#2660678 · 28 Feb 2006, 23:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დღეს დილას ავდექი, დავლიე ყავა, ბულკიც ჩავკბიჩე, ხაჭოც... აბა რავა? თუ ანტიფრიზი ყინულად წავა, ძრავას ამოჰკარ, დრო ჩქარა გავა.
ფორუმს დავხედე განათდა გული, ტიმს აუღია რეკლამის ფული, ხინკალზე თუ არ გაცვალა რჯული, ახალ სერვერზე ჩვენ მიგვდის სული.
სხვა ყველაფერი მიყვება გზასა, მხოლოდ გამრავლდა მასონთა რასა. ორთქლავს "რჩეულთა" მფეთქავი მასა, ლანჩის ლოდინში გამიშრა სასა.
ჯობს ისაუბროთ ტურფა მაჩვებზე, და ნუ მოუჭერთ აჩრდილს ქანჩებზე. კაცს ნუ მოზომავ ტუფლის ლანჩებზე, და ლამაზ ქალებს იცნობ კანჭებზე.
ამ საუბარის დასასრულს გეტყვით, ალაზნისპირელს ინტელა ეტრფის, და თუ გიკითხავთ კანონი მერფის, ნუ მიპასუხებთ პოსტების სეტყვით.
ჩუ!
--------------------
Nobody will expel us from paradise which Cantor created for us. მე და ჯასტიმ ერთად ყოფნა გადავწყვიტეთ. http://www.artchive.com/graphics/prodigal_son.jpg http://images.amazon.com/images/P/B00006L92F.01.LZZZZZZZ.jpg
|