მაინტერესებს კინოს სახელი

ე.ი. 80-იანი წლების უჟასია, პატარა ვიყავი როცა ვუყურებდი, კინო იწყებოდა შემდეგნაირად, მგზავრები ძველებური ტიპის მანქანით დაიკარგებიან ტყეში, რომელიჩ სავსეა შემზარავი საფრთხობელებით. შემთხვევით გადაუვლიან ერთ საფრთხობელას და 5 წუთი მგზავრობის მერე გაუჩერდებათ მანქანა. ახდიან კაპოტს და ნახავენ რომ მანქანას ძრავა აღარ აქვს. მერე მიტოვებულ სახლს იპოვიან და იქ შევლენ. მთელი კინო იმაზეა თუ როგორ ხოცავენ ეს საფრთხობელები მაგათ.
მაშინ როცა ვუყურებდი არასწორედ თარგმნეს და თქვეს "Мертвая зона" სახელად, რაც საერთოდ სხვა კინოს სახელია. იქნებ ვინმემ იცოდეთ და მაპოვნინოტ ეს ფილმი