ჰეჰ, რა შეკითხვაა..
გულზე მომხვდა
ჰოდა, რისთვის შემოვედი აქ და ისე
გადაღლილი ვარ ამდენი უარყოფითით
არც კი ვიცი სად, როგორ, რა ფორმით
უნდა დავიცალო
ქარს ვერ გავატან
ისიც დამძიმდა
ყველა მას ატანს "უსარგებლოს"
იმიტომაა ზურგში, რომ გიბერავთ

ჰო და კიდევ ეს უკვე მეორედ გამახსენდა
ოღონდ მარტოს..
'ქარია.
მე უნდა აგაწყო ამინდზე,
ბლის მურაბასავით ჩაგტოვო ჩაიში.
ქარია.
მე უნდა გაგწეწო მატყლივით,
შენი წამწამებით გავტენო ბალიში.
ქარია.
რაღაცას მიმტკიცებს სარეცხი,
ეტყობა, აპირებს დილამდე გაშრობას.
ჩემი ოთახიდან შენს საძინებლამდე
მე გათენებამდე მოვაწყობ ლაშქრობას.
ზურგის ქარი მინდა, მალე რომ დაგატყდე,
მინდა რომ დამნებდე და ხარკი მიხადო,
შენი ნანგრევების წინ გაშლილ კარავთან
მე შენი ცოდვების ქელეხი ვიხადო.
მაგრამ ეს "მინდაა"
და, სინამდვილეში,
ტუჩებით ვინამავ ტუჩმშიერ ალაგებს
და იქნებ ავეწყო სარეცხის სიმშრალეს
დილამდე ჩავდგე და ქარივით დავლაგდე.'
Nothing someone says before the word "but" really counts.