Kafka
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1110
წევრი No.: 18130
რეგისტრ.: 13-March 06
|
#9588570 · 13 May 2008, 14:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ლაბორატორიის თარგმანების მცირე ნაწილი
თარგმანი: ზურა ჯიშკარიანი თიმოთი ლირი \"ეგოს საკითხი\"
წიგნიდან \"ღმერთის შვიდი ენა\" თავი მესამე: ცნობიერების ტერიტორიები
(ქვეთავი) 5. ეგოს საკითხი
"A. მეცნიერული პასუხი ვინ ვარ მე?
ეს ძირითადი საკითხია, რომელზედაც მთელი თავდაჯერებით და თვითკმაყოფილებით გაგცემენ პასუხს საზოგადოებრივი ინსტიტუტები. და თუ დააკვირდებით, ყოველთვის მათ სასარგებლოდ. ნებისმიერი რელიგიური იერარქია ზუსტად მიგითითებთ თქვენ - თუ ვინ ხართ: კათოლიკე, პროტესტანტი, იუდეველი თუ ათეისტი. ხოლო ყოველი სახელმწიფო ზუსტად დაგიდგენთ ნაციონალობას, ამერიკელი ხართ, რუსი თუ თურქი. თქვენ მხოლოდ პასპორტი წარადგინეთ! ხოლო უსასრულოდ წვრილი, საზოგადოების შემკვრელი სტრუქტურები მტკიცედ და წამიერად მიგითითებენ, თუ ვინ ხართ პროფესიით, პოლიტიკური მისწრაფებებით, სოციალური კუთვნილებით და ა.შ.
სულ ეხლახან გაჩნდა ახალი ელიტურ-სახელმწიფოებრივი რელიგია -- ფსიქოლოგია, ეგოს ძიება, წარმოსახვის თამაშები. ყველა კითხვაზე თანამედროვე პასუხების მოძიების მცდელობა.
ამერიკელი, კითხვაზე - \"ვინ ვარ?\" პასუხობს მხოლოდ და მხოლოდ ხელოვნურად შექმნილი სოციალური როლების ტერმინებით. რა როლს თამაშობ და რომელ სატელევიზიო შოუში? კარგი ხარ თუ ცუდი? მაყურებელთა სიმპატიის როგორი რეიტინგი გაქვს? პოპულარული ხარ? ეს არის ფიზიკური და მეტაფიზიკური გაიგივების მცდელობისგან ტიპიური ზედაპირული, ცხოვრებისეული თავდაღწევა.
ვინ ვარ მე? ამ კითხვაზე თქვენ სინამდვილეში მხოლოდ მაშინ გასცემთ პასუხს თუ მიატოვებთ ტელესტუდიის ბუტაფორიულ პავილიონს, რომელიც გამოწყობილია სპეციალური ინსტიტუტების მიერ ნორმალურობის საზოგადოებრივი და ფსიქოლოგიური განსაზღვრების მიხედვით.
მე ვარსებობ ცნობიერებისა და ენერგიის ყველა დონეზე. ვინ ვარ მე? მე ვარ თქვენ.
ატომურ დონეზე -- მე ატომთა გალაქტიკა ვარ. მე ვარ სამყარო, მთელი ენერგიის ცენტრი და შემნახველი. მე -- სინათლე. მე ვარ თქვენ.
უჯრედულ დონეზე მე სიცოცხლის განუწყვეტელი ჯაჭვი ვარ, უმაღლესი საფეხური დნმ-ს კიბეებზე, ევოლუციის პროცესის ცენტრი. მე სიცოცხლე ვარ. მე ვარ თქვენ.
სომატურ დონეზე -- მე ენერგეტიკული სტრუქტურის ყველაზე რთული და გონიერი ფორმა ვარ. ჩემი ორგანოების და კანის სისტემა - უკანასკნელი სიტყვაა კოსმიური მინიატურიზაციისა და ზეციური არქივირების გამოცდილებაში. მე ჩემი სხეული ვარ. მე ვარ თქვენ.
სენსორულ დონეზე მე -- მიმღები ვარ, კავშირის თანამგზავრი, ტელესკოპი-რადარი, გეიგერის მრიცხველი, სიგნალების დამჭერი, აღჭურვილი მილიარდი სენსორული მიკროფონით, რომელიც იჭერს პლანეტის სისტემის ენერგეტიკულ რხევებს. მე ვარ თქვენ.
მაგრამ ყოველ თაობას ჩემში რაღაც ახალი შემოაქვს. მე მარადიული ღმერთი ვარ , ატომთა და თესლის მატარებელი,ყოველ თაობაში მე ახალი სხეულით ვბრუნდები და აღმოვჩნდები ახალ სცენებზე ახალი დეკორაციებით. ეხლა მე ამერიკელი ვარ. ოდესღაც ირლანდიელი ფერმერი ვიყავი. მე ვიყავი კელტი. მე ვიყავი... მე ვიყავი... მე ვიყავი... ყოველთვის როდესაც სცენაზე გამოვჩნდებოდი - ვიბნეოდი, იმიტომ რომ არ ვიცოდი ახალი დრამის სიუჟეტი, ენა, რომელზედაც დაწერილი იყო სცენარი (ის ქალი ამბობს, რომ მას \"დედა\" ქვია არა?) არ ვიცნობდი მსახიობური ოსტატობის საფუძვლებს. მე ყოველთვის ვივიწყებდი საკუთარ ატომურ, უჯრედულ, სომატურ და სენსორულ ღვთაებრიობას, რომელსაც მტკივნეულად და ავადმყოფურად ტენიდნენ სასაცილო და საზიზღრად არაბუნებრივ რაღაცაში, რასაც დღეს ჩემი პიროვნება ქვია, გუშინ კი ერქვა კარმა.
