ზუსტად სამი წლის წინ, 2 იანვარს, გამოცდა მქონდა გოეთეს ინსტიტუტში.
კარგად მახსენდება ის დრო.
ჩემ გამოცდილებას მოგახსენებთ:
კარგი ის იყო რომ პირდაპირ ო-ზვაიზე (ახლა არის თუ არა იგივე სისტემა არ ვიცი) მოვხვდი და სამ თვეში ობერშტუფეს ცოიგნისი ავიღე, თორემ მანდ ენას ნაღდად ვერ ვისწავლიდი. შეიძლება პიროვნებაზეცაა დამოკიდებული, მაგრამ რაღაც ცოდნით რომ არ მივსულიყავი და თავიდან დამეწყო სწავლა გამიჭირდებოდა. ჯგუფში სწავლას სხვა მუღამი აქვს.
კარგი ის იყო, რომ ცოიგნისი მინდოდა და ო-ზვაიზე საბოლოო გამოცდისთვის მომზადების გარდა არაფერს არ აკეთებ.
ისე სიტუაცია მომწონდა. თავიდან მეზარებოდა, მაგრამ ბოლოს რომ დამთავრდა გულიც კი დამწყდა.
საინტერესო ხალხი გავიცანი. თან კარგი ის არის, რომ სნობი ანგლოფილები და "ვაიმეეეეეტოიფელიხახლი" არ არის იქ.
რა ვიცი, ვისაც ცოიგნისი უნდა ვურჩევ, ვისაც თავიდან დაწყება, რა ვიცი აბა...
P.S. ყველა ძველ და ამჟამინდელ გოეთელს სალამი!!!!!!