--------------------------------
პაატა შამუგია (პოეტი)
. . .
ნებისმიერი ღიმილი უსასრულო თვითგადარჩენაა
როცა არაფერი დაგრჩენია გარდა იმისა, რომ გადარჩე
და
ნებისმიერი თვითგადარჩენა
უსასრულო სირბილია საკუთარი თავის გარშემო,
როცა ხვდები, რომ ერთ დღეს ყველაფერი დაიმსხვრევა:
ცა, გაურეცხავი ჭურჭელი,
და ფარდა
და გეომეტრიული ფიგურები
და მიზიდულობის თეორია. . .
ნებისმიერი სიზმარი უსასრულო თვითგადარჩენაა,
როცა ხვდები, რომ ერთ დღეს ყველაფერი შეიძლება
მოხდეს:
შენ მოკვდე ან არ მოკვდე,
ან ღმერთს ღრუბელზე მოუცურდეს ფეხი და
შენს წინ ჩამოვარდნილმა უხერხული ღიმილით
გკითხოს:
-- ხვდები?! ხვდები?! ხვდები?!
და შენ უპასუხო:
-- ვხვდები... ვხვდები... ვხვდები...
---------------------------
გრინჩი (მუსიკოსი, რეჟისორი, სიმპოტიჩნი კოსმონავტი, ჯულბასი, შეთავსებით ხმის რეჟისორი)
პროექტი "Accidental Lover BoyZ"
Helicopter's Propeler
http://files.ge/file/327680/-s-Propeler-mp3.htmlმი Fა რე (კლიპი გადაცემისთვის "კონტრ-ლაივი"
http://www.youtube.com/watch?v=3pqO0RPhqUs
---------------------------
არყის ბიჭი (არყის ბიჭი)
"კალენდარი" (ნაწყვეტი)
23:35
ფოსტალიონი მარიანაზე, მარიანა ტახტზე, ტახტი იატაკზე, იატაკი მიწაზე...მიწაში თესლია ჩაღვრილი და პატარა ფოსტალიონები იზრდებიან. ვიზა ვაზაშია,მაგრამ ამღები ხვრინავს და თან ისე რომ მარიანას სიზმარი თრილერს ემსგავსება. სამ წუთში გაიღვიძებს და დარჩენილ კადრებს წყალს მოუყვება. წყალი გაიჭედება. სიზმარი ახდება.
ძინავთ ფერმერებსაც. ქერა ქალები მომავალს კემსავენ. ჯერ არ ტირიან. მართალია პროდუქტები გათავდა , მაგრამ საჭმლის სუნი კარგადაა ჩაკეტილი უკანა ოთახში. დილით იქ ისაუზმებენ.
მეზობლები ტელევიზორს უყურებენ. ტელევიზორები მეზობლებს. ქალაქი ჩაბნელებულია. ერთი ვედრო ელექტრონიც კი არასადაა დარჩენილი. ტელევიზორები გამორთულია. მეზობლები გადართული. ყველაზე მოწყენილი შიშინს იწყებს, ყველაზე მოხრილი ცოლს ტყნავს, ყველაზე მხირული მეზობლად მიდის და თავის წილ სიბნელეს ქუდთან ერთად ლურსმანზე კიდებს, ყველაზე ლამაზი ყელს ზემოთ იხდის, ყველაზე მოხერხებული საზღვრებს ასწორებს. ჰუჰ. ხუთ წუთში დაიძინებენ. დაიძინებენ ტელევიზორებიც. რა ლამაზი ყოფილა!_ფიქრობს მოხუცი ყუთი.
როცა შენ იბადებოდი სამი კვადრატი დავკარგეთ_უყვება კეთილი დედა შვილს_მაშინაც არ იყო შუქები და სიბნელით ისარგებლეს, რომ გადამერჩინე მთელი ღამე უნიტაზის ბაკში ვიმალებოდი.
-მერე?
_არაფერი. დილით ჩამრეცხეს.
_ბაკი ამიტომ დამარქვი?
_არა ბაბუაშენს ერქვა. პირველად ის ჩარეცხეს.
ბიჭი მატარებელშია. მატარებელი ლიანდაგებზე. ლიანდაგები მიწაზე. მიწა სამხრეთით მიდის.
შუქნიშანი ჩაის სვამს . გოგო თითებს აკაკუნებს.
_როდის ჩაგრთავენ
_არ ვიცი . ამ ქალაქში მგონი ქუჩები გამოილია.