ამგვარად მე რ.თ.უ. ფსიქოლოგიური ერთეული ვარ. გონი - კონტეინერია პავლოვის პირობითი რეფლექსების რეალიზაციისთვის, საზოგადოებრივი რობოტი, რომელის ზოგი ნაწილი კარგადაა დამუშავებული, ზოგიც ცუდად, რომელიც ხანდახან კარგია (მისაღებია), ხანდახან ცუდი (ცენზურის ქვეშ). ჩემი ფსიქოლოგიური მანდალის ცენტრი, ჩემი პიროვნების მთავარი მამოძრავებელი ძალა -- საზოგადოებრივი კონდიციონირებაა. წახალისება და დასჯა. რას იტყვიან მეზობლები? -- აი თანამედროვე ფსიქოლოგიის დასაწყისი და დასასრული.
მაშასადამე, ვინ ვარ მე? მე ვარ თქვენ, მე ვარ თიმოთი.. თუ რა ქვია მაგას.. მე ვატარებ ისეთ მახასიათებლებს, როგორიც ძულს და უყვარს \"რაიდერს დაიჯესტის\" პუბლიკას.
ის, რომ ეგოისტური ცნობიერება სოციალური თამაშის ერთგული ხდება -- გარდაუვალია. ამას ვერ გაექცევი. ჩვენ ვერ მივატოვებთ საზოგადოებას. ჩვენ შეგვიძლია შევწყვიტოთ სოციალური როლების თამაში და უარი ვთქვათ მონაწილეობაზე სოციალური დრამაში, რომელიც დაცლილია სიყვარულისგან, გვზღუდავს და ხელს გვიშლის რომ გავაცნობიეროთ ჩვენი ატომური, უჯრედული, სომატური და სენსორული ღვთაებრიობა. სულიერ მოწოდებებს ეგოს ტრანსოფმირებისთვის -- აზრი აღარ აქვს. ეგო ისევე არსებობს, როგორც ცნობიერების ნებისმიერი სხვა დონე, როგორც არსებობს კარმა. ჩვენ შეგვიძლია ეგოს ცნობიერებია \"ცენტრში\" დავაყენოთ და ვიხილოთ მისი რეალური ურთიერთქმედებები სხვა დანარჩენ \"მეებთან\". \"სოციალური ეგო\" საშინლად ტივიალურია \"ატომურ მე\"-სთან ან \"გენეტიკურ მე\"-სთან შედარებით, მაგრამ სწორედ ეს არის კოსმიური დამალობანას უდიდესი მისტიფიკაცია, სადაც \"სოციალურმა ეგომ\" ისეთი უზარმაზარი და ამავდროულად უსარგებლო ძალაუფლება ჩაიგდო ხელთ, რომ უპრობლემოდ შეძლო დანარჩენი \"მეების\" მიმოყრა ცნობიერების შორეულ კუთხე-კუნჭულებში.
ასე რომ, ვილოცოთ: ყოვლისშემძლე ეგო, გამიშვი! გამათავისუფლე! ყოვლის შემძლე ეგო, მიეცი ნება ჩემს თვალებს, რათა იხილონ!
B. რელიგიურ-ფსიქოლოგიური პასუხი
თანამედროვე ფსიქოლოგიას, ისევე როგორც თანამედროვე ადამიანს, არ შეუძლია თვალი გაუსწოროს ჯიუტ ფაქტს, რომ ადამიანი მოკვდავია. პერსონალური ჭადრაკის პარტია უდიდეს მნიშვნელობას იძენს. როგორ ვთამაშობ? ღანამედროვე განათლება, რეკლამა და მთლიანად მთელი კულტურა მასშტაბურ კომპანიას ატარებს იმისთვის რომ საშუალო ადამიანს საკუთარი თავის შესახებ ჩამოუყალიბდეს წარმოდგენა, რომ ის -- \"მგრძნობიარე და საოცარია\" (Cool Boy Joe და Cool girl Marry)
და უეცრად, ეს საოცარი ბიჭი ჯო ცნობიერებას იფართოებს. მას თვალწინ წარმოუდგება საზოგადოებრივი რეალობის და სოციალური ეგოს სათამაშო ცელულოიდური ბუნება. ერთი სიტყვით ეგო გებულობს, რომ ის - დამწვარი თეატრის ბუმბულებითა და ციმციმებით მორთული მესამეხარისხოვანი მსახიობია.
