Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
კულტურა და ხელოვნება
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(6)
1
[2]
3
4
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
სკანდინავიური მითოლოგია
, ვისაუბროთ
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
BisPolaris
Tender is the night!
ჯგუფი: Members
BisPolaris
Tender is the night!
ჯგუფი: Members
წერილები: 3516
წევრი No.: 10079
რეგისტრ.: 10-May 05
#3242576
· 14 Jun 2006, 12:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სკანდინავიური მითოლოგია
- ჩრდილო-გერმანულენოვანი ტომების (ნორმანების, დანების, ანგლების, საქსების) მითოლოგია, რომელიც ჩამოყალიბდა ქრისტიანობის მიღებამდე, დაწყებული ძვ.წ. მე-5 საუკუნიდან. მის შესახებ ინფორმაციის ძირითადი წყაროა პოეტური ”უფროსი ედას” და ს.სტურლუსონის პროზაული ”ედას” ტექსტები. თითქმის იმავე პერიოდს მიეკუთვნება დანიელი ქრონოლოგის საქსონ გრამატიკის მითოლოგიური სიუჟეტები.
---
სამყაროს შექმნა
თავდაპირველად მხოლოდ უფრსკული
გინუნგაგალი
იყო. მისგან ჩრდილოეთით ნისლთა სამეფო
ნიფლჰეიმი
, ხოლო სამხრეთით ცეცხლის სამეფო -
მუსპელჰეიმი
მდებარეობდა. ნილსთა სამეფოში
გელგერმირმა
წყარო შექმნა,რომლისგანაც თორმეტი ძლიერი ნაკადი (ელივაგარი) წარმოიშვა. წყალი ნიფლჰეიმში ყინულად იქცეოდა, მაგრამ წყარო მაინც აგრძელებდა წყლის ნაკადს და გაყინული ლოდები მუსპელჰეიმისკენ მიედინებოდნენ. ბოლოს ყინულოვანი ლოდები ისე ახლოს მივიდნენ, რომ გადნობა იწყეს. გამდნარი ყინულების ნაპერწკლებიდან წარმოიშვა გიგანტი
იმირი
. მოგვიანებით, მარილიანი ყინულიდან გაჩნდა ძლიერი გიგანტი
ბური
. მისმა შვილმა, ბიორმა ცოლად დევქალა ბესლა შეირთო. მათ გაუჩნდათ სამი შვილი-ასები :
ოდინი
, ვილი და ვე. ძმებს არ მოეწონათ ბოროტი იმირის ბრძანებლობა და მოკლეს იგი, ხოლო მისი სხეულისგან შექმნეს მიდგარდი. მიდგარდისგან აღმოსავლეთით, ასებმა იოტუნჰეიმი შექმნეს და სამფლობელოდ ბელგელმირს და მის შთამომავლობას გადასცეს . დროთაგანმავლობაში ასები მომრავლდნენ და მიწიდან მაღალზე აიშენეს ქვეყანა და მას ასგარდი დაარქვეს.
--
მატერიალი აღებულია ქართულენოვანი ვიკიპედიის საიტიდან და იქაც ჩემს მიერ არის დაწერილი.
* * *
ადამიანის შექმნა
სამყაროს შექმნის შემდეგ, ოდინმა და მისმა ძმებმა მისი დასახლება გადაწყვიტეს. ზღვის პირას იპოვეს ხეები: თხმელა და იფანი. თხმელისგან კაცი, ხოლო იფნისგან ქალი შექმნეს. მერე ოდინმა მათ სული მისცა, ვილიმ გონება, ვემ კი სისხლი და გრძნობა. ასე გაჩნდნენ პირველი ადამიანები. კაცს ერქვა ასკი(Frêne), ქალს - ემბლა(Orme).ისინი ერთად იქნებიან ქვეყნის დასაბამიდან ცხრა სამყაროს შექმნამდე და კაცობრიობას გაამრავლებენ. ადამიანთა და ღმერთთა სამყაროს საზღვარი(ბიფროსტი) ცისარტყელის ფორმით წარმოიდგინება. ბიფროსტს ჰეიმდალი იცავს.
