რა თქმა უნდა, ასეთი ფესტივალი რომ ჩატარდა კარგია და მადლობაც უნდა გადავუხადოთ ორგანიზატორებს. მე ყველა კონცერტს ვერ დავესწარი, მაგრამ საერთო აზრი მაინც შემექმნა და რამდენიმე რამეს ვუსურვებდი მომავალ რტ-გენს: არ არის საჭირო ყველა მსურველის სცენაზე ასვლა და იმის სიმღერა, რაც შეუძლია. ეს საშინლად დაბლა წევდა მთლიანად ფესტივალის დონეს. შემსრულებლები უნდა აკმაყოფილებდნენ რაღაც კრიტერიუმს.
აუცილებელია, გამოაცხადონ რა სიმღერებს მღერიან. დამიჯერეთ, იქ მოსული მსმენელის უდუდესმა ნაწილმა არ იცოდა რას ისმენდა.
ძალიან ბევრი იყო ქრომატული საკრავი. ოდესმე უნდა მოეღოს ბოლო ამ სიმახინჯეს (ქრომატულ საკრავს)

. ყოველ შემთხვევაში, ასეთი რაოდენობით მაინც არ უნდა იყოს გამოტანილი ასეთი მასშტაბის ფესტივალებზე..
მთავარი არ არის მონაწილეთა რაოდენობა, მთავარია ხარისხი. მთელი ერთი წელია მოსამზადებლად და შეიძლება (ძნელი, მაგრამ მაინც) ნამდვილი ხალხური მომღერლების მონახვა, ტრადიციული რეპერტურის მცოდნის. ნუ იქნება 500ანსამბლი, იყოს 30 ან ნაკლები და მართლა კარგი.
მაინც მადლობა ყველა ორგანიზატორს გაწეული შრომისთვის. განსატვირთად მართლა იდეალური ადგილი იყო ეთნოგრაფიულიი მუზეუმი.