andria
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 121
წევრი No.: 22565
რეგისტრ.: 19-August 06
|
#4256813 · 30 Nov 2006, 00:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
farviz QUOTE
მდაააააა........
აქ სერიოზული ჩხუბი მიდის, რაც ჩვენი I რესპუბლიკის დროინდელ ერთ-ერთ ქართულ გაზეთში დაბეჭდილ სტატიას მაგონებს, სადაც ნათქვამი იყო, რომ "ქართველებს სულ ორნახევარი მუსიკოსი გვყავს და ისინიც ერთმანეთს ჭამენო, სხვას არრას აკეთებენო" .......
სასაცილოა და სატირალი ეს ჩვენი დაშლა და დანაწევრება მეგობრებო!
ანდრია! ჯერ სულ მთლად ახალბედა ანსამბლის ხელმძღვანელი ხარ და ყველას ჭკუას ასწავლი ძამია და აკრიტიკებ და ერთი-ორი კონცერტის მერე რაღას იზამ? სიხარულიძეებს და ერქომაიშვილებს არც მალხაზის და მით უმეტეს არც შენი საკრიტიკო არ სჭირთ არაფერი, იცოდე! შენ, მალხაზსაც, ანზორსაც და სიხარულიძეებსაც, ერქომაიშვილებსაც და ყველას უსმინე და ისწავლე ბიძია! ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა შექმნა ანსამბლი და თავიდან იმასაც შენნაირი შემართებით უყვარდა ლაპარაკი სხვებზე, მაგრამ კაი ბიჭია და მიხვდა, რომ თავმდაბლობა ყველაზე დიდი სიმაღლეა, კეთილო! შენც გაგივლის ეგ სიმაღლე, დარწმუნებული ვარ! კარგი ლოტბარი და მომღერალი ყველას ნამღერიდან ისწავლის, რაც სასწავლია, ეგეც იცოდე, და მიუხედავად მღერის სტილისა, ჰამლეტ გონაშვილის აუგად მოხსენიებაც არაა კაი საქმე! გურულ სიმღერაში სიხარულიძეები და ბერძენიშვილი არიან პირველები ამჟამად. იქით რომ დაწერე "ავთენთიკოსიო" ეგ სიტყვა რას ნიშნავს და საიდან მოიტენე კეთილო? და გინდაც მაგ სიტყვას არსებობის უფლება მივცეთ, განა ავთენტიკური შემსრულებლობისკენ არ უნდა ვივლტოდეთ? და აბა მაშ ვიღაცეების სულელურ წამოცდენებს კი არ უნდა უსმინო, არამედ იმავე სიხარულიძეებს.. რა, ძველი მომღერლები მხოლოდ მალხაზს და ვეშაპოს ჰყათ მოსმენილი და მათ იციან ხუხუნაიშვილები და ჩავლეიშვილები და სიმონიშვილები და სიხარულიძეებმა არ იციან ან ანზორმა? და ამ ანზორს რომ გადაეკიდეთ, რა უმადურობის და უსიყვარულობის ეშმაკი დაგტაკებიათ? იცნობ მაგ კაცს? გილაპარაკია მასთან სიმღერაზე? გიმღერია მასთან ერთად? მოგისმენია მისი ნამღერი? ვეშაპო კი დაფიქრდა მაგრამ, როგორ შეიძლება, როგორც შენ იტყოდი - "არაავთენთიკოსთა" შორის ქართული სიმღერის და მით უმეტეს და განსაკუთრებით - გურული სიმღერის ანზორზე უკეთ მცოდნედ ვინმე დაასახელო და წარმოიდგინო? კაცი უძველესი ტრადიციების ცოცხლად მატარებელთა შორისაა გაზრდილი, თვითონაა ამ ტრადიციის წარმომადგენელი. გასაგებია, რომ "რუსთავის" მანერა არაავთენტიკურია ზოგადად, მაგრამ, ქარცივაძისა არ იყოს, განა შეიძლება რომ მათი ჩაწერილი ასობით სიმღერა ყველა ერთ ქვაბში მოხარშო როცა არც კი გაქვს ყველა მათგანი მოსმენილი. როგორ შეიძლება ბუგი, ჰამლეტ გონაშვილი, ტარიელ ონაშვილი, ვთქვათ, ილო ყურაშვილი და ბონდო გუგავა ერთ სიბრტყეზე განიხილო? და როგორ შეიძლება რომ რახან "რუსთავი" ასე მღერის, ამიტომ ანზორი ქართული მუსიკალური ფოლკლორის არმცოდნედ გამოაცხადო, ან ამ ფოლკლორის კანონზომიერებათა და კანონთა არ მცოდნედ? შეცდომა ყველას აქვს. ანზორსაც, მალხაზსაც, მეც, თქვენც! ბუგის რომ როგორც თქვენ თქვით "ღრიალა" ხმა აქვს, ეს იმას არ ნიშნავს რომ სიხარულიძეები და ერქომაიშვილები ჯიშიან-ფესვიანა აკრიტიკო, როგორც სიმღერის ნაკლებად მცოდნეები და ნაკლებად ოსტატები... გაუნათლებლობაა ან დაუფიქრებლობაა სიხარულიძეებზე "აჭარული ყაიდის" დაბრალება... აჭარული სიმღერა არის ორ ხმიანი და საერთოდ განსხვავებული... ქობულეთი კი გურია იყო და იქ არსებული სამ და ოთხ ხმიანი სიმღერები გურულ სასიმღერო შემოქმედებას უფრო მიეკუთვნება მკვლევართა მიერ, ჰკითხე ამაზე ნატო ზუმბაძეს ან იგივე ოთარიანს, თუ მათი არ გჯერა შენს და ჩემს ძმას - სერგო ურუშაძეს და მის ბაბუას ჰკითხე და დამთავრდეს ერქომაიშვილთა და სიხარულიძეთა "აჭარულობასა" და "შენელებულობაზე" ლაპარაკი.... კიდევ - ერქომაიშვილებზე ამბობენ საოპერო ხმით მღეროდნენო და ბენია მიქაძეს, როგორც დიდ მომღერალს განადიდებენ... სირცხვილი არაა? ან იგივე - ეს "საოპერო ხმა" რა უცოდინრობაა, რა გაუნათლებლობაა? "ქართული ხმების" (ძველი) ხმები გაიხსენეთ, ბენია მიქაძის ხმა, ზათიაშვილის ხმა, ერქომაიშვილების "საოპერო ხმა"... რომელია მათგან საოპერო? არც ერთი! თუ ხმის ტემბრს, ხასიათს, ფერს და ვიბრაციას გულისხმობთ, მაშინ ამაზე ვილაპარაკოთ - ზოგს წვრილი, ასე ვთქვათ "ბრტყელი" ხმა აქვს, ხისტი, უვიბრაციო, ზოგს მსხვილი ხმა აქვს, ან ასე ვთქვათ, "ტალღოვანი", ფერადოვანი, ან მრავალფერი, კრიალა, ბუნებრივი რხევით გამორჩეული, ან თხელი, მაგრამ მეტად ინდივიდუალური კოლორიტის მქონე - ასეთია ზათიაშვილის ხმა, ასეთია უამრავი კახელი და კახური სიმღერების ზედა ხმების მთქმელთა ვოკალი, ასეთი იყო ბენია მიქაძის ხმა, მეგრელი მომღერლების ხმები, კავსაძეები, ნოკო ხურცია, ძუკუ ლოლუა, "გეორგიკას" დათო შანიძე, თუნდაც ჩვენი ძმა ლუარსაბი, "ანჩისხატის" ბერიაშვილი.. რა ვიცი, რამდენი ვინმე...