ქალაქური მუსიკის დიდი ალბომი მაქვს 60-იან წლებშია გამოცემული...
იქ ქართული ქალაქური სიმღერები ორ ჯგუფადაა დაყოფილი
აღმოსავლურ და დასავლურ ქალაქურ სიმღერებად
აღმოსავლური სპარსული მუსიკის გავლენითაა შექმნილი
დასავლური უფრო კეთილხმოვანია და ევროპული გავლენა აქვს... თუმცა ეს შეიძლება მხოლოდ ცალკეულ მელოდიებზე ითქვას..
დასავლური ქალაქური მუსიკა კი ქუთაისიდან მოდის...
ის რასაც იშხნელები მღერიან, ქუთაისური ქალაქური მუსიკა კი არის, მაგრამ მას უფრო ზუსტად სალონური მუსიკა ქვია...
არის ასევე ქუჩური სიმღერები, როგორიცაა "გიმნაზისტი-გიმნაზისტკას" "შაური შენ, შაური მე შაური მამაშენს":)) ქუთაისი გადამწვარა...
ასევეა საინტერესოა ქუთაისური მრავალჟამიერი, რომელიც ერთადერთი ქალაქური მრავალჟამიერია...
დასანანია რომ ასე დავივიწყეთ Qუთაისური მელოდიები, არადა მართლა მაგარია...
ბევრია ძან სახუმარო სიმღერები...
იშხნელები თავის დროზე მთელ საბჭოთა კავშირს აზანზარებდნენ...
ამბობენ სტალინი მათ მუსიკებს ყოველდღე უსმენდაო...
მეტი პოპულარობა მაშინ წარმოუდგენელი იყო, უბრალოდ დღეს უნდა შევახსენოთ ხალხს იშხნელები...
ჩემთვის მედიტაციური მუსიკაა...
ევროპაში ბევრი შევსვი იშხნელებზე

))) სტრესებს იშხნელებით ებრძვიან...
რაც შეეხება საცხოვრებელს, იშხნელები გორაზე კი არა, დღევანდელ რობაქიძის Qუჩაზე ცხოვრობდნენ... პეტრე-პავლოვის ეკლესიასთან...