* * *
თუ რამეს დაამატებთ, კარგი იქნება... იქნებ რამე გამომრჩა და თქვენ შეავსოთ. ეს არის ჩემი ფავორიტი მითოლოგია
This post has been edited by
BisPolaris
on 14 Jun 2006, 13:00
--------------------
Все созданное подвержено закону разрушения, достигайте цели за счет нераспущенности.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
zazabichi
ImagicussucigamI
ჯგუფი: Members
zazabichi
ImagicussucigamI
ჯგუფი: Members
წერილები: 21726
წევრი No.: 13736
რეგისტრ.: 19-October 05
#3243027
· 14 Jun 2006, 13:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვალჰალა
ადგილი სადაც ვიკინგების აზრით ადამიანები ხვდებიან სიკვდილის შემდეგ, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში
თუ გარდაცვლილი ბრძოლაში გმირულად დაიღუპებოდა . ჩვეულებრივ ჟღალწვერა ვიკინგები ერიდებოდნენ ჩვეულებრივ სიკვდილს რათა ვალჰალაში მოხვედრილიყვნენ.
--------------------
Success is like pregnancy. Everybody congratulates you but nobody knows how many times you got fucked to achieve it.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
BisPolaris
Tender is the night!
ჯგუფი: Members
BisPolaris
Tender is the night!
ჯგუფი: Members
წერილები: 3516
წევრი No.: 10079
რეგისტრ.: 10-May 05
#3243136
· 14 Jun 2006, 14:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლოკე
(Loke,Loki,Lopt)- ცეცხლის ღმერთი სკანდინავიურ მითოლოგიაში. გიგანტების, ფარგაუტისა და ლაუფეის შვილი. მიუხედავად მისი იოტუნორი წარმოშვებისა ასებმა მაინც დართეს ნება, რომ მას ასგარდში ეცხოვრა თავისი არაჩვეულებრივი გონებისა და ეშმაკობის გამო.
ლოკეს აქვს ძალა, რომლითაც მას შეუძლია ნებისმიერი ცხოველის ფორმა მიიღოს და შეიცვალოს სქესიც კი.ნახევარი წლის მანძილზე იგი ცხენად ევლინებოდა სამყაროს. ცხენად ყოფნის პერიოდში მან გააჩინა რვაფეხიანი ულაყი სლეიპნირი, რომელიც ოდინის ერთადერთ ეტალონად იქცა. ლოკეს სამი შვილი - ალი, ვალი და ნარვი - სიგინმა გაუჩინა. მას აგრეთვე სამი შვილი ანგრბოდამ გაუჩინა. ესენი არიან - სამი ყველაზე შიშისმგვრელი ქმნილებანი სკანდინავიურ პანთეონში :
იორმუნგანდი - ზღვის დიდი გველი;
ფენრირი - მგელი-გიგანტი;
ჰელი - გარდაცვლილთა სამეფოს ქალღმერთი.
მან ბევრი ბოროტება გაუკეთა სხვა ასებს, მაგრამ მათ იგი მაინც სჭირდებოდათ თავისი მრავალი შესაძლებლობების გამო. მისი მიზეზით დაიღუპა ღმერთი ბალდარი, რაც გახდა მიზეზი სხვა ღმერთების მრისხანებისა. ლოკეს ღალატით განრისხებულმა სხვა ღმერთებმა შეიპყრეს იგი და მიწისქვეშეთში, კლდეზე, მიაბეს და თავზე შხამიანი გველი დაადეს, რომელიც მის სახეზე შხამს აწვეთებდა. მაგრამ ლოკეს ერთგული ცოლი, სიგინი გველის შხამს თასს აფარებს, რათა ლოკემ ტკივილი არ განიცადოს. როცა თასი ივსება და სიგინი მის დაცლას ცდილობს შხამის წვეთები მაინც ეცემა ლოკეს სახეზე და იგი ჯოჯოხეთურ ტკივილს განიცდის. გადმოცემით, სწორედ ამ დროს ხდება დედამიწაზე მიწისძვრა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Giji-Gogo-Zeppelin
Crazy Member
ჯგუფი: Members
Giji-Gogo-Zeppelin
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4518
წევრი No.: 8396
რეგისტრ.: 22-January 05
#3245625
· 14 Jun 2006, 20:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ცოტაოდენს მეც დავწერ....
