ჩემო კარგო ცუნცულიკამ ერთი პატარა ჩანახატი,ან პაწაწა მოთხრობა რომ დაგიდდოს ამ თემასთან დაკავშირებით ხომ არ გაბრაზდები?

)))))ოღონდ ჩემი არაა,მაგრამ ძალიან საყვარელია
*****************************************************
დაბერილმა ქარმა ორივეს ცხვირწინ აუპროწიალა სველი და მძიმე ფანტელები.
ბიჭმა ბეწვის სქელი ქუდი უფრო კარგად ჩამოიფხატა ცხვირ-პირზე.გოგომ ხელ_
თათმანიანი ხელი აიფარა თვალებზე.
_ხო,რას მეუბნებოდი?_თითქმის ყვირილით ჰკითხა ბიჭმა და სახეზე დააშტერდა,
ნათქვამი ადვილად რომ გაეგო.
_არაფერს-მეთქი,_ამ სიტყვების თქმისთანავე ქარმა ლამის ადგილს მოსწყვიტა გოგო.
ბიჭმა სწორედ რომ დროზე ჩაავლო ხელი და თანამგზავრი ქარს წაართვა.გოგო შებრუნდა
და დაბერილ სუსხს ზურგი შეაქცია.
_ჩქარა ვიაროთ?_ისევ დაიყვირა ბიჭმა.
_კი,ჰო....დიახ,,,,,,,,,,,,,,,,,
რა....რა მითხარი?_გაკვირვებით დააცქერდა ბეწვისქუდიანი.
_არაფერი,არაფერი.......ტუჩების მკვეთრმა მოძრაობამ ბიჭის სმენა დააკმაყოფილა.
_ხო,კარგი,_ბეწვის ქუდი პირველი მსოფლიო ომისდროინდელ ჭურვს უფრო ჰგავდა.....
_საზიზღარი.....გოგო ისევ შეებრძოლა ქარის ჭირვეულობას.
_რაა?__ისევ დააშტერდა ჭურვისთავინი.
გაღიზიანებული გოგო მისი ქუდის ერთ მხარეს სწვდა,ყურზე აუწია და ჩაჰყვირა;
_არაფერი და წავიდეთ.გაიგე?_ხელი სწრაფად უშვა და გზა განაგრძო.
ბიჭი დაბნეული სახით უკან გაჰყვა.
_ყური გიჩანს,_მოუტრიალდა გოგო და თან თითით ყურზე მიანიშნა.ჭურვი კი ისევ და-
მრგვალდა და ნაბიჯს აუჩქარა.
_სულელი ხარ,_დაეჭყანა გოგო უკან მომავალს.
_რაა?ისევ შეინძრა ქუდი და წითელი ყური გამოჩნდა.
_ა-რა _ფე_რი,_გაეცინა წინმიმავალს.
ბიჭმა მხრები აიჩეჩა და ისევ აუჩქარა ნაბიჯს.
_სულელი ხარ-მეთქი....რა..და ის კიდე.........
გოგომ ჩამორჩენილს მოუცადა.იმას არაფერი უკითხავს,მორჩილად მიჰყვა მის კვალს,_
სულელი ხარ მეთქი,ბრიყვი...ყველაფერზე გეტყობა,_ოდნავ ჩუმად განაგრძო გოგომ და
თან ბიჭისკენ თვალი გააპარა,ხომ არაფერი ესმისო,ის კი თავჩაღუნული მიაპობდა ფანტე-
ლების კორიანტელს,_ხო...ყოველთვის ეგეთი ხარ....რა უნდა გელაპარაკო? დაგიხურავს ეგ
ცომი და "რაა? რაა?"_სულელივით იმეორებ...რომ არ მეცოდებოდე,შენ გვერდით არც კი
გავივლიდი.....ყველა დაგცინის,გამოშტერებულიაო...მართლა ეგეთი ხარ,_ისევ გახედა გოგომ
და ბიჭს უმანკოდ გაუღიმა.ის ისევ უსიტყვოდ მიჰყვებოდა უკან,_ხო,მეცოდები...კაცი ხმას ვერ
ამოგაღებინებს...ჭკვიანად კი მოგაქვს თავი....ისე კი არც ღირს ამაზე ლაპარაკი....მგზავრებმა
სკოლის ეზოში შეაბიჯეს,_მეცოდები...ნეტა გრძნობ მაინც,შე საწყალო?_გოგო მოტრიალდა
ბიჭს დაემანჭა და ენა გამოუყო,_ბეეეეეე..
ბიჭმა თვალი შეასწრო გოგოს,მაგრამ არაფერი უკითხავს,ისე გაეღიმა და გზა განაგრძო.
_მოვედით?_ჰკითხა ოდნავ შეცბუნებულმა გოგომ.
_კი,ჰო...დიახ,_უპასუხა ბიჭმა და სკოლის კარისკენ წავიდა.
____რაა?__გოგოს თვალები გაუფარტოვდა.
___ა-რა _ფე_რი.....რა და ის...კიდე......____ბიჭმა კარი გააღო და გოგო შენობაში ღიმილით
შეიპატიჟა,მერე ქუდი მოიხადა და დაამატა,___ამ ცომში დამცხა,ხო იცი......
ისე არც ისე პატარა გამოვიდა,თუ არ მოგეწონება დახიე ბატონო

)