ხალხო!!!!!!! როგორც შეგპირდით, დღეს შემოგთავაზებთ უდიდეს ლოტბარზე მომღერალზე, სამუელ ჩავლეიშვილზე პატარა ბიოგრაფიას.
ჩავლეიშვილი სამუელ დავითის ძე (1857-1932)
მომღერალი, ლოტბარი, გურული სიმღერების უბადლო მცოდნე და შემსრულებელი. ნამდვილი შემომქმედი, უდიდესი იმპროვიზატორი. ჩავლეიშვილისეული სკოლის შემქმნელი. პედაგოგი.
დაიბადა 1857 წელს, ოზურგეთის მაზრის, ასკანის თემის სოფელ ოქროსუბანში. პატარა სამუელს მუსიკალური სმენა და ხმა გვარად მოსდგამდა. მშობლებიც მომღერლები ჰყავდა. მათი ოჯახი თავად მაქსიმელაშვილის ყმად ითვლებოდა. თავადი მაქსიმელაშვილი გურული სიმღერის მცოდნე და დამფასებელი იყო. თუ ვინმე ახალგაზრდას სიმღერით დაინტერესებასა და განსაკუთრებულ ნიჭს შეატყობდა ჯერ თავად ამეცადინებდა უსასყიდლოდ, ხოლო შემდეგ თავის მეგობარს-ცნობილ მგალობელსა და მომღერალს დათა გუგუნავას უგზავნიდა "დასაოსტატებლად". ამ ორმა ადამიანმა უდიდესი წვლილი შეიტანა გურული სიმღერის განვითარების საქმეში და დიდი როლი ითამაშა სამუელ ჩავლეიშვილის მომღერლად ჩამოყალიბებაში. სიმღერაში დაოსტატებულმა სამუელმა თავის ირგვლივ შემოიკრიბა მომღერალი მეგობრები, შექმნა შესანიშნავი ანსამბლი. რჩეული მომღერლების გაწვრთნითა და შემდეგ გურიის სოფლებში გაგზავნით მან შეძლო თავისი სასიმღერო სტილის თითქმის მთელს გურიაში გავრცელება, .მაგრამ ეს არ ყოფილა მისი თვითმიზანი. იგი ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი მომღერლისათვის გადაეცა თავისი ცოდნა. უანგაროდ ასწავლიდა სიმღერას ნიჭიერ ბავშვებს, ასე ჩამოყალიბდა ჩავლეიშვილისეული სკოლა, მას მარტო გურიაში კი არ აღიარებდნენ, როგორც სიმღერის დიდოსტატს, არამედ მთელ საქართველოში.
სამუელ ჩავლეიშვილზე მხოლოდ მომღერალი ან სიმღერების მასწავლებელი როდი ითქმის, ის იყო ნამდვილი შემოქმედი. ყოველი შესრულებისას ძველ სიმღერას ახლებურად მღეროდა და ამით ახალ ვარიანტს ქმნიდა, შემოქმედებითად ავითარებდა წინაპართა ნაანდერძევს. მისი სახელი მთელს გურიაში ქუხდა. შეიძლება ითქვას,რომ ყველა დამწყები თუ სახელმოხვეჭილი მომღერალი მის გაცნობას ცდილობდა. 1927 წლის 16 მაისს-თბილისში, რუსთაველის თეატრში აღინიშნა სამუელ ჩავლეიშვილის მოღვაწეობის 50 წლის იუბილე. იმავე წელს ეს თარიღი ფართოდ აღინიშნა ოზურგეთშიც.
სამუელ ჩავლეიშვილი გარდაიცვალა 1932 წელს 75 წლის საკში.
იმედია დაგაინტერესათ
This post has been edited by brevalo on 14 Aug 2006, 00:18