მაგაზე მაგარი იყო მერე მწერალთა კავშირში ატეხილი სკანდალი რასპუტინმა ავადმყოფი ნაცია რო გვიძახა

.. რასაც ჩვენების დემონსტრატიული გამოსვლა მოყვა დარბაზიდან...
აქ პრინციპში ორი მომენტია:
1. რასაც ესენი წერდენ და ამბობდნენ 90 % მართალი იყო...პერესტროიკის წინა პერიოდის საქართველო იყო მარაზმის ჭაობი... ხალხი რომელიც არაფერს არ აკეთებდა და მარტო იპარავდა ყველაფერს სადაც კი ხელი მიუწვდებოდა... ხალხი რომლის გართობა იყო პატრიოტული სადღეგრძელოები და ლიტრიანი ყანწები.... რაც მოგვიტანა ამან შემდგომმა ათწლეულებმა დაგვანახა და ამ მარაზმის მოცილებას ალბათ კიდევ რამოდენიმე ათწლეული დაჭირდება... ასე რომ ჩვენ მართლაც ავადმყოფი ნაცია ვიყავით (და ვართ კიდევაც სამწუხაროდ)... (სხვათაშორის უმრავლესობის იდეალს ისევ ის წლები წარმოადგენს) და სანამ არ გავიკურნებით არაფერი გვეშველება

2. სხვა საქმეა ვინ წერდა და როგორ წერდა. არც ასტაფიევს არც რასპუტინს და არც ცვეტოვ/მასლაჩენკოებს და კიდევ უამრავ სხვა ჩვენს მაშინდელ მაკრიტიკებლებს ჩვენთვის კარგი არ სურდათ. ისინი უბრალოდ სულმოკლე შურიანი და ღვარძლიანი ადამიანები იყვნენ ვისაც ვერ გაეგო რატო ხდებოდა რომ რუსის მუჟიკი ნაჭრის ტუფლებით და ავოსკით დადიოდა ზამთარ ზაფხულ, შახტიდან ან ზაოდიდან არ გამოდიოდა და მთელი წელი ფულს აგროვებდა რომ ორი კვირით ზღვაზე წასულიყო. აქ კიდევ ღიპიანი ქართველები მთელი წელი ჭამასმის მეტს არაფერს აკეთებდენ და პლუს კიდევ დასასვენებლად ჩამოსულ რუსს ცოლსაც გაუჟიმავდენ ხოლმე. ნუ, დაიბოღმები კაცი აბა რა მოგივა.
საწუხაროა რომ ამ კრიტიკიდან ჩვენ ვერაფერი ჩვენთვის სასარგებლო ვერ გამოვიტანეთ და რაც დავიჭირეთ საბოლოო ჯამში აგერ ვხედავთ. ხოლო რუსებმა ფულიც იშოვეს ჩაცმაც ისწავლეს..ჭამა სმაც და ქვეყანასაც საკაიფოდ მართავენ (ნუ ჩვენზე გაცილებით უკეთესად ყოველ შემთხვევაში)
This post has been edited by nakash on 20 Jul 2006, 18:00