ესეიგი ოდინი იყო ასების ბელადი. შემდგომ მას ჰყავდა შვილები ერთ-ერთი იყო თორი, ჭექა-ქუხილის ღმერთი, რომელსაც წითელი თმა ჰქონდა და მოკლეტარიანი ჩაქუჩი ეჭირა ხელში, ანუ ჭექა-ქუხილს იმით იწვევდა. ეს ჩაქუჩი იყო ჯადოსნური,ანუ როცა რაღაც მიზანს ესროდა, ჩაქუჩი უკან ბრუნდებოდა პატრონთან. თორს ჰყავდა ოქროსთმიანი ცოლი სიფი, რომელთანაც ერთი ასული თრუდი ჰყავდა და გერი სიფის შვილი. პროზაული ,,ედას" პროლოგში ჩანს, რომ თითქოს სიფთან თორს ჰყავდა ასევე ვაჟი.
ასევე ძალიან საინტერესოა სკანდინავიური მითოლოგიის როლი მუსიკაში, კერძოდ უდიდეს ჯგუფ LED ZEPPELIN-ში. მარტო მთელი ერთი სიმღერა ვიკინგ ღმერთებზეა. ასევე ხშირად არის ნახსენები მათი სახელები და მითებზე დაფუძნებით აგებული სიმღერები.
სახელების სწორად დაწერაში ქართულით მაპატიეთ, მე ინგლისურად მაქვს წაკითხული.
--------------------
Wonder
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
sidhartha
Crazy Member
ჯგუფი: Registered
sidhartha
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1443
წევრი No.: 19686
რეგისტრ.: 12-May 06
#3249973
· 15 Jun 2006, 13:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
არ ვიცნობდი სკანდინავიურ მითოლოგიას, არადა ყოველთვის მაინტერესებდა. ძალიან საინტერესო თემაა.
სამყაროს წარმოქმნის განვითარება აქაც კლასიკურად ხდება როგორც ჩანს. ჯერ როგორც ყოველთვის უფსკრული ანუ ქაოსია... როგორც "დაბადებაშია" ბნელი იდო უფსკრულის თავზეო.
რაც შეეხება ადამიანის წარმოშობას აქაც ჯერ-ჯერობით ცნობილი სიუჟეტია, ადამიანის სამ ასპექტზეა საუბარი: გული ანუ სისხლი და გრძნობა, გონება და სული. კი მაგრამ სად არის მეოთხე? ისმის კითხვა "ფაუსტიდან"...
This post has been edited by
sidhartha
on 15 Jun 2006, 13:50
--------------------
Any road followed precisely to its end, leads precisely nowhere.
Frank Herbert ,"Dune"
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
_უბრალოდ_
დაე!!!
ჯგუფი: Members
_უბრალოდ_
დაე!!!
ჯგუფი: Members
წერილები: 2290
წევრი No.: 12849
რეგისტრ.: 15-September 05
#3253140
· 15 Jun 2006, 22:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჰოდა სწორედ მაგ ღმერთების სახელები ქვია კვირის დღეებს , მაგალითად თორი-torsdag, ოდენ-onsdag-ოთხშაბათი, ფრეი-(fredag-პარასკევი-) იყო ნაყოფიერების ღმერთი და მას სწირავდნენ სხვადასხვა ცხოველებს. მას ყავდა და ფრეია , რომელიც სიკვდილის და სიცოცხლის,შობადობის და სიყვარულის ქალღმერთიც იყო. კიდე თირი, რომელიც შემორჩა - tyrsdag-სამშაბათი-ს სახელში და ა.შ. და ა.შ.
