ვიმეორებ იმას, რაც უკვე დავპოსტე "ჯენერალში". ახლა მშვიდად და ყურადღებით მომისმინეთ

"მოუკრეფავნი" გამომცემლობა "დიოგენემ" გამოსცა.
ნამდვილად არ ველოდით, რომ ეს წიგნი სუპერბესტსელერი გახდებოდა და პრეზენტაციიდან ზუსტად ორი კვირის შემდეგ ახალი ტირაჟის დაბეჭდვა დაგვჭირდებოდა.
ეს კარგია - რაც მეტი შემოსავალი ექნებათ საქართველოში გამომცემლებს, მით უკეთესი ქართული წიგნისთვის
სამწუხაროდ, ამ თემაში მცდარი ინფორმაცია გაიპარა. შესაძლოა, ეს შეგნებული ტყუილია, შესაძლოა - უნებლიე შეცდომა. კერძოდ:
1. წიგნი გამომცემლობის საკუთარი სახსრებითაა გამოცემული. არც ვახუშტი კოტეტიშვილს, არც "დიოგენეს" გრანტი არავისგან მიუღია.
2. საქართველოს კულტურის მინისტრი გიორგი გაბაშვილი პრეზენტაციას არ დასწრებია.
ახლა კი ორი მთავარი შეკითხვა:
- რატომ გამოსცა "დიოგენემ" ეს წიგნი ? და რატომ დაამთხვია წიგნის პრეზენტაცია ქართული ენის დღეს - 14 აპრილს ?
ჩემი ღრმა რწმენით, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში წიგნის გამომცემელი მოვალეა დააფიქსიროს მშობლიური ენის ნებისმიერი გამოვლინება, წამოაჩინოს მისი მრავალფეროვნება და სიმდიდრე. შესაძლებელია ვთქვათ, რომ არსებობს ლექსიკა "ნორმატიული" და "არანორმატიული", მაგრამ შეუძლებელია ვამტკიცოთ, რომ "არანორმატიულმა" ლექსიკამ ნაბეჭდი სახით არ უნდა იარსებოს

პირადად მე ვიბრძვი და კვლავაც ვიბრძოლებ გარკვეული სიტყვების "ლეგიტიმურობის" ხარისხის გასაზრდელად და ვერავინ ვერასდროს შემედავება, რადგან არავის აქვს კერძო მეწარმის შეურაცხყოფისა და რეპუტაციის შელახვის უფლება.
აქვე ერთ მარტივ ჭეშმარიტებას შეგახსენებთ:
სიტყვის თავისუფლება და მრწამსი ზუსტად ისევე ხელშეუხებელია, როგორც პირადი ცხოვრება.რა თქმა უნდა, ამ კრებულში ჭრელი მასალაა წარმოდგენილი. ზოგი მათგანი ჭეშმარიტი შედევრია, ზოგიც ალალი უწმაწურობა. არავინ გაძალებთ, რომ წაიკითხოთ

მაგრამ თუ წაიკითხეთ, კეთილი ინებეთ და ობიექტურნი იყავით - ნურც ვახუშტის კოტეტიშვილის წინასიტყვაობას დაივიწყებთ და ნურც დიდი თედო სახოკიას მიერ შთამომავლობისთვის შემონახულ ფანტასტიურ ანდაზას -
მეტისმეტმა სიწმინდემ ტრაპეზი დაანგრიაო 
ბატონი ვახუშტი ავ-კარგიანი კაცია. შესაძლოა, ვინმეს არ მოსწონდეს მისი ცხოვრების სტილი ან შემოქმედება, მაგრამ ლანძღვა-გინების უფლება არავის აქვს, მითუმეტეს, ანონიმური ფორმით. თუ რომელიმე ფორუმელს იმის შნო აქვს, რომ გამომცემლობა ანდა ავტორი აგინოს და შეურაცხყოს, დაგვენახოს და პირში გვითხრას

ასე რომ,
შეირგეთ ის, რაც წინაპრებმა დაგვიტოვეს და ნურაფერზე ჩაიციკლებით !ახლა, სპექტრისა და პრიორიტეტების სადემონსტრაციოდ, "დიოგენეს" რამდენიმე პროექტს ჩამოგითვლით:
1. კარლ გუსტავ იუნგის "ანალიზური ფსიქოლოგია"
2. რობერტ მუზილის "შაშვი"
3. ყურბან საიდის "ალი და ნინო"
4. ასტრიდ ლინდგრენის "ყაჩაღის ასული რონია" და "ძმები ლომგულები"
5. ლიტერატურული კონკურსი "პენმარათონი"
6. ჯიბრან ხალილ ჯიბრანის "იესო - ძე კაცისა"
7. ჯემალ ქარჩხაძის "იგი"
8. რუბენ გალიეგოს "შავით თეთრზე"
9. "საქართველოს ატლასი მოზარდთათვის"
....
ორი წლის წინ ჩვენ გამოვეცით ვახუშტი კოტეტიშვილის თარგმანთა კრებული "აღმოსავლურ-დასავლური დივანი". ამ კრებულში მსოფლიო შედევრების ბევრი კონგენიალური თარგმანი შევიდა - ირანული და რუსული პოეზია, რილკე. ბედნიერი ვიქნები, თუ ვინმე ამ წიგნს ცალკე ტოპიკს მიუძღვნის
და ბოლოს: დიდი მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე წაიკითხა ჩემი კომენტარი

ხოლო მათ, ვისაც გამხიარულება უნდა, მაგრამ კრებული ჯერაც არ უყიდია, ორიოდე უპრეტენზიო ფრაგმენტს შევთავაზებ:
ძალუაშენი მაღალი
შენსავით ალაწოდაო,
კარიდან მუტ*ელი ვთხოვე,
ბანიდან მამაწოდაო.
(ქართლი, კავთისხევი) ჭრელა უძილაური - ფილიპეს
(ფილიპეს წყლის მილში შეეყო ასო - აბა, თუ შეეტევაო, და სოფლის სასმელი წყალი წაებილწა. პრისტავს გაეგო და ფილიპე დაეჯარიმებინა) ის როგორ იყო, ფილიპე,
ჩიტა რო შაჰყავ მილშია ?
ათ თუმან დაგათვლეინეს,
მაგრამ გეჭირა მჯიღშია !
რა გაგიჭირდა ისეთი,
რო ჰყოფდი ქვა და კირშია ?!
ათ თუმნად ყველა მოგცემდა -
ენახე გასაჭირშია.
This post has been edited by diogene on 6 May 2005, 04:07