იქნება მართლა მოწმენდილი ცა იყოს, რათქმაუნდა ღირს რომ მოემზადო. ასეთი სანახაობა ჯერ არ ყოფილა ჩვენს ჟამს.
მთვარის ჩრდილის ცენტრთა-ცენტრი საქართველოში გაივლის, კერძოდ გუდაუთაში. მზე მთლიანად ჩამობნელდება ასევე ფოთსადა ზუგდიდში. თბილისში ის 1999 წ. აგვისტოზე უფრო სრული იქნება.
ამომწურავი ინფორმაცია იხ.
ამ რესურსზეერთი რჩევა მაქვს. არ დაგავიწყდეთ, თუ გამურული ფილტრის გარეშე მოისურვებთ დაკვირვებას, აუცილებლად დაიცავით თვალები გამჭვირვალე მინის ფირფიტით.
მზის სინათლეში შედის თვალისთვის მეტად საშიში უჩინარი შორეული ულტრაიისფერი გამოსხივება. ("სვარკის ეფექტი"), რომლითაც ჩვენ ყოველ დღე ვსხივდებით, მაგრამ თვალი დაცულია მზის სხვა სახის კაშკაშა სინათლისაგან, მას ხომ თვალს ვერ ვუსწორებთ! მაგრამ დაბნელებისას, უსწორებთ, და UV-სხივები თავისი უჩინარობის გამო შეიძლება მხედველობა დაგისუსტოთ.
ამასთან დაკავშირებით მარტივ რჩევას მოგცემთ. ამ თვალის ბადურისათვის მავნე სხივებს არ ატარებს ჩვეულებრივი
მინა. გამოიყენეთ მაგ. ფანჯრის მინა გნებავთ ჭვარტლიანი, გნებავთ სუფთა და გამჭვირვალე. ის არ გაატარებს ულტრაიიფერ სხივებს.
არ გამოიყენოთ: პლასტიკური გამჭვირვალე მასალები, მუქი ფოტოფირები, მზის სათვალები რომელიც არ არის დამზადებული მინისგან.
გისურვებთ უღრუბლო ამინდს