ბარემ თორის სურათიც დავდოთ
This post has been edited by
უბრალოდ
on 15 Jun 2006, 22:20
მიმაგრებული სურათი
--------------------
დაე იყოს დღეს მზისფერი ყველაფერი
და დავძახოთ მეგობრულად ჰერი ჰერი
უტი ბოსე, ბუსი ბასე დაე იყოს მუდამ ასე!
http://www.scandinavia.ge
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
BisPolaris
Tender is the night!
ჯგუფი: Members
BisPolaris
Tender is the night!
ჯგუფი: Members
წერილები: 3516
წევრი No.: 10079
რეგისტრ.: 10-May 05
#3254889
· 16 Jun 2006, 02:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ესეც ჩემი ფავორიტი:
ოდინი
(Odin, Óðinn Odhin, Wotan, Wotan, Jolnir) - უზენაესი ღვთაება სკანდინავიურ მითოლოგიაში; ვალჰალის მბრძანებელი, ბრძენი, ომისა და შუღლის ღვთაება. ლეგენდის მიხედვით, ხალხს უმეტესად ევლინებოდა, როგორც ცალთვალა, ლურჯმოსასხამიანი მოხუცი. იგი რვაფეხიან ცხენზე, სლეიპნირზე, არის ამხედრებული. როდესაც ის თავის სამფლობელოს დარბაზში ზის მას ორი ყვავი, ჰუგინი (აზროვნება) და მუნინი (მახსოვრობა) გარე სამყაროს ამბებს ყურში ჩასჩურჩულებენ. ორი მგელი, რომლებიც მის ფეხებთან ზიან : გერი (ნაყროვანება) და ფრეკი (განადგურება).
ოდინს უამრავი ზედმეტსახელი შეარქვეს. ყველაზე გავრცელებული სახელებია:
ალფადირ (ყველაფრის მამა)
ბოლვერკ (უბედურების მომტანი)
ჰარ (უზომოდ მაღალი)
ჰარბარდ (ნაცრისფერი წვერი)
ჯაფნჰარ (უმაღლესი)
თჰიდი (მესამე)
ვეგტამ (ბილიკების მცოდნე)
___________________________________________________
ოდინმა და მისმა ძმებმა იმირი (პირველი გიგანტი) მოკლეს. იმირის ნარჩენებისგან მათ მიდგარდი (ადამიანთა სამყარო) შექმნეს. ჭიაყელებისგან, რომლებიც იმირის ჩონჩხს შესეოდნენ, ნაინები იქნა შექმნილი. ცხრა დღე-ღამის განმავლობაში, საჭმელის და სასმელის გარეშე, ოდინი იგდრასილზე (ხე-სამყარო) იყო ჩამოკიდული, რათა ხის სიმბოლოთა საიდუმლო შეეცნო. თავისი ცალი თვალი მან მიმირის შადრევანში დატოვა. თვალის ნაცვლად მან სიბრძნე მიიღო. ოდინმა ნაინებს პოეზია მოპარა და ღმერთებს და ადამიანებს აჩუქა. ოდინი მოკლული იქნა მგელ ფენრის, ლოკეს შვილის მიერ, რაგნაროკის (უკანასკნელი ბრძოლა) დღეს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
twins
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
twins
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 2043
წევრი No.: 7716
რეგისტრ.: 10-December 04
#3254904
· 16 Jun 2006, 02:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
BisPolaris
კარგი თემაა!
გააგრძელე!!!
--------------------
......
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
psychosophie27
Electrical & Computer Engineer
ჯგუფი: Members
psychosophie27
Electrical & Computer Engineer
ჯგუფი: Members
წერილები: 6048
წევრი No.: 4740
რეგისტრ.: 30-March 04
#3255291
· 16 Jun 2006, 07:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
[Thor
(Old Norse: Þórr, Old English: Þunor, Old High German: Donar) ბუნების ღმერთი კერძოდ ჭექა ქუხილის ღმერთი ნორვეგიულ მითოლოგიაში და გერმანიკულ მითოლოგიაში. იგი არის ოდინის(Odin) და ჯორდის(Jord) შვილი. რაგნაროკის დროს ცნობილია რომ Thor-ი მოკლავს Jörmungandr-ს (რომელიც არის Loki-ს შუათანა შვილი. აქვე დავძენ რომ Loki-ს სამივე შვილი Odin-მა წაიყვანა და ეს უკანასკნელი Midgard-ის ზღვაში ჩააგდო და შემდგომში იწოდებოდა როგორც Midgarდ Serpent) და თვითონ Thor-იც ამ ბრძოლაში დაიღუპება.