ეგო გებულობს, რომ მე-ს გააჩნია ატომური, უჯრედული, სომატური და სენსორული ბუნება და ხვდება რომ მისი (ეგოს) ძალაუფლება დასრულდება. ის ცხოველურ შიშს განიცდის. ის პანიკაშია. დახმარებას ითხოვს. ფსიქიატრი მოიყვანეთ! ფსიქოანალიტიკოსს დაუძახეთ! დამეხმარეთ! დამაბრუნეთ ისევ უკან -- წყნარ, მყუდრო ბუტაფორიულ სამყაროში.
ცნობიერების გაფართოების გამოცდილებას სწორედ ეს მტკიცე პასუხი გააჩნია ეგოს საკითხზე და გლობალურ ხედვას ავითარებს. ერთის მხრივ, ის გვაგრძნობინებს ეგოს დაკარგვის შიშს, ხოლო მეორეს მხრივ, გვეხმარება მივხვდეთ, რომ ეგო, მისი საცოდავი ქვემძრომელობით და ამბიციებით -- ჩემი პიროვნების მხოლოდდამხოლოდ ერთერთი ასპექტია, და არა ერთადერთი. "
-----------------------------------------------------------------
თარგმანი: igroig (ქუთაისი)
"ანგელოზთა ტექსტები"
ალექსანდრე ბალაშოვი
საპნის ოპერა
ღმერთმა იმიტომ შექმნა დედამიწა, რომ ანგელოზებს არ აქვთ ტელევიზორები
*** გაღვიძებულებს უჭირთ ადგომა როგორც სიტყვებად დარჩენა სიტყვებს სიყვარულზე ნათქვამს წამოკიდებულს ერთს მეორეზე როგორც სხეულებს როგორც ჩვენ ყველას ამ დილის გადატანა
*** ანგელოზებს დიდი და ფაფუკი ფრთები აქვთ მაგრამ იცი, შენ ხედავ, რომ ის ანგელოზია მაშინ როცა ზურგს შეგაქცევს როცა უკვე გვიანია
ესაა ანგელოზების პოლიტიკა
განცხადება
ახალგაზრდა მოცეკვავეები ფულს აკეთებენ აჩენენ შვილებს აქედან მიემგზავრებიან და მთელ ამ დროს ისინი ლაპარაკობენ, ცეკვავენ ცეკვავენ ცეკვავენ
მტკიცება
ღრუბელი კიდე ერთი ღრუბელი უბრალოდ - ორი ღრუბელი მილის თავზე ვფიქრობ ასეც არის უბრალოდ ღმერთი არის და აქ არიან ანგელოზებიც ისე უბრალოდ
*** ზეცაში ღმერთია ზეცაში შემთხვევითი არაფერია ანგელოზები მიტომაც მოფრინავენ აქ ყველა აქ გროვდებიან - კაფეში მაღაზიებში, მანქანებში, მეტროში ამ ქალაქში რომ უყურონ შემთხვევით ბედნიერებას
*** ანგელოზები 27 დღეა დაოთხილი, ცაზე მიათრევენ მისი ზაფხულის ღრუბლებს
*** კმარა მოქმედება მარტში ჩართული ეს არის ყველაფერი რაც შეიძლება სიტყვებით დატოვო ეს არის ყველაფერი რაც შეიძლება დატოვო ეს არის ყველაფერი რაც შეიძლება
*** ისინი იცინიან ჭორაობენ ანგელოზებზე
ცამეტი წლის გოგონები ყოველთვის ლაპარაკობენ იმაზე რაც არ იციან სიცილით
*** ჩვენ დავიძინებთ როცა წამოვა წვიმა გამოვიღვიძებთ როცა ისევ იქნება ბნელი ჩვენ წამოვდგებით როცა უკვე წამოვა თოვლი როცა უკვე იქნება გვიან როოცა უკვე იქნება სულერთი
*** გრძელ გზას შემოდგომაზე გადის წვიმა და გადის შემოდგომაც
*** შენ ისეთი ლამაზი მხრები გაქვს ისეთი ლამაზი, სასაცილო სიზმრები ფრთხილად დააბიჯე დაეშვი მიწაზე
*** ცით გატენილი შუადღის ანგელოზი ყურში ჩასჩურჩულებს ეს შეიძლება პატარა გოგონებისთვის
ჭექა-ქუხილის დასასრული
სიზმარეული სულელები და მოსულელო აჩრდილები ეწებებიან მინას რომლის მიღმაც გაზაფხული თავსხმაში ზაფხულად იქცევა
ქალაქის თავზე
თეთრი ძაღლივით მოიკუნტა ცაში ამოსვრილი მთვარე
