ის არაჩვეულებრივი სითბოთი გამთბარ-გასხივოსნებული ხმა იმ საოცარი გულიდან ამისდიოდა... ნიჭისა დ სიკეთის აბგერება მუსიკალურ სახელად- ი ნ ო ლ ა
სიმღერაში ცხოვრობდა და სიმღერა ცხოვრობდა მასში. მისი ლექსებიც თითქოს მუსიკის გარეშე მღერიან...
სამი შვილის დედა ხშირად ბავშვებით დამოგზაურობდა ჩაწერებზე, გადაღებებზე. "დღე პირველი დღე უკანასკნელის" ჯგუფის წევრები იგონებენ როგორ შექანდა საბავშვო ეტლით დაძრულ მატარებელში, რომელსაც მცხეთაში დაეწია..
კარგად ვიცნობ იას და დათოს.. მამუკაც ცოცხალი იყო მაშინ და ბანს აძლევდა... ინოლას ნიჭი როგორ მღეროდა მის შვილებში...
საოცარი სიმტკიცე და ნებისყოფა ჰქონდა ამ სათუთი სულის ადამიანს. როცა ძალიან დამძიმდა მისი მდგომარეობა, ფსიქოთერაპევტი მოუყვანეს სახლში. ეს ფსიქოლოგი საშინლად ნერვიულობდა და განიცდიდა ინოლასთან საუბარს და სეანსის ჩატარებას. მისი ოთახიდან გაოგნებული გამოვიდა-"ხალხო, ფსიქოთერაპევტი თქვენ და მე მჭირდება, აქეთ მანუგეშა ინოლამ და აქეთ დამამშვიდა, მას დასამშვიდებელი და სანუგეშო არაფერი სჭირს, ჩვენ ვიკითხოთო"
ასეთია მისი ბოლო სიმღერაც. ხმა უწყდებოდა და ჩურჩულით მღეროდა... სათაური და ტექსტი კარგად არ მახსოვს, მელოდია ვიცი.იქნებ დადოთ ეს სიმღერაც- დაახლოებით ასეთი ტექსტია:"მოვალ აგინთებ სანთელს..."
"...მზე მიიცვალა ღია თვალებით...
ის მიიცვალა რაღაც უმწეო
და საოცარი გარდაცვალებით..."
This post has been edited by annavita on 3 Nov 2007, 16:11
თქვენ ვერ ატევთ აღდგომის მისტიურ ფენომენს სწორ გრამატიკულ ფორმაში.
(c) დათიკო