Thor-ი ერთ-ერთი ძლევამოსილი ღმერთია რომელსაც ევალება Asgard-ის (ღმერთების სამეფო) და Midgard-ის (მოკვდავთა ქვეყანა) დაცვა.
Thor-ის ცოლი იყო Sif Asgard-ის ქალღმერთი რომელსაც ოქროს თმქბი ჰქონდა და რომელიც იყო გაკეთებული მხოლოდ და მხოლოდ მისთვის ჯუჯების მერე. ცნობილია რომ Loki-მ შემდეგ მოაჭრა Sif-ს ეს თმა.
Thor-ს Jarnsaxa-სგან (Thor-ის საყვარელი) ჰყავდა 2 ბიჭი Magni და Modi, ხოლო Sif-ისგან შეეძინა გოგო Thrud.
ცნობილია Thor-ის ჩაქუჩი Mjolnir-ს რომელსაც დანიშნულების ადგილზე, მიზანში თუ ისვრი ისევ მფლობელს უბრუნდება.
ბევრი მითებია Thor-ზე. ეხლა ნამდვილად დაღლილი ვარ რომ დავწერო ნელ ნელა მოგიყვებით.
სკანდინავიურ მითოლოგიაში ჩემი საყვარელი ღმერთი Thor-ია ისე. ეს მითოლოგია რომ მაქვს შესწავლილი ნეტავი უნივერსიტეტში მესწავლა მასე კარგად ჰეჰე
--------------------
“I am afraid to show you who I really am, because if I show you who I really am, you might not like it... and that's all I got.”
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
_GHOST_
Saker Micawater
ჯგუფი: Members
_GHOST_
Saker Micawater
ჯგუფი: Members
წერილები: 20199
წევრი No.: 14092
რეგისტრ.: 31-October 05
#3255356
· 16 Jun 2006, 09:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლოკი ყველაზე ნაგლი აზი, მაგაზე ნაგლი რაღა უნდა იყოს, ერთხელ შესცოდა ვიღაც ბუმბერაზ ქალთან (
) და აზების აღსასრული მაშინ დადგა. 3 შვილი ხო ეყოლათ, ფერნის ვულფი, მიდგარდ შლანგე და ჰელი ჰოლლე, ჰოდა ფერნისმა ოდინი ჩაყლაპა, ნუ მერე ვიდარმაც კარგი დღე არ აწია ,მაგრამ ოდინი კი მოკლა და, მიდგარდ შლანგემ თორი იმსხვერპლა,მას შემდეგ რაც თვითონ თორმა მოკლა,უბრალოდ შხამიანი აონასუნთქი შეისუნთქა და მოკვდა. ჰოდა ჰელი ჰოლლემ ქვესკნელიდან დიდი არმია ამოიყვანა რაც სერიოზულ ძალას წარმოადგენდა. ჰაიმდალი იყო მაგარი კაცი, მაგან ლოკი მოკლა ,ტოეესტ ერთმანეთი დახოცეს ( თუ სწორად მახსოვს) და ყველაზე უბედური კი ფრაერია. მაგ ვანს უყვარდა ერთი ბუმბერაზის ქალიშვილი,ჰოდა მამაისმა უთხრა,იმ პირობით მიათხოვებდა,თუ თავის ხმალს მას აჩუქებდა, ფფრაერმაც აჩუქა,მერე კი ბრძოლის დროს ინანა, ხმალი არ ჰქონდა და მოკლეს .
