#15723608 · 27 Sep 2009, 16:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Dr_Gonzo აგაშენა ღმერთმა !!!
....ეს არ მქონდა!!! ხელოვნება ჭეშმარიტად მაშინ ემსახურება თავის საგანს და ადამიანს, როცა მისი ყველაზე ფსკერზე დალექილი ჭუჭყი თვალთახედვის ზედაპირზე ამოაქვს....მხოლოდ მაშინ დაიცლები ბოღმისგან და შურისგან, როცა საკუთარ თავზე გულიანად გაიცინებ, მხოლოდ მაშინ შეგეძლება, როცა საკუთარ სისუსტეს დასცინებ და არა სხვისას..... godot
QUOTE | ჯანსაღი პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი ერთმანეთს არ გამორიცხავს. იხ. ვაჟა-ფშაველა "კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი" |
.......აუ, ამაზე რამდენი ჯახი ქონდა ვაჟას მწერალ - ყვეროსნებთან! * * * nisime
QUOTE | დედაჩემი ესწრებოდა მამარდაშვილის ლექციებს და აქვს პირდაპირ ადგილზე ჩაწერილი კასეტები... ყოველთვის ამბობდა რომ როცა აუდიტორიაში შემოდიოდა და იწყებდა საუბარს, თითქოს ხდებოდა სამყაროს ცენტრი. |
.....მართალია და შენც შეყავდი ამ სამყაროში ისე, ყოველგვარი მაღალფარდოვნების გარეშე....ძალიან მარტივი ენით და მარტივი საგნებით აზრის ურთულეს ნაგებობებს აშენებდა... მახსოვს მოსკოვში, პატრის კუკუმბას უნივერსიტეტში, ერთმა ჰკითხა - მერაბ კონსტანტინოვიჩ, აი თვენს სემინარზე ყველაფერი მესმის და რომ გამოვდივარ თითქოს არაფერი მომისმენიაო!....მერაბმა სათვალიდან ამოხედა და ღიმილით უპასუხა....თქვენ წარმოიდგინეთ, ყველა ჩემი ლეციაც---"ყველაფერია არაფრის შესახებო"!
--------------------
პადრე რომელიც მოვიდა ადრე
|