მშვენიერი ამინდია ოსლოში და შაბათ-კვირა პლიაჟზე გავატარე მზეს მიფიცხებულმა

(იმედია კბილები და ფრჩხილები არ დამცვივა)
მიწისძვრა არ ყოფილა. არც არაფერი დამწვარა და დანგრეულა.
აFტენპოსტენში თვითმხილველმა დაწერა, რომ დაინახა მეტეორიტი ჩამოვარდნამდე რამოდენიმე წუთით ადრე და სურათიც კი გადაუღო. რამოდენიმე წუთში კი დაჯახების თუ აფეთქების გამაყრუებელი ხმა მოესმა. 1 კილომეტრის მოშორებით იმყოფებოდა და არაფერი მოსვლია. ასე რომ ოსლოს მითუმეტეს არაფერი მოუვიდოდა.
ისე კი ვაღიარებ, რომ მართლა დაუცველად გრძნობ ადამიანი თავს, როცა ასე დღისით მზისით ამხელა რაღაც ვარდება ციდან მოულოდნელად. "სადაც მთებში ჩამოვარდა რა დაუშლიდა რომ ქალაქში დაცემულიყო?", ფიქრობ უნებლიედ

აFტენპოსტენი ასევე წერს, რომ ნორვეგიაში აქამდე ჩამოვარდნილ მეტეორიტებს შორის ყველაზე დიდი იყო 1904 წელს ჩამოვარდნილი 90 კილოგრამიანი მეტეორიტი და სავარაუდოდ რამოდენიმე დღის წინ ეს რეკორდი მოიხსნა

:ramixaria:
მოუთმენლად ველი კომეტის დაცემის ადგილს როდის შეისწავლიან და გაგვანათლებენ მეცნიერები