დათიკო[quote]ესე იგი ვინმე შაქრო პაპა რომ ჩაკრულოს იმღერებს უფლება გაქვთ ნოტები შეუსწოროთ და უთხრათ ეგრე კი არა პაპაჯან ასე იმრერეთქო? ასეა?[/quote]
შენ მე გიჟი ხომ არ გგონივარ

მე გითხარი ეგეთი რამე? ფოლკლორისტი აფიქსირებს ყველაფერს შეულამაზებლად ისე, როგორც ყოფაშია და იმ "შაქრო პაპასგან" ვსწავლობ მე პირადად.
[quote]ფოლკლორისტებს, რომლებსაც ხეირიანად სიმღერაც არ შეუძლიათ[/quote]
სად მოგისმენია ჩემი სიმღერა? ისე სხვათაშორის, ფოლკლორისტი მომღერალი არ არის. როცა გაგიხარდება, როცა გინდა ვიმღეროთ და დარწმუნდები რომ ხეირიანად სიმღერა შემიძლია

[quote]რადგან ასეთი პროფესიონალი ხარ, ამიხსენი მე დილეტანტ არაპროფესიონალს რა ხერხებს ხმარობთ მისცეთ ფოლკლორს ”სწორი მიმართულება”?[/quote
სწორ მიმართულებას ვეძახი ფოლკლორის შეურყვნელობას. სამწუხაროა, რომ ფოლკლორისტიკა რომ თავის სიმაღლეზე არ დგას, (მათ შორის, ჩემ თავსაც ვადანაშაულებ რომ ისეთი აქტიური არ ვარ, როგორიც უნდა ვიყო) ამიტომ არავის აღარ აინტერესებს ფოლკლორისტის აზრი და ყველას თავი ფოლკლორისტი ჰგონია. და აგერ ხომ ხედავ, აქეთ გვარიგებ

ამ სფეროს იმდენი დეტალი აქვს და ისე უნდა ჩაღრმავება, რომ ვერც კი წარმოიდგენ და ეგრე იოლადაც ვეღარ ილაპარაკებდი

[quote]თუ არ შეწუხდები მითხარი შენი გემოვნების მიხედვით რას ნიშნავს კარგი შემსრულებელი და რა არა. [/quote]
შენ მითხარი რას ნიშნავს სიტყვა "კარგი"

ჩემთვის კარგი მომღერალი არის (ეთნოფორზე ვამბობ) ის ადამიანი, რომელსაც კარგი სმენაც აქვს, იცის თავისი კუთხის სიმღერის ნიუანსები და სიმღერა უყვარს

ეგ ძალიან ცუდი შეკითხვა დამისვი
* * *
tsintsaეხლა კონსერვატორიაში ვარ კათედრაზე.
პირველი ანსამბლი ჩემთვის არ არსებობს

ყველას თავის დადებითი მხარე აქვს.
სახიობაზე მეც ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა და რა ვქნა.
ანჩისხატს ეგრე აგდებულად ნუ ახსენებთ რა. კახურს დააღმოსავლურს ვერა მღერიან, მაგრამ დასავლურს ძალიან მაგრად ასრულებენ, განსაკუთრებით იმერულს. ბევრ რამეში მეც ჩემი შევედულება მაქვს და მითქვამს კიდეც მალხაზისთვის.
ანჩისხატს ძალიან დიდი საქმე აქვს ხალხო გაკეთებული. მაგათმა "მოწამლეს" ახალგაზრდების უმეტესობა სიმღერა-გალობით