_სადმე სხვაგან რომ წახვიდე?
_არ ვიცი. სხვაგან არასდროს ვყოფილვარ.
http://www.literatura.ge/index.php?author=589--------------------------------------------
ავთო იგივე რკო (მიუნხენის ვარსკვლავი, აგენტი, ძილისგუდა, შეთავსებით ფრუტის ბალანსი)
ბესკა (იდუმალი პიროვნება, ჟურნალისტი, არწივი)
პროექტი "Nothing FM"
ამ პროექტის პროდუქციას შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ:
http://www.myspace.com/nothingfmproject Nothing fm (ვიდეოკლიპი გადაცემისთვის "კონტრ-Alive")
http://www.youtube.com/watch?v=y3NVxoVRy1k
--------------------------------------------
Taba (არაიდენტიფიცირებული არსება, მხატვარი)




-------------------------------------------
თემო (რეჟისორი, მუსიკოსი)
On\Off Project
Snapdane- Snap1 (თემოს მიერ გაკეთებული სავარჯიშო ვიდეოკლიპი)
http://www.youtube.com/watch?v=b0rmGw5wIbwHorror Punk Band -- Toothcomb
http://www.youtube.com/watch?v=WSV3eKjFItgთემოს მიერ გადაღებული რეკლამები ტქვენს ტელევიზორებში
http://www.youtube.com/watch?v=GBe-BROTkbg------------------------------------------------------
ზურა ჯიშკარიანი (დეფექტური პროგრამა)
http://lib.ge/each_author.php?375http://www.myspace.com/usz5http://www.literatura.ge/index.php?page=14&author=590http://nextdreamhacker.blogspot.com/---------------------------------------------------------
სპანდერას (მუსიკოსი, ლეგენდა) მუსიკალური პროექტი:
სპანდერა და კომპარტია
მკვდარი უკვე მე არის
http://bin.ge/file/200090/02-Track-2.wma.html------------------------------------------------
Mk-Ultra (სკოლის მასწავლებელი, მწერალი, ესეისტი, იდეოლოგი)
ლაბორატორიის აპოლოგია
(ექსპერიმენტების ლეგალური უფლების დეკლარაცია)
1. კაცობრიობას ჯერ კიდევ ვერ უპოვია დროსთან გამკლავების უკეთესი საშუალება ვიდრე ომია. ადამიანმა დაკარგა კავშირი კოსმოსთან, რადგან იგი მიეჩვია ცდების ჩატარებას ისე, რომ კოსმოსურ დონეზე დაყენებულ ექსპერიმენტში თავის თავს აღარ მიიჩნევს საცდელ ცხოველად.
2. იდენტიფიკაცია ზოგად და მარადიულ პრინციპებთან, სასარგებლოა იმისთვის, რომ გვქონდეს სუფთა კავშირი სამყაროს განზრახვასთან.
2.1. ლაბორატორია არის სამყაროს განზრახვა.
2.2. ჩვენ ვართ ლაბორატორია.
3. ჩვენ გვჯერა, რომ ლაბორატორია არსებობდა მანამ სანამ ჩვენ ამის შესახებ გავიგებდით, გვჯერა, რომ საქართველოში არსებობს ლაბორატორიის უამრავი წევრი და მათ არ იციან ამის შესახებ. ლაბორატორიისთვის მისაღებია ყველა.
3.1. ჩვენ გვყოფნის იუმორის გრძნობა და თანახმა ვართ გამოყენებული ვიყოთ ზოგადი პრინციპის მიერ მისი მიზნებისთვის.
3.2. ჩვენ არ ვიცით სადაა ზღვარი ყოველდღიურ სამყაროს და წარმოდგენებს შორის, და არის თუ არა ასეთი ზღვარი საერთოდ.
3.3. სიკვდილი მიგვაჩნია უტაქტო გამოხდომად, მიუხედავად ამისა ვაღიარებთ მას ერთადერთ საუკეთესო მრჩეველად ზრდილობის და ძალის საკითხებში.
4. ჩვენ გვსიამოვნებს ფლირტი მარადისობასთან. ასე ვთქვათ – მიწაზე მოგვაქვს საჩუქრები რომელსაც გვთავაზობს ქაოსთან კონტაქტის პერსპექტივა.
4.1. ვაწესრიგებთ ტრანსცენდენტულ მდგომარეობაში მიღებულ გამოცდილებას. ვცდილობთ წამით მაინც ჩავახედოთ პირდაღებული, საშინელი და იდუმალი სამყაროს ქაოსში, ვინც ამას საჭიროებს.
