იტოგში ეხლა არ ვიცი როგორი სისტემა შემოაქვთ ამიტომ გეტყვი როგორც იყო.
შუასაუკუნეების კატედრა მაგარი ჩაძირულია, არა თუ ეხლა გაინტერესებს იასნია იქ უნდა წახვიდე მაგრამ ნაკლებ პერსპექტიულია.
ჩემ ჯგუფელებს ეხვეწებოდნენ ჩვენთან დარჩითო ასპირანტურაშიო
ევროპა-ამერიკაზე რთული კონკურსი იყო (ასპირანტურას ვგულისხმობ), მე მივაგდე თორემ იდეაში ჯობია უახლესის განხრით წახვიდე.
1. ჯერ ერთი გამოსაკვლევი და დასაწერი უფრო ბევრია.
2. ჩემთვის პირადად უფრო საინტერესოა.
ეხლა მაგალითად შენ რომ დაწერო სიტყვაზე 100 წლიან ომზე განა რა უნდა გამოგივიდეს ისეთი რომ ინგლისელებს არ ქონდეთ 10 000ჯერ დამუშავებული?
აი უახლესიდან მაგალითად შეგიძლია ერთა ლიგა - ინგლისი - ლოიდ ჯორჯი - საქართველო აიღო.
ნუ სიტყვაზე ვამბობ, ან საქართველო ცივი ომის პერიოდში, ევროპულ კონექსტში და რავი მილიონი სხვა რამ...
იმასაც გეტყვი რომ უახლესის სპეციალისტები თსუ-ში ფაქტობრივად არ არიან, მასალა რომლითაც ასწავლიდნენ (პოტიომკინის ისტორია დიპლომატიის ვგულისხმობ) მოძველებულია, და ძაან ბევრი რამ არის ახლიდან დასანერგი..