ჰო კიდევ მაგარი კაცი იყო ტირი, ომის ღმერთი. როცა ლოკი თავისი შვილებითურთ მიადგა ღმერთებს, აზებმა ჰელი ქვესკნელში ჩააგდეს, ქვესკნელის ქალღმერთის როლს ასრულებდა დაისამდე,მიდგარდ შლანგე ოკეანეში გადააგდეს, სადაც იზრდებოდა და იზრდებოდა ,ჰოლო ფერნისი დაიტოვეს, მოვათვინიერებთო. მაგრამ მერე როცა ფერნისიც გაიზარდა, საშიში გახდა მისი დატოვება, არადა მგელი ყველა ჯაჭვს წყვეტდა.მაშინ ჯუჯებმა გამოჭედეს ჯაჭვი,რომელიც აბრეშუმივით მსუბუქი იყო,მაგრამ მას ვერავინ გაწყვეტდა. ფერნისი დაეჭვდა და იმ პირობით მოგცემთ საკუთAრი თAვის დაბმას მაგ ჯაჭვით, თუ რომელიმე თქვენგანი პირში ხელს ჩამიდებსო. ტირის მეტმა კი ვერავინ გაბედა ხელის ჩედაბა მხეცის პირში. ფერნისმა გაიწია,გამოიწია, მაგრამ ჯაჭვი მაინც ვერ გაწყვიტა, მერე კი ტირს მარჯვენა ხელი მოაჭამა, მაგის მერეა ომის ღმერთი ცალხელა .ისე კი რომ ვთქვათ დაისი დაიმსახურეს აზებმა. ცოდვა ჩაიდინეს. მათ ომი ჰქონდათ ბუმბერაზებთან და სჭირდებოდათ გალავანი თუ დიდი კედელი, ზუსტად არ მახსოვს, ჰოდა მოვიდა ერთი ბუმბერაზი და შესთავაზა კედლის აშენება,თუკი სიყვარულის ქალღმერთს, ფრეას მიათხოვებდნენ. აზებიც დათანხმდნენ. ბუმბერაზს მშენებლობა უკვე დამთავრებული ჰქონდა და ღმერთბმა მისი მოკვლა განიზრახეს. ეს მშენებელი დიდი ლოდდებს ათრევდა თავისი ცხენით, ჰოდა ლოკიმ ეს ცხენი დააფრთხო , სანამ ბუმბერაზი აწყნარეებდა თორმა ურო ჩაარტყა თაავში და მოკლა. ამ ცოდვის მერე დაისაჯნენ აზები და უკანასკნელი დაისს ჩაეყარა საფუძველი.
ისე სკანდინავიურ მითოსში ღმერთები მოკვდავები არიან :],იმიტომმაც დაიხოცნენ ბრძოლისას, აი მერე ხანძარი მოხდა და ახალი სამყარო შეიქმნა მაინც, სადაც დობრი ღმერთები დასახლდნენ, ბალდერი, მალი, თორის 2 შვილი(სახელები არ მხასოვს)
This post has been edited by
_GHOST_
on 16 Jun 2006, 09:29
--------------------
Lorelei,A poet of tragedies, scribe I lauds to Death,Yet who the hell was I to dare?......