ქალაქის თავზე - 2
უსახლკარო თეთრი ძაღლივით ცაზე გაიღვიძა მთვარემ არ ქროდა ქარი ქარი არ ტიროდა ძაღლი წკმუტუნებდა
*** ტკივილის ეშინიათ მეტად ტკივილს გრძნობენ იშვიათად ტკივიკლს ადვილად აყენებენ ასე ამბობენ ჩვენზე ცის ანგელოზები
კარგი ნიშანი
ნათელი ტალღები დაეცა ქვებზე მსუბუქი სხეული წყალში ჩავარდა თბილის ხეული ცოცხალი წყალი ძალიან ძველი ქვები
*** მხოლოდ მაშინ როცა მოხდება ასე ცივი ზაფხული ზაფხული წვიმიანი როცა გაიზრდება ყვავილები გაფითრებული ბოზების მსგავსი როგორც უღმერთო ცა ავადმყოფი ყვავილები ეს ყვავილები შენთვისაა
*** საქმე იმაშია, რომ ანგელოზები არავის არასოდეს კარგავენ არასოდეს ლაპარაკობენ წარსულზე აი ასე დაფრინავენ ცაში გზის განურჩევლად
სიცოცხლე
მთავარია, რომ არის კიდევ ერთი ადამიანი და არის კიდევ დრო არის კიდევ დრო არის კიდევ დრო
არის კიდევ დრო
*** ჩამოვარდნილი ხიდების ფერხულში მათ არ ეშინით ფრენის და ისინი არც დაფრინავენ აი რას ამბობენ ჩვენზე ცის ანგელოზები
დილა მშვიდობისა
ეს ნოემბერია. ეს ჩვენ ვცოცხლობთ ისევ თოვლის მოლოდინში ეს გაუვალი ბურუსი არაფერს ნიშნავს უბრალოდ ღმერთმა არ იცის ჩვენ, რომ გავიღვიძეთ
*** მე არასოდეს შემეძლო მეთქვა და უკვე ვეღარასოდეს შევძლებ გითხრა შენ ეს
*** ზაფხულის გოგონები მზის სურნელით თამბაქო და სუნამო ჩანს კელვინ კლაინის არც ისე ბევრი უნდათ თავმოყრილ ანგელოზებს მითუმეტეს ღამით ისე ცხელა
მარტი
ჰაერი ბორგავდა მას უცინოდა თოვლი ჩუმად თითქოს პირველად თითქოს დაღლილობა
ხელში ამიყვანე გაცრეცილ ჯინსებიანო ცაო
*** ღმერთო, ვინც სხვათაშორის ცხოვრობს არ ჭირდება გარანტია არ ჭირდება პირობა განა ჩვენ გონიერ გადაწყვეტილებებს ველოდით დიქტატორის შეყვარებული შვილები. --------------------------------------------------------------------
თარგმანი:ზურა ჯიშკარიანი მიშა ვერბიცკი
ურ-რეალიზმი
ჩვენ ვაცხადებთ ურ-რეალიზმს
არა უბადრუკი XIX საუკუნის გამოფიტულ “რეალიზმს” და არა ტარაკანის წინამხარივით ღრჭრიალა, საბჭოთა იდიოტების სოც-რალიზმს. დათვის ღმუილივით საზარელი – ურ- რეალიზმი.
ურ-რეალიზმი. გველი ურობოროსი იკვებება პეპლებით და გიაცინტის ფოთლებით. ურ-რეალიზმი მისი ფიქრების ენაა.
ურ-რეალიზმი ურ-რეალიზმი ალოგიკურია. ურ-რეალიზმი უარყოფს სივრცეს და დროს. ურ-რეალიზმი პათოლოგიაა. ურ-რეალიზმი სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობის მწვერვალია. ურ-რეალიზმს უყვარს ქალები, ღვინო და ვიდეოკლიპები. ურ-რეალიზმი მოითხოვს ტოტალურ ლეგალიზაციას. ურ-რეალიზმი მოითხოვს ტოტალურ აკრძალვას. ეს ერთი და იგივეა.
ნების სვასტიკა სიყვარულის დამდნარ ასფალტზე – აი რა არის ურ-რეალიზმი. ჩვილის სისხლიანი ნაწლავები ბორბალში – აი რა არის ურ-რეალიზმი. ჩვენი სამშობლოს ტანკები მარადიული ახალგაზრდობის ცეცხლმოდებულ ქუჩებში – აი რა არის ურ-რეალიზმი. Dream time & Dream space-ს საკრალური გეოგრაფია – აი რა არის ურ-რეალიზმი. ჩვენი თაობა კომუნიზმის დროს ცხოვრობს.
