mze
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 419
წევრი No.: 5118
რეგისტრ.: 12-May 04
|
#1158524 · 22 Mar 2005, 18:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პორტრეტი:
უცნაური და დაბნეული, ცოტათი გიჯი და ცოტა ლოთი. . . მაღალი ახოვანი, ამაყი და ოდნევ ჩაფიქრებული, ჩვეულებისამებრ ნასვამი მიაბიჟებდა რუსთაველზე, ყველა იცნობდა და მოწიწებით უთბობდნენ გაზას. . . გამომცემლობაში პატივით მიიღეს, იცოდნენ პოეტს აუცილებლად ექნებოდა ახალი ლექსი ანდა სულაც ექსპრონტად შექმნიდა. . .ხალიასიანი და სევდიანი თან ყოველთვის დაატარებდა უბის წიგნაკს, უფრო სწორედ კი სუფთა ფურცელს სადაც გამუდმებით რაღაცას წერდა, ინიშნავდა, მერე კი საგულდაგულოდ დაკეცილ ქაღალდს გულის ჟიბეში ინახავდა. მისი სამყოფელი ქაოსის, სრულყოფილებისა და რაღაც უცნაური ტკივილი გალაქტიკაა. . . სიყვარული კი გენიოსისთვის მთელი სამყაროა, ან ვინ იცის იქნებ სამყაროზე მეტიც. იცოდა, რომ აღიარეს ქართული პოეზიის მეფედ, “ მე მეფე ვარ და პოეტი, და სიმღერით კვდები.” თავი მიაჩნდა ბარათაშვილის და აკაკის, ილიას და ვაჯას შთამომავლად. . თავად არსდროს აფიქსირებდა საკუთარ სახელს " შოთა, ილია, აკაკი ვაჯა და . . . “ღიად დაჩენილი სტროფში თავისთავად ჩაიწრა მისი სახელი. თითქმის ექსპრონტად შეიქმნა ლექსების უმრავლესობა, და მაინც, მიუხედევად ყველაფრისა ვინ იყო პოეტის მუზა. . . იქნებ დედა, იქნებ რიონო, ან ვინ იცის იქნებ სატრფო. . . მერი შერვაშიძე საფრანგეთში მცხოვრები დიდ გვაროვანი, " შორიდან იგი გაგიჯებით უყვარდა ერთ ახალგაზრდა ვაჯს, მაგრამ მერი ვერ გრძნობდა ამ სიყვარულს ან გრძნობდა ძალიან ცუდად, ეჭვიანობდა იმიტომ, რომ ამ ეჭვის გამფანტავი რავინ ჰყავდა" წერდა მასზე ჩვენი Dდღევანდელი გმირი. დედა, ჭყვიში, ადიდებული როინის დუდუნი, რომელიც მის ოდასთან ძალიან ახლოს ჩამოდიოდა ბავშვობის დროინდელი ნათელი მოგონება. და კიდევ იავნადა დედა რომ ჩონგურზე უმღეროდა. . . "შემოდგომის ბნელი წყვდიადი ღამეა. მე ვდგევარ აივანზე, ღამე მართლაც ბნელია, როგორც ბედისწერა. . . მოუნათლავი კუპრივით შავი ღამე". . . " მე და ღამე", " მთაწმინდის მთვარე" . . . კამათობდა ტიტესთან, საუბრობდა გოგლსთან საიდუმლოს კი მხლოდ ღამეს ეჩურჩულებოდა, ალბათ იცოდა, რომ არასდროს უღალატებდა. 16 წლის პოეტის პირველი ლექსი "ღრუბელი” დაიბეჭა ქუთაისში 1908 წელს, ჯურნალ "ახალ კვალში". . . იმ დღეს რედაქტორმა ვლადიმერ დარჩიაშვილა თანამშრომლებთან შემეგი სიტყვებით წარუდგინა ახალბდა პოეტი: " იცნობდეთ ეს არის საქართველოს ამომავალი მთათობი.". . 17 წლის ბიჭუნა ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში სადაც გამოსცა ხელნსწერი ჯურნალი"შუქი". 