მოკლედ!
მინდა დავწერო ჩემი შთაბეჭდილებები დღევანდელი კონცერტის შესახებ.
საერთო ჯამში მეტად კმაყოფილი დავრჩი.
ძალიან კარგი ბალანსი (შერეულ გუნდში ცოტა რთული მისაღწევია).
ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო პროგრამა.
განსაკუთრებით მომეწონა პირველი ხმები, უჯრებიანი კაბა რომ ეცვა, ის უფრო.
მეორე პირველ ხმას მაგარი სპეციფიური ხმა ქონდა.

ძალიან ლაღად და თავისუფლად მღეროდნენ ორივე.
ყოჩაღ!
რეპერტუარიდან ოთხი სიმღერა მომეწონა განსაკუთრებით.
ილიას ნანა - გურული, 3 ხმიანი ვარიანტი.
მანანა - გურული, სახუმარო.
ზემყრელო - ქართლური, სახუმარო-საფერხულო.
აჭარული საფერხულო - სამწუხაროდ სახელი არ მახსოვს, თუმცა "ნაი-ნაი" ქვია მგონი (ეს უკანასკნელი უფრო ცეკვის მხრივ მომეწონა).
ოთარიანს ვთხოვ, რომ ილიას ნანა და მანანა, მათი შესრულებით, რამენაირად მომაწოდოს.
ძალიან კარგი იქნება თუ დაიმატებენ ბიჭებს.
იქნებ რამენაირად ისიც მოახერხონ, რომ ფორმები შეიკერონ.
ასწილად სასიამოვნო იქნება მათი მოსმენა და ყურება ფორმებში.
კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ ამ წარმატებას და მორიგ წინსვლას ვუსურვებ.
მადლობა დღევანდელი დღისათვის.
This post has been edited by veshapo on 24 Dec 2006, 22:28