4.2. შეგვიძლია შეკრებების მოწყობა, ჩვენი სურვილების და იდეების მარტივ და გასაგებ ენაზე გადმოცემა. ამ იდეებს და სურვილებს შორის ზოგადი პრინციპის აღმოჩენა.
4.3. გვაინტერესებს და უნარი გვაქვს გამოვიყენოთ პირდაპირი და ირიბი შთაგონების ტექნიკა. ხელი მიგვიწვდება ამ ტექნიკის რეალიზების შესახებ არსებულ სახელმძღვანელოებზე. ჩვენ შეგვიძლია ნეიროლინგვისტური პროგრამირების შესახებ არსებული ინსტრუქციების კითხვა. წაკითხული იდეების გაგება, ჯგუფური და ინდივიდუალური პრაქტის მეშვეობით მათი რეალიზაცია.
5. ჩვენ გვაქვს ერთმანეთთან კომუნიკაცია ინტერნეტით, ჩვეულებრივად პირისპირ ან უბრალოდ ჩვენ წარმოდგენებში(იხ. 3.2.). ჩვენ ერთმანეთს მხარს ვუჭერთ სუბიექტურში, ამიტომ აზრი არააქვს რამდენი ხნის ნაცნობობა გვაკავშირებს, როგორი წარსული ჰქონდა ლაბორატორიის წევრს და რამდენი კილომეტრი გვაშორებს ერთმანეთს. ერთობის ეს გრძნობა, ქმედითია და სასარგებლო იგი გულისხმობს ერთგულებას ზოგადი პრინციპისადმი პიროვნებისადმი ერთგულების ნაცვლად. ამრიგად ჩვენ წარმოვადგენთ ერთ მთლიან სხეულს და არა ერთ გუნდს.
6. გარემო რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით ექსპერიმენტებისთვის იდეალურია. ჩვენს ირგვლივ არის ყველაფერი რაც საჭიროა ცდებისთვის. გარეთ მოიპოვება რესურსები. მოწყენილი ბრბოებით სავსე საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან, უკაცრიელ ტყეებამდე, ველებამდე და მდინარეებამდე. პრეტენზიული და ქარიზმატული ტიპების ირგვლივ თავმოყრილი მომიტინგეებიდან, საკუთარ სახლში და თავში გამოკეტილ აუტისტებამდე. სასარგებლოა ყველაფერი რასაც ვხედავთ, რაც გვესმის და რასაც ვგრძნობთ.
------------------------------------------------------------

ეს არის უმცირესი ნაწილი ყველაფერი იმის რაც მზადდება ლაბორატორიაში.
ჩვენ ვაკეთებთ რეკლამებს, რადიო და ტელეგადაცემებს, ექსპერიმენტალურ, ელექტრონულ და პოპ მუსიკას, ჩვენ ვთარგმნით, ვატარებთ სემინარებს, გვაქვს უამრავი ახალი იდეა, ვართ ახალგაზრდები და ჰლეზე გვკიდია ავტორიტეტები.
ჩვენ ვართ H2SO4. ჩვენ ვართ რეაქტიული კლუბი. ჩვენ ვართ მეათე სართულის მხატვრები. ჩვენ ვართ ცისფერი ყანწები. ჩვენ ვართ ილია ჭავჭავაძე. ჩვენ ვართ ამ კულტურის ხვალინდელი დღე. ჩვენ ვაკეთებთ კულტურას.
შეაფასეთ, გვაკრიტიკეთ, დაგვაფინანსეთ, მოგვისმინეთ, გვიყურეთ, წაგვიკითხეთ!
ჩვენ ვართ ევრაზიული ურბანული ხელოვნება!
ჩვენ ვართ საქართველოს ახალი თანამედროვე ხელოვნება.
და ეს ყველაფერი ჯერ კიდევ დასაწყისია.
ამის არ შენიშვნა არ ნიშნავს რომ ეს არ არის.
ეს არის.
ეს აქვეა.
და ნებისმიერ ადამიანს რომელსაც გაახსენდება რომ ის ლაბორანტია შეუძლია დაუბრუნდეს თავის ლაბორატორიას.
ჩვენი კარები ღიაა და ხელები გაშლილია
ხვალინდელი, დღევანდელი და გუშინდელი დღეების ცის დასაპროექტებლად.
Welcome
to the NEW WORLD DIS-ORDER