დროის განადგურება
მოდერნიზმი პირველი მოძრაობა იყო, რომელმაც თანამედროვე – ყოფიერების იმპერატივად გამოაცხადა. კლასიკოსების ესთეტიკა აბსოლუტური იყო და დროისა და სივრცის გარეთ მდებარეობდა; რომანტიკოსების ესთეტიკამ ნაციონალური ზოგადადამიანურზე მაღლა დააყენა. რეალისტმა (ყოფის ამსხახველმა) ქვაკუთხედად ადგილობრივი მდგომარეობა გამოაცხადა – ყოფის ამსახველთა ესთეტიკა ყოფიერების სივრცულ კომპონენტზეა დაბმული. ესთეტიკური სივრცე იხლიჩება – რეალისტი, რომელიც აღწერს კალიფორნიის ჰომოსექსუალისტთა ცხოვრებას, არ შეადარებს თავს რეალისტს, რომელიც აღწერს ურალის მოსახლეობას ან პალესტინის უბრალო ებრაელ ბიჭ სიონისტებს. რეალისტი, ყოფის ამსახველი მწერალი დროს აღიქვამს როგორც გარკვეულ მოცემულობას, რომელიც შეესაბამება სამ სივრცულ კოორდინატს, ხოლო მისი ესთეტიკა დამოკიდებულია ადგილზე, დროსა და იდეოლოგიაზე. მოცემულ მდგომარეობაში ესთეტიკის აბსოლუტურობის გამოყენებას არავინ აპროტესტებს – კლასიცისტების გრანდიოზული იერარქიულ სისტემას ენაცვლება ასობით და ათასობით არანაკლებ მტკიცე იერარქია, რომელიც ლოკალიზებულია კონკრეტულ ყოფის საზღვრებში. ასეთი მიდგომა ხლეჩს ლიტერატურულ ტრადიციას – ხელოვნება უკვე აღარ წარმოადგენს თავისთავად ღირებულებას და ხდება უამრავი ლოკალური (ნაციონალური და პოლიტიკური) სუბკულტურის მოსამსახურე. კრიტიკული რეალიზმის ადამიანი მხოლოდ რეალისტებს კითხულობს, თან ისეთებს, რომლებიც მასთან გეოგრაფიულად და იდეურად ახლოს არიან – აი მაგალითად, XIX საუკუნის დასასრულის განათლებული რუსი პუბლიკისთვის რუსული და მსოფლიო პოეზია ნეკრასოვით იწყებოდა.
და აქ ჩნდება მოდერნიზმი. ის ანგრევს ყოფის ამსახველთა მტკიცე იერარქიებს, უარყოფს აბსოლუტებს, და ესთეტიკას ლიტერატურული პროცესის მსვლელობასთან აკავშირებს. ეს საშუალებას გვაძლევს ლიტერატურას შევხედოთ როგორც ერთიან ორგანიზმს. მოდერნისტები ხელახლა აღორძინებენ ათობით დაუმსახურებლად მივიწყებულ ავტორს და ტრადიციებს – ამაში მათ მხოლოდ რომანტიკოსები თუ შეედრებიან. მაგრამ რომანტიკოსების მიდგომა ძალიან უტილიტარული, ნაციონალისტური იყო: ერის კოლექტიური სულის კუთვნილი წმინდა გრაალის ძიება.
XX ასწლეულის ხელოვნება, რომელიც დაიწყო ნიცშეთი და დამთავრდა ჰიროსიმათი, არის კულტურა, რომელმაც საკუთარ თავს გვერდიდან შეხედა. ასეთი ხედვისთვის საჭირო იყო ათვლის წერტილის არსებობა – ეს იყო თანამედროვეობა. ამიტომაც მოდერნიზმი.
მოდერნისტი საკუთარ თავს დროსთან მიმართებაში განსაზღვრავს. მაგრამ ჰიროსიმას შემდეგ დრომ დაკარგა განსაზღვრულობა. დროის განსაზღვრა დაგროვილი ინფორმაციული ღირებულებების მიხედვით – შეუძლებელია, -- აქამდე დაგროვილი ინფორმაციის მოცულობა უკვე მილიონობით აღემატება ამ ინფორმაციის კლასიფიცირების ადამიანურ უნარს. პროგრესის შესახებაც შეუძლებელია საუბარი – როგორ შეიძლება ისაუბრო პროგრესზე, თუ გაქვს ჰიროსიმა. გვრჩება მხოლოდ დროის ქრონომეტრით გაზომვის საშუალება – დასაწყისშივე მცდარი მიდგომა. სწორედ ასე ხდება პოსტმოდერნიზმი. ქრონომეტრის წიკწიკის ფონზე კულტურული პროცესის ორგანიზმი სტაგნაციის უაზრო უსასრულობამ შეცვალა.
თანამედროვეობის რეფრენტული წერტილი გადაიქცა პოტენციურად უსასრულო ათწლეულებად. თანამედროვეობა იქცა რეფლექსიად თანამედროვეობაზე. მოდერნისტი, ანუ ავტორი რომელიც კულტურის ორგანიზმს თანამედროვეობის თვალსაზრისით უყურებს უეცრად აღმოაჩენს, რომ იმყოფება თანამედროვეობის რეფლექსიაზე რეფლექსიის მდგომარეობაში, ამას მოყვება რეფლექსიის რეფლექსიის რეფლექსია. . . უაზრო უსასრულობა. პოსტმოდერნი არის მახინჯი და ცხოველური ცეკვა ისტორიის გაჩერებული მეტრონომის მუსიკაზე. პოსტმოდერნის ცბიერი და ფარისევლური ქრონომეტრი უნდა გაისრისოს ქუსლით, როგორც ფუნის ბუზი. დრო აღარ იარსებებს.