ელემენტარულ რაღაცეებზე ვლაპარაკობ.... ვინც ელემენტარულ საფუძვლებს ვოკალისა იცნობს, ის ზემოთ ჩამოთვლილი მომღერლების ხმებზე იტყვის რომ, "ქართული ხმები" ფორსირებულად, ხმამაღლა მღეროდნენ, გადამეტებული და ზოგჯერ ხელოვნური ვიბრაციით... ხოლო დანარჩენებს ეგეთი ხმა მისცა ღმერთმა..... და ვინ დააწესა რომ ყველას წვრილი და ხისტი ხმა უნდა ჰქონდეს? საიდან იცით კარბელაშვილებს როგორი ხმა ჰქონდათ, ან რაჟდენ ხუნდაძეს, რომელიც მთავარდიაკონიც იყო თავის დროზე (და ესე იგი უფრო ბანი და თანაც ძლიერი ბანი ექნებოდა), წმიდა ექვთიმეს, დუმბაძეებს და ა.შ? განა ყველა ძველ მომღერალს და მგალობელს ერთნაირი ვოკლი ჰქონდა და ექნებოდა? ბერძენიშვილ ოთარს როგორი ხმა აქვს, მოგწონთ თუ არა? რადგან ხმას ვიბრაცია აქვს, ან ფერი და ინდივიდუალობა, ამიტომ მისი "საოპეროდ" გამოცხადება ტენდენციურობაა და ელემენტარული გაუნათლებლობა...
მოკლედ ბევრი რაღაცის თქმა შეიძლება, მაგრამ, ეხლა დავიდუმებ და ანდრიასაც და ყველას ერთ რაღაცას გირჩევთ - ყველაში დაინახეთ კარგი და ღვაწლი, და თუ ერთში ცუდს ხედავთ, მაშინ სხვებშიც დაინახეთ.. და ცუდის დანახვა ვინმეში არ ნიშნავს იმას რომ მისი სიკეთე არაფრად ჩააგდოთ... დავინახოთ მალხაზის ღვაწლი, მაგრამ დავინახოთ ედიშერ გარაყანიძის ღვაწლიც, ნატო ზუმბაძის ღვაწლიც და ანზორ ერქომაიშვილის უდიდესი ღვაწლიც! უმადურობა უღმერთობის ნიშანია იცოდეთ! ამბიცია და ამპარტავნება ქართული სენია... მოვერიოთ ჩვენს თავს.. ჩვენ, რომლებიც იმ ორნახევარ მუსიკოსშიც არ შევდივართ და გამოვსწორდეთ და ერთად ვემსახუროთ ქართულ სულიერებას! როდესმე ხომ უნდა დამთავრდეს ეს ერთმანეთის ჭამა ქართული სიმღერა-გალობის ხალხში? პატრიარქი ხშირად ამბობს ხოლმე - უფალი აერთიანებს და ეშმაკი ჰყოფსო.. განა ჩვენ ყველანი ერთ საქმეს არ ვემსახურებით როგორც შეგვიძლია ისე? და ამიტომ განა ყველანი ერთმანეთს პატივს არ უნდა ვცემდეთ და არ უნდა ვეფერებოდეთ და მით უმეტსე ჩვენზე ღვაწლმოსილებს და მით უმეტეს ჩვენს წინაპრებს?
__________________________________________________________________ _________________________________________________________ __________________________________________________________________
ეუ არ გინდა ახლა ამას უპასუხო?
შენ რომ ხარ დიდი ანსამბლის ხელმძღვანელი, თორე რა ხეირი. თავმდებლობაში ამოგდის სული. შენზე ბევრად უფრო ავტორიტეტულ ხალხს როგორ მოიხსენიებ. (იგულისხმება შენგან "მოძულებული" მახო)
რატომ ჩქარობ, რა იცი რას ვიზამ. ჭკუას შენ უფრო მასწავლი ეხლა თუ დავუკვირდებით.
მერედა ვინ აკრიტიკებს, მე აღვნიშნავ უბრალოდ ამა თუ იმ მოვლენას. არც მალხაზის ჭირს არაფერი შენი ჭკუის სასწავლი, ქართულ ხალხურ სიმღერაში თუ გინდა გალობაში.
