Kissieმე გული მეწვის,
არ გინდა გეყო....
მაცალე დავმალო სხვისგან სიმართლე...
შენ მზე ხარ - ანათებ, ხედავ....
ჩემი არახარ, მაგრამ შენ მაინც მზე ხარ...
არა თეატრი ეხლა შორსაა,
მე ვამბობ იმ სხივებს, რომელსაც შენ აფრქვევ...
სხვადასხვას, ზოგს მწველს ზოგს კი ცივს...
ჩემი მზე არ ხარ, მაგრამ ანათებ,
მე არ გემონები, მაგრამ თბილი ხარ.
ჩემთვის თბილი ხარ და ასე იქნები...
თუ გაცივდები მე გავიქცევი,
ისევ დაუძახებ ჩემ მტერ დემონებს,
გავმართავ ომებს
და ის თეატრი
იქნება ჩემი ბრძოლის ადგილი...
არ ჩაქრე, ანათე მუდამ...
შენ თუ ცრემლს დაღვრი,
დაგიფასდება...
მაგრამ მე თუ ცრემლს არ დავაფასებ,
ღირსი არავარ, შენ დაიკიდე.
უმადური ვარ! და იცი რატომ?!
ცრემლი აღარ მაქვს,
მორჩა
დამთავრდა.
არ მინდა სხვისი მე შემოშვება,
შენ იცი და უნდა გამიგო...
თეტრი გახდა ერთი მსახიობის,
რომელსაც უკვე როლები ერევა
p.s.წინა ლექსს ვნანობ
* * *
აი აქ ვინც შემოიხედავს ხო არ უნდა იტიროს მარტო?...
აბა ეს რა იქნება?!.... აბა წავედით, მაესტრო მუზიკუ!!!
ლექსს ქვია 5:23-ზე გატრაკება

(დილამშვიდობისა ყველას)
დღეს ღამე ვხატავ მე ფერად ლექსებს,
მე მინდა ყველა თქვენი რომ გახდეს...

მინდა ნახოთ - ჩემი გული ხანდახან როგორ ძგერს.
ჩემი სიხარული მე მინდა თქვენი რომ გახდეს.
საღებავები ვითხოვე სხვისგან

არ ვმალავ რადგან ალალად მომცეს,
მითხრეს, "ცუდს ნუ დახატავ, ჩვენც გული გვიცემს"
მერე დაუბრუნებ, პატრონს მე მივცემ.

დაე მხატვარმა გამოაჩინოს ეხლა,
ნიჭი, სიმარჯვე და თავის გონი...
რადგან არ მინდა სევდამ დაგვჩრდილოს
და შეგვაპაროს ჩვენ მუქი ბოლი...
დარეკეთ ზარები, დაჰკა მედოლე!!!
რადგან ამაღამ მე ჩემ ნაბოდვარს,
შელამაზებულს ლამაზ ფერებში,
ისედაც ნათელს, ავაბრდღვიალებ.
დაფუსფუსებენ ყველა, ყველამხრივ...
ეძებენ ჭეშმარიტს, ნამდვილს და სუფთას...
ადნა კაცმა თქვას - სად დაეკარგათ?!
როცა ჩვენ მუდამ ეს გულით დაგვაქვს!
ზოგს უზიარებთ ჩვენ გულის ნადებს...
ზოგი ვერ ამჩნევს ჩვენ საგანძურებს....
ზოგი ხედავს და თავისით ითხოვს...
მაგრამ ჩვენ, ჩვენი მუდამ გვათბობს.
ეს რომ არ გვქონდეს, ეს არ შეგვეძლოს,
განა შევძლებდით კარგის გარჩევას?!
არა, არ მჯერა! მერე და ხალხნო,
მოდით ამ სითბოს დღეს გაუმარჯოს.
უნდა დათვრე ამ გრძნობით ერთხელ,
ისე რომ სხვა შენი სიმთვრალით დათვრეს...
და გადაედოს სხვასაც, შენსავით.
ყველა მსურველი, ამ გრძნობით დათვრეს!...
ეს სურვილები არ არის ფუჭი,
უნდა გჯეროდეს, გწამდეს, გინდოდეს.
დაიბადე და იმისთვის მოხვედ,
რომ მიიტანო სხვისი შენ გულთან.
დაე ბებერმა სევდამ დამცინოს,
მე ჩემ სიტყვებში არ ვიცრუები...
ფარსი აქ არ დევს და არც ლაყბობა.
და იმად არ ვწერ, რომ მე გართობა მინდა.
არა! გითხარით! ეს არის ესე:
უნდა იცხოვროთ, იფიქროთ სხვებზე!
p.s. კმაყოფილი ვარ
This post has been edited by Roofus on 3 Nov 2005, 06:28