ახალი ტოტალიტარიზმი
ჩვენ ვაცხადებთ დროისა და სივრცის ტოტალურობას. Dream time & Dream space. მითოლოგიური პერსონაჟები: ლოკი, ურობოროსი, ნიენა, კაპიტანი ლებიადკინი – ჩვენი თანამედროვეები არიან. “რაციონალური აზრის ექსტერმინირება” – აცხადებდა უ.ს. ბეროუზი. ექსტერმინაცია, ყოფიერების პლასტების გამოცლა – თანამედროვეობის ქსოვა და კერვაა. კალიფორნიის იმპერატორის ტანისამოსში გამოწყობილი მოდერნიზმი. “Reality is what you get away with. აბსოლუტური თავისუფლება ნიშნავს განადგურების აბსოლუტურ ნებას.
საჭიროა განადგურდეს ჰუმანიზმი, ხელოვნება, ავტორობა, ლოგიკა, ისტორია, ეკონომიკა, კომპრომისი. ეს არ არის ნიჰილიზმი – ეს არის ღირებულებათა გადაფაასების, სამყაროს გადალაგების, ინტელექტუალური საკუთრებისა და სივრცის გარდაქმნის ტოტალური პროგრამა. ჩვენთვის არაფერი წმინდა არ არსებობს? ცდებით ამხანაგო. მაგრამ ყველაფერს რაც თქვენთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა, ჩვენ აღვიქვამთ როგორც სისაზიზღრეს და ლაყე სისაძაგლეს ისტორიულ სანაგვეზე. პოეზია ითხოვს განწმენდას. პოსტმოდერნიზმის უაზრო უსასრულობის განადგურება ცეცხლითა და ხმლით – გაუმარჯოს ფერალურ ჯუნგლებს პირში სისხლის გემოთი. პორნოგრაფებო, შიზოფრენიკებო, პედოფილებო: თქვენი ადგილი აქ არის.
Against the modern world
მოდერნიზმის მონაპოვარს ჩვენ არავის დავუთმობთ. მოდერნისტმა ადამიანური ბოდვის ფარული სფეროები აღმოაჩინა. მაგრამ იმისთვის რომ ამ ბოდვით იცხოვრო, არ არის აუცილებელი – მოდერნისტი იყო. უბრალოდ უნდა აცნობიერებდე, რომ ეგრედ წოდებული რეალობა მხოლოდ და მხოლოდ მძიმე კოშმარია, დასარეგულირებელი ატავიზმი. იმისთვის რომ რეალობას ჩაწვდე საჭიროა: აუთენტური ატავიზმი, ბავშვის ცრემლებივით გამჭვირვალე და წმინდა ბოდვა. ჩვენ მას ზოს კიას დავარქმევთ.
კონსერვატორული რევოლუცია როგორც მობრუნება აგრარული წარსულისკენ? კონსერვატორული რევოლუცია როგორც დაბრუნება ვიქტორიანულ ინგლისში? ნუ მაცინებთ. კონსერვატორული რევოლუცია როგორც მობრუნება ატავიზმის მაგიური ცნობიერებისკენ – აი რის შესახებ უნდა ვილაპარაკოთ.
მოდერნიზმი მისი სუფთა და აუმღვრეველი სახით – ახალი ეპოქის, ახალი ეონის კულტია. ახალი ერას გასაღები არის , Liber Al vel legis. მაგრამ ახალი ერა არ შედგა – ძველის დასასრული ახალ მსოფლიო წესრიგად იქცა, ახალი მსოფლიოკანონის წიგნი წესრიგი, იგივეა რაც პოსტმოდერნი – უაზრო უსასრულობა, რომელიც ისევ და ისევ მსჯელობს საკუთარი გარდაუვალობაზე, გარდაუვალობის შესახებ საკუთარი მსჯელობების გარდაუვალობაზე და რეკურსული რეფლექსიის მომდევნო ტრანსფინიტული წრეების გარდაუვალობაზე. ამ სამყაროს მეუფეა --- ასტრალური დეტერმინიზმი, რომელმაც საბოლოოდ დაიმკვიდრა ძალაუფლება.
“ჩვენი თანამედროვეები არის რამ, რაც უნდა გადალახო” – წერს ალექსანდრ დუგინი. ჩვენს დროშაზე გამოსახულია მაგიური ბავშვი – ჰორი. მაგრამ ჩვენ ვომობთ ახალი ეონის მოღალატეების – თანამედროვეთა და თანამედროვეობის წინააღმდეგ.
თანამედროვეობის გადალახვა მოდერნიზმის ფესვებში მწიფდებოდა. კონსერვატორული რევოლუცია ზოს კიას სწავლებაა, რომელიც შეიმუშავა ყოფილმა ქროულიანელმა – Austin Osman Spare. სწავლება ატავიზმის შესახებ. ატავიზმი, როგორც ინდივიდის ჭეშმარიტი ნება. კონსერვატორული რევოლუცია არის სიმბოლისტ ეზრა პაუნდის კანტოსი. კონსერვატორული რევოლუცია არის რუსი მოდერნისტების მისტიკური ანარქიზმი, ადამიზმი და აკმეიზმი. კონსერვატორული რევოლუცია არის დედამიწის თავმჯდომარის ნაციონალ-ბოლშევიკის ხლებნიკოვისა და მოფაშისტო ფუტურისტი კრუჩიონოხის ზაუმური ენა. კონსერვატორული რევოლუცია მოდერნიზმის გადალახვაა, თუმცა ამავდროულად მისი ერთერთი უზუსტესი გამოხატულებაა.