1914 წელს კი გამოვიდა მისი ლექსების პირველი კრებული. . . .ერთბაშად მოიპოვა დიდი პოპულარობა, დაიმსახურა საზოგადოების სიყვარული. იყო ჯურნალ "მნათობის" ერთ -- ერთი დამაარსებელი. არ უყვარდა ფული, ამიტომაც არც არასდროს იტაცენდა მაღალი ჩინი. ზოგი ლოთობას აბრალებს, ზოგი სიგიჯეს, ზოგიც მეფედ აღიარებს. მსოფლიო კრიტიკა კი გენიოსად მიიჩნევს. . . . ტკიოდა სული, და ღვინოში ეძებდა შვებას, " ორიოდე ყანწის შემდეგ ღვინო აბითურებს გულის ჯანგს, დალევს კაცი ღვინოს და გადმოიღვრება ჯანგი, გადმოიღვრება ყველა სიდულმო, დალევ ღვინოს და დატრიალდებიან მთები, აირევიან ღრუბლები”. . . ღვინის ეტანებოდა, მაგრამ მაინც იდუმალებით არის მოცული მხატვარი პოეტის სიკვდილის მიზეზი. 1959 წლის 17 მარტს, ვაკეში სამთავრობო საავადმყოფოს მეოთხე სართულის ერთ- ერთი პალატის ღია ფანჟარაში უკანასკნელად დალანდეს მარტივით არეული ახოვანი მამაკაცის ზურგი, რომელიც უსასრულობაში გაუჩინარდა. . . იმ დღეს წვიმიანი ამინდი იყო. . . "წვიმის შემდეგ ცაზე აღმოსავლეთით აღმოჩნდა ცისარტყელა: მასში უფრო მეტი იყო მწვანე ფერი, სწორედ ისეთი, როგორიცაა ახლად აყვავებული ჟეჟილი სიმინდისა. იყო ცისარტყელაში წითელი ფერი, წითელი, როგორც ბროლის ჭიქაში მდგომარე ღვინო, რომელიც გუშინ მომაწოდა მეგობარმა; და ყვითელი, როგორც ტობანიერში, ამ შემოდგომაზე დაგროვილო გარჩეული სიმინდის ტაროები, ან ჟერკიდევ აუშლელი სიმინდის ყანა" ამოვიკითხავთ პოეტის დღიურში. ყველაფერი კი იმი დაიწყო , რომ გალაკიონ ტაბიძე დაიბადა 1891 წლის 17 ნოემბერს. * * * გზები გაუვალი და გზები გავლილი - გულისტკივილით მაქვს ყველა შესწავლილი.
ადის მწვერვალზე, თუ ჭაობში ეფლობა - ერთი ნიშანი აქვს: დაუსრულებლობა.
1957
* * *
ატმის რტოო, დაღალულო რტოო
ატმის რტოო, დაღალულო რტოო, ატმის რტოო, სიმშვიდეა შორი, ქარიშხალი მოდის საიმდროო, ყვავილების ქარში მიქრის ტბორი. მოცდა არ ღირს, თუ ისევე უცდი, ამ გრიგალში დრო არ არის სხივის, დაღალული ყვავილი ხარ სუსტი, ქარი ყივის, ქარი ყივის, ყივის. ნაპრალებზე გადაიმსხვრა ნარგი, ეხლა ზღვაა, ეხლა სისხლის დროა, თუ გადარჩი, ხომ გადარჩი, კარგი... ატმის რტოო, დაღალულო რტოო...
1916 * * *
რარიგ კარგია, სამშობლოვ, შენი მტკვარი და რიონი, შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა...
ორზღვათა შუა მდებარე ბრწყინავდა კავკასიონი, შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა...
სულ მაღლა გორის ციხეა, სულ დაბლა ძველი სიონი, შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა...
დაბლით კოლხიდის ველია, მაღლიდან დგას ბახტრიონი, შოთა, ილია, აკაკი,
ვაჟა....
19??
This post has been edited by mze on 22 Mar 2005, 18:45
--------------------
Igrzeni sitbo
|