საბრძოლო სიმღერები, ანუ ბრძოლაში შესვლის სიმღერები მოიხსენიება ჯერ კიდევ ანტიკური ისტორიკოსის "სტრაბონის" ცნობებში, რომელიც აღწერს, რომ ზოგიერთი ქართველური ტომი, ზუსტად ვერ ვიხსენებ რომლები, ბრძოლაში მეტად უცნაური სიმღერებით შედიოდნენ.
ბრძოლაში შესვლის სიმღერებიდან მე რაც მაქვს, ესაა გურული
იერიში.ძირითადად ბრძოლაში შესვლისას იყენებდნენ ბუკს, ნაღარას (დასარტყამი), ჯოხებიან დოლს, ზურნას, სტვირს.
"ჰკრეს ბუკსა და ნაღარას"-ო გვამცნობს მატიანე.
ასევე აჭარლები ბრძოლაში შესვლისას იყენებდნენ ჭიბონს და ჯოხებიან დოლს.
ხორუმი ჭიბონზე და დოლზეაქ აშკარად შეიგრძნობა საბრძოლო განწყობა.
ამ ჩანაწერში ჩვეულებრივ დოლზე ხელით უკრავენ, თუმცა, მე მაქვს ვიდეო ჩანაწერი სადაც ორი ჭიბონი და ერთი ჯოხებიანი დოლია.
სხვათა შორის, ძალიან დიდი ყურადღება ექცეოდა იმ ხალხს, ვინც ბრძოლაში შესვლისას უკრავდა.
თითქმის არა ნაკლები, ვიდრე მედროშეებს.
ეს ორი კასტა, აუცილებელი იყო, საბრძოლო წყობის შესანარჩუნებლად და მათ სპეციალური დაცვაც ყავდათ.
მედროშეები წინ მიუძღოდნენ რაზმეულებს, ხოლო დამკვრელები ბოლოში მიყვებოდნენ.
უშუალოდ ხელჩართულში გადასვლისას ეს უკანასკნელნიც ბრძოლაში ერთვებოდნენ.
რჩებოდნენ მხოლოდ მედროშეები, რომელთაც დროშა აუცილებლად მაღლა უნდა სჭეროდათ, რათა მისი რაზმეულის წევრები შორს არ შესულიყვნენ მტრის რაზმში და თავის რაზმს არ მოწყვეტოდნენ.
არსებობს ასევე ე.წ. "სალდათური" სიმღერები.
ეს იმისათვის, რათა ჯარს მწყობრში ევლო.
ასეთია მაგალითად
გურული ჯარისკაცის სიმღერაასევე იმერული "ვახტანგ მეფე" (სამწუხაროდ, ჩანაწერი არ მაქვს).
არის ასევე უამრავი სალაშქრო სიმღერები, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში.
მაგალითად: "ქართველო ხელი ხმალს იკარ", მგზავრულები, ლაშქრულები და ა.შ..
This post has been edited by veshapo on 24 Dec 2006, 03:08