მოდერნიზმი თანამედროვეობაზეა ორიენტირებული . კონსერვატორული რევოლუცია კი ორიენტირებულია ისტორიული არტეფაქტების თანამედროვეობაზე. ჩვენს დროში, როდესაც სიტყვა თანამედროვეობამ აზრი დაკარგა, კონსერვატორული რევოლუცია არის მოდერნიზმის ერთადერთი განსხეულება. დიახ, კონსერვატორული რევოლუცია! დიახ, ფუტურიზმი! დრო აღარ იარსებებს.
ახალი ესთეტიკა
თუ ჩვენი ცხოვრება არის სისტემის განუწყვეტლივ შემოჭრასთან, განუწყვეტლივ მოსყიდვებთან და ტვინის გამორეცხვებთან ბრძოლა – მაშინ რომელ ახალ ესთეტიკაზე შეიძლება საუბარი? ალბათ, ჩვენ შემოგვრჩა მხოლოდ ერთი კრიტერიუმი – წინააღმდეგობის ეფექტურობა, დიაკრისისი. თავისთავად ექსტრემიზმი და სისტემასთან ბრძოლა უნაყოფოა, წინააღმდეგობა უნდა იკვებებოდეს სიყვარულის მაგიური ენერგიით, რომელსაც ნება მართავს. სწორედ ეს არის ახალი ესთეტიკა – მაგიური ენერგია, რომელიც კვებავს დიაკრისისს.
ზოს კიას სწავლების მიხედვით, ხელოვნება რიტუალური მაგიის სახეობაა.
გუმილიოვი წერდა:
...Время останавливали словом, Словом разрушали города. И орел не взмахивал крылами, Звезды жались в ужасе к луне, Если, словно розовое пламя, Слово пролетало в вышине. მაგრამ თუ ხელოვნება მაგიაა, ხოლო ხელოვანი – მაგი, მაშინ ყოველი სიტყვა, ყოველი შტრიხი ჯადოქრობად იქცევა. სიტყვა – ჭეშმარიტი სამყაროს სუბსტანციაა, ხელოვანი -- ამ სუბსტანციის პროექცია მატერიალურობის ყალბ სამყაროზე. და სიტყვა, როგორც ერთადერთი კავშირი ჭეშმარიტ და მატერიალურ სამყაროებს შორის.
ურ-რეალიზმის სტრატეგიები
გუმილიოვი წერდა:
Но забыли мы, что осиянно Только слово средь земных тревог, И в Евангельи от Иоанна Сказано, что Слово это Бог. Мы ему поставили пределом Скудные пределы естества И как пчелы в улье запустелом Дурно пахнут мертвые слова. ჟესტისა და შტრიხის ფუჭსიტყვაობა გენეტიკური გადაგვარების ნიშანია.
ფუჭსიტყვაობა სისტემის ტაქტიკაა. მაგიას ვერ აკრძალავ – ხელნაწერები, როგორც ცნობილია არ იწვიან, მაგრამ აქ სხვა რამის გაკეთება შეიძლება. ინფორმაციის ტოტალიტარული აკრძალვის ნაცვლად, ახალი მსოფლიო წესრიგი ისწრაფის გადაავსოს ნოოსფერო მერკანტილური ხმაურით, რომელიც მაგიისა და ხელოვნების მიმიკრიაა.
პოსტმოდერნიზმი გაცილებით ეფექტურია ვიდრე პირდაპირი აკრძალვები.
ჩვენი ამოცანაა – ყოველი შტრიხის გადატვირთვა ინფორმაციით.
ჩვენ უარვყოფთ ინდივიდუალობას და ანონიმურობას. ყოველი ჟესტის მაქსიმალური ინტენსიურობა მიიღება რასობრივი ქვეცნობიერის სიღრმეში შეღწევით – რომელ ინდივიდუალიზმზე შეიძლება ლაპარაკი? სიტყვა, რომელიც აჩერებს მზეს, სიტყვა, რომელიც ანგრევს ქალაქებს, შეუძლებელია იყოს ინდივიდუალური.
შტრიხის მაქსიმალურად ინფორმაციით დატვირთვა განაპირობებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კონტექსტისა და მეტა-კონტექსტის მითითებას. ადამიანი კონტექსტია. 15 აპრილის სახელობის მწერალთა კავშირი ნაკლებად ანონიმურია, ვიდრე მწერალი ბობორიკინი. ეს არის ანონიმურობის უარყოფა – პიროვნება არაფერია, კონტექსტი – ყველაფერი.
ინფორმაციული ომი. პოსტმოდერნის პროფესიონალი ჯაშუშების სარეკლამო ფარდა ნებისმიერ პატიოსან მცდელობას ჭაობად აქცევს. ჩვენი თანამედროვეები – სიცარიელეა. ენტროპია ნთქავს ინფორმაციულ სივრცეს, ის ჩასახლებულია ყოველ სახლსა და წიგნში. მაგიისთვის ნებისმიერი არქივი, ნებისმიერი კატალოგი, რესურსების ნებისმიერი სათაური – სისტემის ფაშისტურ სოროში გასროლილი გრანატაა. ამიტომაც – ომი.
