მაშ ასე:
მოქმედების ადგილი - მარჯანიშვილის თეატრი
დრო - გუშინ, საღამოს 8 საათიდან 11 საათამდე
მოკლე შინაარსი: "ზაფხულის ღამის სიზმრის" გათახსირება, დასამარება და შექსპირის საფლავში გადატრიალება.
სცენაზე დგას რაღაც გაუგებარი ჯართის კონსტრუქცია, (აქაოდა, დეკორაციააო), ეს ყველაფერი ყველა შესაძლო ფერითაა განათებული (აქაოდა, ახალი ტექნიკა გვაქვენო), ძუნძგლიანი კოსტიუმები -(რით არ მობეზრდათ ეს შავი და თეთრი ძირითადად).
განცდა: ტანჯვა - წუხილი (ღმერთო, რა დავაშავეთ ან ჩვენ ან შექსპირმა, რომ ასეთ საცოდაობას ვუყურებთ).
დასკვნა: ჭოლააააა! გადადექიიიიიიიიიიი!!!
არადა, მართლა ძალიან ძნელია, ასეთი გადასარევი პიესა ასე საშინლად გააფუჭო. ძალიან უნდა მოინდომო...
მსახიობები: კატასტროფული შესრულების კლასიკური ნიმუშები: ობერონი, ტიტანია, იპოლიტა, ჰერმია,ლისანდრი, დემეტრიუსი...
არა უშავთ რა: პაკი, ელენე.
მუსიკა: საშინელი. რატომ? რისთვის? რა შუაშია მარია კალასი და ჰარალაი-ჰარულალო? სად ერთი ქართველი მეფე და სად ჩემი სასქესო ორგანოო, რომ იტყვიან.
მოკლედ, ჭოლამ იმედნი მოახერხა, რომ ეს ხალისიანი პიესა აუტანელ სანახაობად გადააქცია. ბოლომდე გაძლება მართლა გამიჭირდა.
ან დრამატურგიას რას ერჩიან? ყველაზე კარგი, რაც ამ პიესაშია: ხელოსნები თეატრი, ისეა დაჩეხილ-დაკუწული და გადაკეთებულ-გადმოკეთებული, რომ გული მოგიკვდება. პირამოსი და თისბე აღარაა მოდაში, როგორც ჩანს... და სამაგიეროდ თეატრებსითვსი სამთავრობო დაფინანსების გაზრდაზე ვლაპარაკობთ... მართლა სამარცხვინო კონიუნქტურაა.
და ბოლოს, რჩევა ჭოლას: ამიერიდან "შექსპირი" მოაშოროს აფიშებიდან და პირდაპირ დააწეროს "ჭოლა" - "შექსპირის მოტივებზეც გავიარე"

აჯობებს.
ასეთი ცუდი სპექტაკლი კარგა ხანია, არ მინახავს.
ის, ვისი სახელიც უხერხულად ჟღერს; ფრიდა და ჰარიეტი.