ისე, შენი ჭკუის სწავლება ყველაზე ნაკლებად მჭირდება ჩემო "ძამია"... ერქომაიშვილებს, სიხარულიძეებს და მახოს 8 წელია ვუსმენ, ასე რომ ჯერ კაცი უნდა კარგად გაიცნო და მერე ისროლო ფრთოსანი ფრაზები "ჩემო ძამია"...
შენი შესაფასებელი რომ გავხდით მე და შენი მეგობარი, სახელს და გვარს არ დავასახელებ "შავნაბადას" ხალმძღვანელისას... "შენნაირად" რა, უკვე საშენნაიროდ მაქვს საქმე?
ტრისტანი გური სიხარულიძეები, ოთარ ბერძენიშვილი და კარლო ურუშაძე რომ ამჟამად გურულ სიღერებში ყველაზე მაგრად მღერიან, ეს შენგან არ გამიგია, ამაში გარწმუნებ.
"ავთენთიკოსი" მარტო შენ იცი რას ნიშნავს ჩვენ ბოდიშით! ერთი "პლურალიზმიც" განგვიმარტე ჩვენი ძმა?! "ვიღაცეების სულელურ წამოცდენები" ეს შენი სისუსტეა იცოდე. თურმე შენც გმართებს თავმდაბლობა, მრავალი კონცერტის გამმართველო... ჰა აგივარდა თავში ტაში და კამერტონი?
ანზორიზე ცუდი არაფერი მითქვამს!!! ისე შენ რა იცი მე რა მაქვს მოსმენილი და რა არა?!!! შენ დაახლოვებით იგივე თქვი, ეხლა მე რომ გითხრა: გალობის სიამში არ ხარ მეთქი... სხვათაშორის სანამ ანჩისხატს და ეგეთ გუნდებს მოვისმენდი რუსთავსაც ვუსმენდი... და იმასაც გეტყვი რომ რუსთავის 100 ხალხური სიმღერაც მაქვს ფირფიტაზე.
რუსთავმა თავისი დრო მოჭამა, ეხლა სხვა დროა სხვაა!!! "გაუნათლებლობაა ან დაუფიქრებლობაა სიხარულიძეებზე "აჭარული ყაიდის" დაბრალება..." აქ მე მგონი სხვა ამბავია, არამგონია მახოს (ამ არც ისე სკანდალურ) ფრაზას გაეღიზიანებინა დიდად პატივცემული რეგენტი... სხვა ამბები დგას უკან... "ია ტაკ დუმაიუ"... სხვა აზრი იყო იმ ნათქვამში და შენ სხვანაირად გაგიგია...
ბენიას განდიდება სირცხვილი კი არა ღვაწლის დაფასებაა... ისე ხმები ერთმანეთში გყავს არეული, სად ჭიჭინაძის ხმა და სად ზათიაშვილის ხმა, კარგით რა ხალხო ნამუსი აღარ არის?! ნუ კლასიფიკაცია მომეწონა ვერაფერს იტყვი, დაეტყო ყმაწვილს სასწავლებელი...
რა თქმა უნდა ყველას ერთნაირი ხმა არ უნდა ჰქონდეს , უინტერესო იქნება სიმღერა... მაგრად მაინტერესებს ვინ მოგაწოდა ასეთი აზრი.
შენი ფრაზაა: "რადგან ხმას ვიბრაცია აქვს, ან ფერი და ინდივიდუალობა, ამიტომ მისი "საოპეროდ" გამოცხადება ტენდენციურობაა და ელემენტარული გაუნათლებლობა..."
ვინ უფრო ჰგავს ამპარტავანს ხალხნო მე თუ ეს!!! მე ყველას ღვაწლს ვხედავ და ვაფასებ, და არ მჭირდება შენი ჭკუის სწავლება "ჩემო ძამია"...
"ამბიცია და ამპარტავნება ქართული სენია..." ხოდა და ნუ ამპარტავნობ!!! ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერე ეძებე სხვის თვალში არმატურები!!!
This post has been edited by andria on 30 Nov 2006, 00:10
|