ურ-რეალისტი აქვეყნებს საკუთარ დოკუმენტებს, წერილებს და შემთხვევით ჩანაწერებს. თუ მის სიტყვებში არ არის მაგია – მაშინ ის არ არის ურ-რეალისტი. თუ სიტყვებში არის მაგია, მაშინ მათი პუბლიკაცია --- გრანატაა ფაშისტურ სოროში. We don’t own words, now nobody owns anything. Everything must GO. Genesis P-Orridge
ურ-რეალიზმი
ურ
ურ-რეალიზმი არის ოკულტისა და პოეზიის, მუსიკისა და პოლიტიკის შეთავსება. საზარელი ღმერთის Abraxas-ის და მსოფლიო გველის Uრობოროს-ის თაყვანისცემა. ჩვენი წინამორბედები, სიურეალისტები ეშმაკს მიეყიდნენ 30 სტალინურ ვერცხლად ყალბი მოოქროვით. მათი გაგება შესაძლებელია – აბსოლუტურად სწორი დისკურსიული სტრატეგიის მიუხედავად, სიურეალისტებს აკლდათ კოლექტიური ქვეცნობიერის მაგიური ენერგია.
ფროიდიზმი და საზოგადოების ატომიზაცია – მონდიალიზმის წინამორბედებია. სინამდვილეში ინდივიდი არაფერს ნიშნავს. შემოქმედის პრაქტიკაში ფროიდის გამოყენება ნიშნავს კოლექტიური ასოციაციებიდან ინდივიდუალური კომპლექსების დონეზე გადასვლას, ეს კი არქეტიპებზე უარის თქმაა.
სიურ-რეალიზმი – ზე-რეალობა. სიცოცხლის ხის სეფირთა რიცხვის მიხედვით ყოველ საგანში 10 საგანი იმალება. ამ ასპექტებს შორის უმდაბლესი ყველასათვის ნაცნობია – მალკუტი, წიგნის სული, საგნობრივი და უცვლელი რეალობა. სიურეალისტებმა აღმოაჩინეს რომ ეს რეალობა ყალბია. მაგრამ აქედან არასწორი დასკვნა გააკეთეს, თითქოს არსებობს ჭეშმარიტი, ზე – რეალობა და ხელოვანი სწორედ მას შეისწავლის. სინამდვილეში რეალობა – ბოდვაა. სიურეალისტების ზე-რეალობა – მეცხრე სეფირაა, იესიდი, საფუძველი – ატომიზირებული ინდივიდუალური სურვილები, შიშები და ეკონომიკური მოთხოვნილებები. ინდივიდუალობა სულიერი ცხოვრების საფუძველია – და არა გვირგვინი.
პრეფიქსი ურ ნიშნავს: წინარეს (ის რაც იყო მანამდე). რეალობა არის რაღაც გარეგანი, ბოდვის ილუზია, სოციალური კონსტრუქცია, სიზმართა კოლექტიური წარმოსახვების ქმნილება. ჩვენ არ გვაინტერესებს რეალობა, ჩვენ გვაინტერესებს თუ როგორ ქმნიან მას და რა შეიძლება გაკეთდეს რომ მან არ იარსებოს. ამიტომაც ურ-რეალიზმი: რეალობის უარყოფა უმაღლესი არსებობის სახელით.
И орел не взмахивал крылами, Звезды жались в ужасе к луне, Если, словно розовое пламя, Слово пролетало в вышине.
რეალიზმი
Never forgive, never forget Nevr, never NევNever forgive, never forget Never, not ever -- Boyd Rice, Never
ისტორია გენოციდის ფაქტების თანმიმდევრულობაა. ერები თავისით ან ძალადობის გზით იხოცებიან. მომავლის ერები – ყველასათვის უცნობ ტომთა შვილები, აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის მკვიდრები. რეალიზმი არის ყველა ისეთი საზოგადოებრივი პირობითობის უარყოფა, რომელიც ხელს უშლის ფიზიკურ გადარჩენას. რეალიზმი არის ტოტალური ომი ყველასი ყველას წინააღმდეგ. რეალიზმი არის გამარჯვება ამ ტოტალურ ომში. ურ-რეალიზმი არის გამარჯვება ომში, რომელიც ჯერ არ დაწყებულა.
რეალობის ილუზია და ღირებულებათა მოძველებული სისტემები – სუიციდური ტვირთია, ქვიშა ისტორიის ბორბლებქვეშ. პირადი შემთხვევის თავისუფლების სახელით ჩვენ უარვყოფთ რეალობას. სწორედ ეს არის რეალიზმი – ისტორიული ყმუილი, გამჭოლი, როგორც დანის დარტყმა და ყრუ, როგორც ჩაძირული გემის კორპუსი. სწორედ ისტორიისაგან და ფაქტისაგან განწმენდაა – ტოტალური ომის სასიკვდილო აღჭურვილობა.
|