაემგზავრა და თან უახლოესი მეგობრებიც წაიყოლა. პირველსავე დღეს გონდოლებით გასეირნება მოიდომეს ბიჭებმა და შეუთანხმდნენ კიდეც ფასზე ნავის პატრონს. მაგრამ ბოლო წუთს ჟოაკინი ჩაერია საქმეში და რომელიღაც სხვა ნავს დაადო ხელი, უფრო ლამაზიაო, ფოტოებზე უკეთ გამოჩნდებაო. ბიჭებსაც ბევრი აღარ უფიქრიათ, სასწრაფოდ ჩასხდნენ იმ მატრაბაზულად მორთულ-მოკაზმულ გონდოლაში. მაშინ იყო, იმ პირველი ნავის პატრონი რომ გადმოდგა ნაპირიდან და ლამის მთელი ვენეციის გასაგონად შესძახა:
ვარიანტი 3:
ესმერალდამ ჩაი გადაყლურწა თუ არა გვერდით თვალებგარინდულ, მზეს მიფიცხებულ, სკამზე დაყურსულ კატას მიეალერსა და ჩქარი ნაბიჯებით კიბეებზე დაეშვა. როდრიგესის ნაჩუქარ საათზე დაიხედა, რომელიც 9-ის 15 წუთს აჩვენებდა, ჯერ დრო საკმაოდ ჰქონდა, ამიტომ სალონამდე, რომელიც ქალაქის ცენტრში იყო, გზა გაიგრძელა და სკვერში შეაბიჯა. იანვრის მცხუნვარე მზე ათბობდა სკვერში ნაადრევად გამოსულ მოხუცებს, რომლებიც უკვე ჭადრაკს თამაშობდნენ...
ვარიანტი 4:
პრიმიტივო აღფრთოვანებული ათვალიერებდა ცხვრების მსუქან ზურგებს.
"ასეთი ცხვარი რომ მომცა და ცოტა ბლომად! რა კარგები არიან! აი, ამას, ამას კი აუცილებლად ვიყიდი!"-გადაწყვიტა ბოლოს.
ვარიანტი 5:
- ალო
- ...
- ალო
- ...
- ალო!
- მეზიზღები
- მე ...
- ტუ-ტუ-ტუ
ვარიანტი 6:
ხერალდინო იჯდა და როგორც ყოველთვის გეოგრაფიის მასწავლებელს მიშტერებოდა. განსაკუთრებით უყვარდა ის დღე, როდესაც გეოგრაფიის გაკვეთილი ჰქონდა, საგანი, მასწავლებელი და წიგნებიც. ამტკიცებდა გეოგრაფიის წიგნს განსაკუთრებით სასიამოვნო ქაღალდის სუნი აქვსო. მამა რომ თევზაობდა, ამას ქვიშაში ჯოხით ხატვა უყვარდა, თავისი პატარა ქალაქის კონტურები გამოჰყავდა. მერე ტალღა მოვიდოდა, წაშლიდა და წაიღებდა ხერალდინოს პრიმიტიულ რუკასაც და ქალაქსაც.
ვარიანტი 7:
გუშინ დედა გარდაიცვალა. შეიძლება გუშინწინაც. მხოლოდ დღეს დამირეკეს და მითხრეს. თანაც დაამატეს: ხვალ უნდა დავასაფლავოთო. დედა საავადმყოფოში იწვა და ადმინისტრაციამ ასე გადაწყვიტა. რას ვიზამ, შუადღის ავტობუსით წავალ და მივუსწრებ. სახლში დაბრუნებასაც მოვასწრებ ალბათ. კი, საღამოს დავბრუნდები. თუმცა, სამსახურში ორი დღით ავიღე შვებულება. მეორე დღეს დავისვენებ, გადავიღალე ბოლო ხანებში, თან აქეთ-იქით მგზავრობაც მომქანცველია. უფროსმა უარი ვერ მითხრა - რას იზამდა, საპატიო მიზეზი მქონდა. თანაგრძნობაც კი გამომიცხადა. თუმცა, ალბათ ვალდებული იყო, ასე მოქცეულიყო. დედაა მაინც, უბრალო ვინმე ხომ არა... ნუთუ დედა მართლაც მოკვდა? ხვალ, დასაფლავების შემდეგ უფრო ნათელი და ცხადი გახდება ყველაფერი, ოფიციალურად დადასტურდება და გაფორმდება.