If we can't drink when we are alive, then how the hell can we drink when we are dead...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
psychosophie27
Electrical & Computer Engineer
ჯგუფი: Members
psychosophie27
Electrical & Computer Engineer
ჯგუფი: Members
წერილები: 6048
წევრი No.: 4740
რეგისტრ.: 30-March 04
#3270974
· 19 Jun 2006, 00:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ისე სკანდინავიურ მითოსში ღმერთები მოკვდავები არიან :],იმიტომმაც დაიხოცნენ ბრძოლისას, აი მერე ხანძარი მოხდა და ახალი სამყარო შეიქმნა მაინც, სადაც დობრი ღმერთები დასახლდნენ, ბალდერი, მალი, თორის 2 შვილი(სახელები არ მხასოვს)
მანგი (Mangi) და მოდი (Modi) რაგნაროკის დროს გამბედაობა ეყოთ (განსაკუთრებით მანგის მოუძღვის ამ საქმეში დიდი როლი) და მამამისის ჩაქუჩი მჯოლნირი აიღეს როგორც კი გაიგეს რომ მამამისი ეცემოდა ბრძოლაში ჰრუნგნირთან (Hrungnir) [ჰრუნგნირის თავში გაეჩხირა მჯოლნირი და თვითონ Thor-ი მოექცა ამ უშველებელი გიგანტის ჰრუნგნირის ფეხ ქვეშ] და მასე გადაურჩვენ რაგნაროკს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
G13n
Crazy Member
ჯგუფი: Members
G13n
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4072
წევრი No.: 506
რეგისტრ.: 6-December 01
#3271502
· 19 Jun 2006, 02:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
დაწყებული ძვ.წ. მე-5 საუკუნიდან. მის შესახებ ინფორმაციის ძირითადი წყაროა პოეტური ”უფროსი ედას” და ს.სტურლუსონის პროზაული ”ედას” ტექსტები. თითქმის იმავე პერიოდს მიეკუთვნება დანიელი ქრონოლოგის საქსონ გრამატიკის მითოლოგიური სიუჟეტები.
ანგელოზს ხელში ეჭირა პერგამენტი? იიგრადსილს მიაწექით
--------------------
ვამხელთ სიბრიყვეს და ჩათლახობას ...
ამისათნა წითელი და ამსიგრძეტარიანი რა დროშა მოგცათ მიშამა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
F_R_E_Y_A
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
F_R_E_Y_A
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5582
წევრი No.: 21562
რეგისტრ.: 11-July 06
#3432832
· 14 Jul 2006, 15:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
BisPolaris
ძალიან კარგი თემაა.
სკანდინავიური მითოლოგია ყოველთვის მაინტერესებდა. ალბათ username-ზეც მეტყობა
ინფორმაცია სად მოიძიე?რამე საიტები ხო არ იცი სადაც შეიძლება საინტერესო რაღაცების გაგება?
--------------------
А ведь я ищу не счастья, а всего лишь гармонии с пунктирами экстазов
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
BisPolaris
Tender is the night!
ჯგუფი: Members
BisPolaris
Tender is the night!
ჯგუფი: Members
წერილები: 3516
წევრი No.: 10079
რეგისტრ.: 10-May 05
#3432882
· 14 Jul 2006, 16:00 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
F R E Y A
მშვენიერი ქალბატონია
ესეც ლინკები:
იმედია რუსული იცი...
http://www.mythology.newmail.ru/
http://www.fantalov.narod.ru/menu.htm
http://sacrament.h1.ru/scandinav/scandin.htm
ესეც ფრანგული:
http://www.cybersamurai.net/Mythology/NorseMyth.htm
http://www.historia-nostra.com/index.php?o...id=30&Itemid=39
ინგლისური მე თვითონ არ ვიცი კარგად... შესაბამისად ლინკებიც არ გამაჩნია...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
_GHOST_
Saker Micawater
ჯგუფი: Members
_GHOST_
Saker Micawater
ჯგუფი: Members
წერილები: 20199
წევრი No.: 14092
რეგისტრ.: 31-October 05
#3432898
· 14 Jul 2006, 16:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
იშობი,სიყვარულის ქალღმერთი
,ჰოდა რავი მე წიგნი მქონდა ადრე გერმანული მითები, კომპიუტერში მეზარება ხოლმე კითხვა, ნუ როცა სხვა გზა არ არის რას იზავ
·
ციტირება
·
^
Enter your Name
გამოხმაურება:
იმისთვის რომ ჩასვათ ციტატა ამ გვერდიდან, მონიშნეთ ტექსტი და
აქ დაუწკაპუნეთ
abg --> აბგ
სიცილაკები
BB Code Help
Check Post Length
ქართული კლავიატურა
( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )
იმისთვის რომ ჩასვათ ციტატა ამ გვერდიდან, მონიშნეთ ტექსტი და
აქ დაუწკაპუნეთ
Post Options
Enable
emoticons?
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
კულტურა და ხელოვნება
|
იქით
»
Pages:
(6)
1
[2]
3
4
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0629 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.